გადაწყვეტილება №23216/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.09.2024
№ დოკუმენტი 23216/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23216/2/2024

11 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------------- (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ს 6.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23216/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.11.2023 წლის №20618/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №007-112 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 263 492,3 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 154 928

დღგ - 55 784

საშემოსავლო გადასახადი - 99 144

ჯარიმა - 72 308

საურავი - 36 256,3

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ტანსაცმლის იმპორტს -------დან და მის საცალო და საბითუმო რეალიზაციას თბილისში, იჯარით აღებულ ფართში. საგადასახადო შემოწმების მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 16.06.2022 წლის №15321 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდი გაიზარდა 1.07.2022 წლამდე და გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვილი იქნა შემოწმებისათვის წარმოედგინა შესაბამისი პერიოდის საბანკო ანგარიშების ამონაწერები მომსახურე ბანკებიდან. საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვინაიდან მიიჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებისას გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილობრივ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემები. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი 31,19%-ის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემმოწმებლების მიერ განხორციელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელება. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში და სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ასევე დაეკისრა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით (31,19%) და სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა დღგ საგადასახადო კოდექსის 169-ე (2021 წლამდე მოქმედი რედაქცია) და საგადასახადო კოდექსის 166-ე (2021 წლიდან მოქმედი რედაქცია) მუხლების თანახმად. მომჩივანს დაკისრა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2022 წლის №007-346 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19025 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 30.11.2023 წლის №20618/2/2023 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტის წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს, საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებისას გამოყენებული საშუალო შეწონილი ფასნამატის დაზუსტების და მომჩივნის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული ბრუნვის/დასაბეგრი შემოსავლის განმეორებით დაბეგვრის საკითხები.

საბჭოს 30.11.2023 წლის №20618/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგადაც საქონლის საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 29%. შედეგად, შემცირდა დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი საერთო თანხით 38 593 ლარი, მათ შორის 2019 წლის შემოსავალი გაიზარდა 219 135 ლარით, 2020 წლის შემცირდა 10 920 ლარით, 2021 წლის შემცირდა 246 808 ლარით, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირება 7 719 ლარით. დარიცხული დღგ შემცირდა 9 360 ლარით, მათ შორის გადასახადი 6 501 ლარით და ჯარიმა 2 859 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №007-112 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარმოდგენილი საჩივრის დავის საგანია საბჭოს 10.01.2024 წ. №20618/2/2023 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული დავალების აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულება. საბჭოს 10.01.2024 წ. №20618/2/2023 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს: ა) მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს, საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებისას გამოყენებული საშუალო შეწონილი ფასნამატის დაზუსტების და მომჩივნის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული ბრუნვის/დასაბეგრი შემოსავლის განმეორებით დაბეგვრის საკითხები“. მომჩივნის მტკიცებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ შესრულდა დავალება: „შეისწავლოს მომჩივნის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული ბრუნვის/დასაბეგრი შემოსავლის განმეორებით დაბეგვრის საკითხები“.

გადაანგარიშების დასკვნაში (საკითხი №2; საკითხი №3), მართალია, მითითებულია საბჭოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისი ტექსტი („შეისწავლოს მომჩივნის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული ბრუნვის/დასაბეგრი შემოსავლის განმეორებით დაბეგვრის საკითხები“), მაგრამ „აუდიტორის შეფასება“-ში არ არის მითითება, რომ შესწავლილ იქნა „მომჩივნის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული ბრუნვის/დასაბეგრი შემოსავლის განმეორებით დაბეგვრის საკითხები“. ამავდროულად, დასკვნით ერთობლივი შემოსავლიდან/დასაბეგრი ბრუნვიდან არ არის ამორიცხული თანხა, რომელზეც მომჩივანი მიუთითებდა საბჭოში განხილულ საჩივარში. საბჭოს მიერ განხილულ საჩივარში სადავო საკითხზე მითითებული იყო შემდეგი პრეტენზია და არგუმენტაცია:

„2021 წლის დასაბეგრ ბრუნვას არასწორად (განმეორებით) დაემატა მარტის და წლიურ დეკლარაციებში ასახული „დანაკლისი“.

შემოწმების მასალების თანახმად, დეკლარირებული საწყისი და საბოლოო ნაშთების, იმპორტირებული სმფ-ების, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების გათვალისწინებით და სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზებულ საქონელზე შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატის (31,19%) გავრცელებით განსაზღვრულ იქნა 2021 წლის დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებით განსაზღვრულ ბრუნვას 76 576 ლარის ოდენობით დაემატა 31,19% ფასნამატით განსაზღვრული ბრუნვა 686 637 ლარის ოდენობით და დაემატა მარტის დეკლარაციაში ასახული 31,19% ფასნამატზე აყვანილი „დანაკლისი“ 327 975 ლარის ოდენობით. მოცემული მონაცემები გარკვეული უზუსტობით ხასიათდება (მაგალითად, სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულია 94 324 ლარის საქონელი). ამასთან, წლიური ბრუნვა ამ მონაცემების შეჯამებით უნდა ყოფილიყო 1 091 188 ლარი, თუმცა შემოწმების მასალებში მითითებულია 1 024 354 ლარი. მაგრამ მთავარი შეცდომა, რამაც არსებითი გავლენა იქონია დასაბეგრი ბრუნვის მოცულობაზე არის „დანაკლისის“ თანხის ჩართვა დასაბეგრ ბრუნვაში.

გადამხდელს 2021 წლის დასაწყისში დეკლარირებული ჰქონდა სმფ-ების საწყისი ნაშთი 1 061 041 ლარის ოდენობით. ამასთან დაკავშირებით გადამხდელს დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურიდან და მიუთითეს, რომ გადაემოწმებინათ სმფ-ების ფაქტობრივი არსებობა და, დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, იგი აესახათ საგადასახადო დეკლარაციებში. გადამხდელმა გადაამოწმა სმფ-ების არსებობა საწყობში და გამოავლინა დანაკლისი თვითღირებულებით 250 000 ლარის ოდენობით, რომელიც ასახა მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში და საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში 25% ფასნამატით 312 500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, გადამხდელმა „ბუღალტრული“ სმფ-ებიდან მოცემული ფასნამატით „დანაკლისზე“ ჩამოწერა შესაბამისი სმფ-ები და, შესაბამისადვე, არ ასახა სმფ-ების საბოლოო ნაშთში. მოცემული გარემოება დასტურდება 2021 წლის წლიური დეკლარაციის მონაცემებით. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 584 653 ლარი (საწყისი ნაშთი 1 061 041 ლარი + შეძენილი მარაგები 624 764 ლარი - საბოლოო ნაშთი 1 101 151 ლარი) და ერთობლივი შემოსავალი 730 817 ლარი. აქედან, ფასნამატი განისაზღვრება 25%-ით. მოცემული ნიშნავს იმას, რომ „დანაკლისი“ მომჩივნის მიერ განხილულია ჩვეულებრივ მიწოდებად და არ არსებობს მისი დასაბეგრ ბრუნვაში დამატებით (განმეორებით) ხელოვნურად ჩართვის საფუძველი.

შემოწმების მასალებში, როგორც აღინიშნა, „დანაკლისის“ საკითხის გარდა, უმნიშვნელო გადახრებით გაზიარებულია დეკლარირებული მონაცემები (საწყისი და საბოლოო ნაშთები, იმპორტისა და ადგილობრივი შეძენებისა და ზედნადებით რეალიზაციის მოცულობები) (იხ.: შემოწმების მასალები - საჩივრის დანართი). შესაბამისად, დეკლარირებულ და აუდირებულ ფასნამატებს შორის სხვაობა უნდა ყოფილიყო მხოლოდ 6%-ული პუნქტი (31%-25%). თუმცა შემოწმების მასალების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი იმპორტირებული საქონლის აუდირებული ღირებულების 100%-ის გათვალისწინებით არის 77% (75%-ის გათვალისწინებით კი საერთოდ 129%) (იხ. საჩივრის დანართი). მოცემული კი დამატებით ადასტურებს, რომ „დანაკლისის“ თანხა არასწორადაა ჩართული განმეორებით მომჩივნის დასაბეგრ ბრუნვაში/ერთობლივ შემოსავალში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დეკლარირებული „დანაკლისის“ თანხა მიუხედავად იმისა, დაკორექტირდება თუ არა ფასნამატი ან საერთოდ გამოყენებულ იქნება თუ არა არაპირდაპირი მეთოდი, როგორც განმეორებით ჩართული, ამოღებულ უნდა იქნეს აუდირებული დასაბეგრი ბრუნვიდან და ერთობლივი შემოსავლიდან“.

გადაანგარიშების დასკვნით (საკითხი №2; საკითხი №3), როგორც აღინიშნა, ერთობლივი შემოსავლიდან/დასაბეგრი ბრუნვიდან არ იქნა განმეორებით ჩართული თანხები და, შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.

მოცემულ დავის საგანთან მიმართებაში რჩება მომჩივნის განხილულ საჩივარში მითითებული არგუმენტაცია. ამასთან, გადაანგარიშების დასკვნით დადგენილი 29%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით, მითითებული არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით მივუთითებთ შემოწმების მასალების მონაცემების მიხედვით შედგენილ შემდეგ გაანგარიშებაზე:

მაჩვენებელი დეკლარაცია შემოწმების აქტი ფასნამატით:

ერთობლივი შემოსავალი 730816,54 1024354 745896,4197

საწყისის მარაგები 1061041 1061041 1061041

საბოლოო მარაგები 1101151,45 1101151,45 1101151,45

შესყიდვები 624763,68 618324,7288 618324,7288

ფასნამატის კოეფიციენტი 1,250000004 1,771581985 1,29

„დანაკლისი“ 312500

შესყიდვების გაანგარიშება 111302/1,18+524001 618324,7288

შემოწმების მასალებისა და გადაანგარიშების დასკვნის მონაცემების მიხედვით, როგორც ცხრილიდან ჩანს, დგინდება, რომ „დანაკლისის“ თანხის გათვალისწინებით დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან (730 816, 54 ლარი) მიიღება ფასნამატი 25%. შემოწმების აქტით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლიდან (1 024 354 ლარი) მიიღებოდა ფასნამატი 77% (მაშინ, როდესაც აქტში ფასნამატი განსაზღვრული იყო 31%-ით). გადაანგარიშების დასკვნით ფასნამატი დადგინდა 29%- ის ოდენობით. უკუგაანგარიშებით (ფასნამატის მიხედვით ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრით) მიიღება ერთობლივი შემოსავალი 745 896,42 ლარი. ამ შემოსავალში შედის 29% ფასნამატით რეალიზაციამდე აყვანილი „დანაკლისის“ თანხა. შესაბამისად, სწორედ მოცემული შემოსავლის მიხედვით უნდა მოხდეს 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება და შესაბამის პერიოდში დღგ-ის ბრუნვების განაწილება და დღგ-ით დაბეგვრა.

გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წ. №007-112 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და 4.06.2024 წ. №13167 ბრძანება და ამავე დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლის/დასაბეგრი ბრუნვების განმეორებით დაბეგვრის საკითხის შესწავლა და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის და შესაბამისი საგადასახადო სანქციების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საბჭოს 30.11.2023 წლის №20618/2/2023 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტის წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს, საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებისას გამოყენებული საშუალო შეწონილი ფასნამატის დაზუსტების და მომჩივნის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული ბრუნვის/დასაბეგრი შემოსავლის განმეორებით დაბეგვრის საკითხები.

საბჭოს 30.11.2023 წლის №20618/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგადაც საქონლის საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 29%. შედეგად, შემცირდა დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი საერთო თანხით 38 593 ლარი, მათ შორის 2019 წლის შემოსავალი გაიზარდა 219 135 ლარით, 2020 წლის შემცირდა 10 920 ლარით და 2021 წლის შემცირდა 246 808 ლარით.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით, მის მიერ მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №007-112 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის შესწავლა მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №20618/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ტანსაცმლის იმპორტს და მის საცალო და საბითუმო რეალიზაციას თბილისში, იჯარით აღებულ ფართში. საგადასახადო შემოწმების მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ №15321 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდი გაიზარდა 1.07.2022 წლამდე და გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვილი იქნა შემოწმებისათვის წარმოედგინა შესაბამისი პერიოდის საბანკო ანგარიშების ამონაწერები მომსახურე ბანკებიდან. საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვინაიდან მიიჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებისას გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილობრივ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემები. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი 31,19%-ის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემმოწმებლების მიერ განხორციელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელება. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში და სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ასევე დაეკისრა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით (31,19%) და სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა დღგ საგადასახადო კოდექსის 169-ე (2021 წლამდე მოქმედი რედაქცია) და საგადასახადო კოდექსის 166-ე (2021 წლიდან მოქმედი რედაქცია) მუხლების თანახმად. მომჩივანს დაკისრა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-346 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №19025 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №20618/2/2023 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტის წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს, საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებისას გამოყენებული საშუალო შეწონილი ფასნამატის დაზუსტების და მომჩივნის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული ბრუნვის/დასაბეგრი შემოსავლის განმეორებით დაბეგვრის საკითხები.

საბჭოს №20618/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგადაც საქონლის საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 29%. შედეგად, შემცირდა დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი საერთო თანხით 38 593 ლარი, მათ შორის 2019 წლის შემოსავალი გაიზარდა 219 135 ლარით, 2020 წლის შემცირდა 10 920 ლარით, 2021 წლის შემცირდა 246 808 ლარით, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირება 7 719 ლარით. დარიცხული დღგ შემცირდა 9 360 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №007-112 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით, მის მიერ მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5 „ა“) ; 159(1 „ა“);