ბრძანება N 26223
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26223
12 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
2024 წლის 11 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №186380/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 28 ოქტომბრის №EL266063 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ტვირთში დანაკლისის და არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენა კი გამოწვეულია მომწოდებლის მიერ დაშვებული შეცდომის გამო.
მომჩივანი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ არადეკლარირებული და დანაკლისად მიჩნეული საქონელი რაოდენობრივად და წონით ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს რაც იმას ნიშნავს, რომ მომწოდებლის მიერ ზედნადებში მხოლოდ დასახელებები იქნა არასწორად ჩაწერილი. აღნიშნული შეცდომა მომწოდებლის მიერ იქნა გამოსწორებული და გამოწერა გასწორებული ზედნადები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ნათელყოფს, რომ არც დანაკლისის და არც არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 17 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ---------- რესპუბლიკიდან შემოვიდა სხვადასხვა დასახელების საქონლით დატვირთული №---------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა №---------- აღრიცხვის მოწმობა და შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ დანიშნულებით.
2024 წლის 23 ოქტომბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, №---------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის ნაწილის საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის მიზნით, დარეგისტრირდა №---------- საბაჟო დეკლარაცია. აღნიშნულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა №---------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა საქონლის დანაკლისი: ბროწეულის წვენი – 3 600 ცალი (ბრუტო 1 290 კგ; ნეტო 1 080 კგ), ალუბლის ჩირი – 360 ცალი (ბრუტო 222 კგ; ნეტო 180 კგ) და ორეგანო – 1 008 ცალი (ბრუტო 93,45 კგ; ნეტო 75,6 კგ) და აღმოჩენილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი (არადეკლარირებული) საქონელი: გრანულირებული სოიო – 3 600 ცალი (ბრუტო 1 290 კგ; ნეტო 1 080 კგ), ბოსტნეულის ფქვილი – 360 ცალი (ბრუტო 222 კგ; ნეტო 180 კგ) და სუნელ-სანელებელი (Wild Rue) – 1 008 ცალი (ბრუტო 93,45 კგ; ნეტო 75,6 კგ).
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 28 ოქტომბრის №---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4448.61 აშშ დოლარი (12 124.69 ლარი).
ვინაიდან შპს „----------“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 28 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL266063 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 12124.69 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კონტროლი გილისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ 2024 წლის 23 ოქტომბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, №---------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის ნაწილის საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის მიზნით, დარეგისტრირდა №---------- საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც განესაზღვრა „წითელი დერეფანი“. საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი და აღმოჩნდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი 12124.69 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკსირებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2024 წლის 23 ოქტომბერს მომჩივანის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის ნაწილის საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის მიზნით, დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია, რომელსაც განესაზღვრა „წითელი დერეფანი“. საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი და აღმოჩნდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი 12124.69 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაკსირებული ჯარიმა მართლზომიერია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168.