გადაწყვეტილება №25622/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.10.2025
№ დოკუმენტი 25622/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25622/2/2025

07 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------ს“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------ის“ 10.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25622/2/2025).

 

დავის საგანი:

უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2025 წლის ID----- შესაგებელი;

2. შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16391 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

21.05.2025 წელს მომჩივანმა მიმართა აუდიტის დეპარტამენტს და მოითხოვა ძირითადი საშუალებების სრულად გაყიდვის შედეგად წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.

აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2025 წლის ID----- შესაგებლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან არ იყო შესრულებული ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა, კერძოდ დარღვეული იყო მოთხოვნის შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.

აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2025 წლის ID----- შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.07.2025 წლის №16391 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 63-ე და 65-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის 131 მუხლის პირველ პუნქტზე, 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ არის შევსებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და არასრულად აქვს წარდგენილი მოთხოვნილ თანხასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე 3-ჯერ წარადგინა ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების განცხადება, პირველ ჯერზე განცხადება გადაიგზავნა დოკუმენტების გარეშე, განცხადების ნომერი ID----/----. შემოსავლების სამსახურიდან მიიღო მოთხოვნა 2022- 2024 წლების ყველა დოკუმენტის წარდგენის შესახებ. მომდევნო პერიოდში მოიძია დოკუმენტაცია და ხელახლა ატვირთა განცხადება. საბოლოო განცხადების ნომერი არის ID-----/-----, სადაც თანდართულია 2022-2024 წლის პერიოდში არსებული ყველა დოკუმენტაცია.

პასუხად მიიღო, რომ ყველა დოკუმენტაცია არ არის გადაგზავნილი, თუმცა გაგზავნილი აქვს შემდეგი ინფორმაცია: სრული პერიოდის გატარებები, ბრუნვითი უწყისი წლების მიხედვით, ბანკის ამონაწერი, ბანკებიდან ნაშთებზე დასტური, შესყიდვის დოკუმენტები, რაც rs.ge-ზე არ აქვს მიღებული, რეალიზაციის ყველა ინვოისი/ხელშეკრულება, ძირითადი საშუალებების რეალიზაციის ხელშეკრულებები, სასესხო ხელშეკრულებები, ცვეთის დარიცხვის ცხრილი, მივლინების ბრძანებები, დივიდენდის გაცემის ბრძანებები, კომპანიის ახსნა-განმარტება, დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულება. გაურკვეველია მიზეზი, თუ რატომ ხდება განცხადების უარყოფა და კონკრეტულად რა დოკუმენტი აკლია მოცემულ ჩამონათვალს.

ბანკის ანგარიშზე უნდა დაბრუნდეს ბიუჯეტში არსებული ზედმეტობა 16 946 ლარი, რაც წარმოიშვა 2024 წელს გადახდილი ქონების მიმდინარე გადასახადიდან, რაც 1 აპრილს დაბრუნდა ბიუჯეტის ანგარიშზე. კომპანიამ 2024 წელს სრულად გაყიდა არსებული ძირითადი საშუალებები, რასაც 2024 წლამდე საზღვარგარეთ აქირავებდა, შესაბამისად, აღარ ფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გაურკვეველია დამატებით რა დოკუმენტაციის წარდგენა არის საჭირო, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოცემული განაცხადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილების თანახმად:

1. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

8. გადასახადის გადამხდელისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანმა 21.05.2025 წელს აუდიტის დეპარტამენტს მიმართა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით (ID-----), რაზეც მიიღო 30.05.2025 წლის შესაგებელი (ID-----). „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ შესაბამისად მომჩივანს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან დარღვეული იყო მოთხოვნის შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და გაურკვეველია რატომ ხდება განცხადების უარყოფა და კონკრეტულად რა დოკუმენტი აკლია დოკუმენტების ჩამონათვალს.

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულების ან/და უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.07.2025 წლის №16391 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სადავო საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

21.05.2025 წელს მომჩივანმა მიმართა აუდიტის დეპარტამენტს და მოითხოვა ძირითადი საშუალებების სრულად გაყიდვის შედეგად წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.

აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2025 წლის შესაგებლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან არ იყო შესრულებული ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა, კერძოდ დარღვეული იყო მოთხოვნის შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.

აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2025 წლის შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №16391 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულების ან/და უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1.8); 65(2.3.4);