გადაწყვეტილება №21561/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.02.2024
№ დოკუმენტი 21561/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21561/2/2023

01 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 11.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21561/2/2023).

 

დავის საგანი:

დასაქმებულის დაქირავებულ პირთა რეესტრში აუსახველობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №CB1535802 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27848 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 200 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, მომჩივანს ერთი პირი არ ჰყავდა შეყვანილი დაქირავებულ პირთა რეესტრში, რაზეც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №CB1535802 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.11.2023 წლის №27848 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს, რომ შპს „------------“ არის სასტუმრო, რომელსაც აქვს 24 საათიანი მუშაობის გრაფიკი. ყველა დასაქმებულ თანამშრომელს მიღებისთანავე, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე აღრიცხავს დაქირავებულ პირთა რეესტრში. შრომითი ხელშეკრულება ორმხრივ ვალდებულებებს წარმოშობს მხარეთათვის. კერძოდ, თუ დასაქმებული ვადაზე ადრე წყვეტს ხელშეკრულებას, ეკისრება საჯარიმო სანქცია, ამიტომ, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ფორმდება სტაჟირების გავლის შემდგომ, სტაჟირება არის 24 საათიანი და ამ პერიოდში, სტაჟიორი იღებს გადაწყვეტილებას, შეძლებს თუ არა 24 საათიანი გრაფიკით მუშაობას. თუ სტაჟიორისთვის მიუღებელი აღმოჩნდება სამუშაო გრაფიკი, ცხადია, არ მიიღება თანამშრომლად.

მოქალაქე --------- ოქმის შედგენის დროს, არ იყო კომპანიის თანამშრომელი, იგი იყო სტაჟიორი. სტაჟირების წესის შესახებ, ოქმის შედგენისას მისცა განმარტება, მზად იყო წარედგინა სტაჟიორის ხელშეკრულებაც, თუმცა ოქმის შემდგენმა პირებმა საჭიროდ არ ჩათვალეს.

მომჩივანი ითხოვს მიღებულ და არსებითად განხილულ იქნას მისი საჩივარი და გაუქმდეს შემოსავლების სამსახური 13.11.2023 წლის №27848 ბრძანება და 17.10.2023 წლის №CB 1535802 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 3719 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

ამგვარად, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულება შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მართებულად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, პირი შემოწმდა 17.10.2023 წელს რა დროსაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ვერ მოხერხდა სტაჟირების ხელშეკრულების წარდგენა შემმოწმებელთათვის. მოგვიანებით შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე მომჩივანმა წარადგინა --------- (პ/ნ---------) დადებული სტაჟირების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო 14.10.2023 წელს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახდელის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27848 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს საგადასახადო მონტორინგის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №CB1535802 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება;

5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დასაქმებულის დაქირავებულ პირთა რეესტრში აუსახველობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

პირი შემოწმდა 17.10.2023 წელს რა დროსაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ვერ მოხერხდა სტაჟირების ხელშეკრულების წარდგენა შემმოწმებელთათვის. მოგვიანებით შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე მომჩივანმა წარადგინა ფიზიკურ პირთან დადებული სტაჟირების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო 14.10.2023 წელს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახდელის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;12(1,3);2885,270(7)

 

სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 3719 მუხლის მე-5 პუნქტი.