ბრძანება N 915

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.01.2025
№ დოკუმენტი 915
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 915

30 იანვარი 2025

ბრძანება

ი/მ "--------" (ს/ნ "--------")

(მის.: "--------")

2024 წლის 17 და 18 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 დეკემბრის №24098/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") 2024 წლის 17 ივლისის №119582/01 და 18 ივლისის №23505/2/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №081-143 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, შეძენილი საქონლის შესაბამისად დამზადებული და რეალიზებული მზა პროდუქციის კალკულაციები, სადაც გამოყენებულია მომხმარებლებზე საჯაროდ შეთავაზებული ფასები. აღნიშნავს, რომ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა პირადი მოხმარებისათვის შეძენილი საქონელი. მიუთითებს, რომ შემმოწმებელი ვერ აკონკრეტებს თუ რომელ პერიოდზე იყო არასწორად წარდგენილი გაანგარიშება, რაც იმას მოწმობს, რომ მათ არც კი შეუმოწმებიათ გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ცხრილები. ითხოვს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლას და გათვალისწინებას.

ამასთან, მომჩივანი დამატებით მიუთითებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოებები და მეწარმეს არასწორად განუსაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33864 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №081-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 10 და 24 ნოემბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, სარესტორნო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33864 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 18 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 ივნისის №081-143 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 30 ივლისის №17810 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 30 დეკემბრის №24098/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №17810 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 დეკემბრის №24098/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:

„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის როგორც პირველ, ასევე აღსრულების ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ დროში წარადგინა გაანგარიშების ცხრილები (ექსელის ფორმატში), თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესამცირებლად. ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") მიერ წარდგენილ ცხრილში არასრულად იყო ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენები, კერძოდ, არასრულად იყო შეყვანილი შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის რაოდენობა და ღირებულება. ამასთან, არც სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხები არ ემთხვეოდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ მონაცემებს. შესაბამისად, რადგანაც გადასახადის გადამხდელს შეძენები არასრულად ჰქონდა ასახული ცხრილში, წარმოებით უფრო ნაკლებ შემოსავალს მიიღებდა, ვიდრე შემოწმებით არის დადგენილი. ასევე, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა მზა პროდუქციის სარეალიზაციო ფასები, რომლებიც შემოწმებამ გამოიყენა, თუმცა გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი ექსელის ცხრილით, ერთსა და იმავე მზე პროდუქციაზე სხვადასხვა პერიოდებში, სხვადასხვა სარეალიზაციო ფასები ფიქსირდებოდა და აღნიშნული ფასების ნამდვილობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება გადასახადის გადამხდელს არც შემოწმებისათვის წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკმარისი მტკიცებულებების არ ქონის გამო, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მეწარმის მიერ წარდგენილ ცხრილში არასრულად იყო ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენები, კერძოდ, არასრულად იყო შეყვანილი შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის რაოდენობა და ღირებულება. ამასთან, არც სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების თანხები არ ემთხვეოდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ მონაცემებს. ასევე, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა მზა პროდუქციის სარეალიზაციო ფასები, რომლებიც შემოწმებამ გამოიყენა, თუმცა გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი ექსელის ცხრილით, ერთსა და იმავე მზე პროდუქციაზე სხვადასხვა პერიოდებში, სხვადასხვა სარეალიზაციო ფასები ფიქსირდებოდა და აღნიშნული ფასების ნამდვილობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება გადასახადის გადამხდელს არ შემოწმებისათვის წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკმარისი მტკიცებულებების არ ქონის გამო, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა.

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33864 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა განსაზღვრულ დროში წარადგინა გაანგარიშების ცხრილები.მომჩივანის მიერ წარდგენილ ცხრილში არასრულად იყო ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენები, კერძოდ, არასრულად იყო შეყვანილი შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის რაოდენობა და ღირებულება. ამასთან, არც სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხები არ ემთხვეოდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ მონაცემებს. შესაბამისად, რადგანაც გადამხდელს შეძენები არასრულად ჰქონდა ასახული ცხრილში, წარმოებით უფრო ნაკლებ შემოსავალს მიიღებდა, ვიდრე შემოწმებით არის დადგენილი. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელს წარმოდგენილი ჰქონდა მზა პროდუქციის სარეალიზაციო ფასები, რომლებიც შემოწმებამ გამოიყენა, თუმცა გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი ექსელის ცხრილით, ერთსა და იმავე მზე პროდუქციაზე სხვადასხვა პერიოდებში, სხვადასხვა სარეალიზაციო ფასები ფიქსირდებოდა და აღნიშნული ფასების ნამდვილობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება გადამხდელს არც შემოწმებისათვის წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკმარისი მტკიცებულებების არ ქონის გამო, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).