გადაწყვეტილება №24103/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 20.11.2024
№ დოკუმენტი 24103/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24103/2/2024

20 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 12.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24103/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 16.08.2024 წლის №011-242 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. მომსახურების დეპარტამენტის 30.08.2024 წლის №011-242/1 ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 12.09.2024 წლის №20234 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 27 251,73 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანს, 1.10.2023 წლიდან 1.08.2024 წლამდე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომსახურების დეპარტამენტის 16.08.2024 წლის №011-242 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 24 190,45 ლარის ოდენობით.

ამასთან, მომჩივანს 2024 წლის იანვარი - ივნისის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციების და ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის გამო, 30.08.2024 წლის №000-309 საგადასახადო მოთხოვნით (№011-242/1 ბრძანება) დამატებით დაეკისრა ჯარიმა 3 061,28 ლარი (ჯარიმა თანხით 27 251,73 ლარი ნაცვლად 24 190,45 ლარისა).

სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მომსახურების დეპარტამენტის ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 12.09.2024 წლის №20234 ბრძანებით დაავალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021

ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით და ბრძანებით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 12.09.2024 წლის №20234 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილევლი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №99255-21-04 წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 13.09.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 3.10.2024 წელი (ხუთშაბათი), ხოლო საჩივარი სადავო აქტების გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარდგენილია 12.10.2024 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა.

მომჩივანთან 2024 წლის 24 ოქტომბერს და 4 ნოემბერს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც ეთხოვა გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით წარმოედგინა შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულები, თუმცა მომჩივანს აღნიშნულის თაობაზე არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს, 1.10.2023 წლიდან 1.08.2024 წლამდე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომსახურების დეპარტამენტის 16.08.2024 წლის №011-242 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.

მომჩივანთან 2024 წლის 24 ოქტომბერს და 4 ნოემბერს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც ეთხოვა გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით წარმოედგინა შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულები, თუმცა მომჩივანს აღნიშნულის თაობაზე არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება.

 

გადაწყვეტილება

დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301(ე);