ბრძანება N 18256
📄 სრული ტექსტი
N 18256
27 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------” (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 28 და 29 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 7 ივლისის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „----------” (ს/ნ ----------) №110729/21 და №111410/21 საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №53 შემოწმების აქტისა (2023 წლის 30 ივნისის №15462 ბრძანება) და მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №004003 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 19 ივნისის №13782 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლი), „ნ“, „პ“, „უ“, „უ1“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე შედგა მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №53 შემოწმების აქტი, რომელშიც მომსახურების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული იქნა, რომ ნებართვის მფლობელის მიერ ორგანიზებულ ობიექტზე პირის აზარტული თამაშობის მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა ხორციელდებოდა პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის გარეშე. ასევე, აღნიშნულ ობიექტზე სათამაშოდ დაშვებული იქნა დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირი „----------“, რომელიც 2022 წლის 28 მარტიდან ირიცხება დამოკიდებულ პირთა სიაში.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარით. ზემოაღნიშნულთან ერთად, ვინაიდან ნებართვის მფლობელის მიერ მოხდა დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირის - მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) აზარტული თამაშობის მოწყობის ადგილზე თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართ 2023 წლის 19 ივნისს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №004003.
გადამხდელი განმარტავს, რომ „----------“ (პ/ნ ----------), ვიდეომასალის მიხედვით, სწრაფი ნაბიჯით შედის, ფაქტობრივად შეიჭრება ობიექტის რეცეფციაში, გაუჩერებლად გაივლის მას და შედის სათამაშო აპარატების სალონში. ამ გარემოების გამო მისი შესვლა შეუმჩნეველი რჩება რეცეფციაში მჯდომი თანამშრომლისათვის, რომელიც ამ დროს სხვა მომხამარებელს ესაუბრება და ახდენს მის გადამოწმებას. ეს უკანასკნელი, იქცევდა რა რეცეფციის თანამშრომლის ყურადღებას, ამასთან სრულად ფარავდა მისი ხედვის არეს, რის გამოც შეუმჩნევლად მოახერხა „----------“ (პ/ნ ----------) დარბაზში შეღწევა.
გადამხდელი მიიჩნევს, რომ „----------“ (პ/ნ ----------) სათამაშო დარბაზში შესვლის მანერა, გადაადგილების სიჩქარე და ინტენსივობა ნათელყოფს მის განზარახვას, შეაღწიოს ისე რომ თავი აარიდოს შემოწმებას. რაც აშკარა პროვოკაციას ჰგავს მისი მხრიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ მოქალაქე „----------“ (პ/ნ ----------) 2023 წლის 8 ივნისის განცხადების (მამხილებელი შეტყობინება) საფუძველზე გამოცემული „სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ“ მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13782 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №---------- ნებართვის მფლობელის - შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ (მის.: ----------), „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლი), „ნ“, „პ“, „უ“, „უ1 “ და „ქ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.
სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 19 ივნისს შედგა შემოწმების აქტი №53. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის აზარტული თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა ხორციელდებოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის გარეშე. ასევე შპს „----------“ (ს/ნ ----------) მის მიერ, №---------- ნებართვით ორგანიზებულ სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაუშვა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამაშზე დამოკიდებული პირი - მოქალაქე „----------“ (პ/ნ ----------), რომელიც გადასახადების ადმინისტრირების სისტემის „დამოკიდებულ/აკრძალულ პირთა სია“ პროგრამულ მოდულზე დაყრდნობით, პირადი განცხადების საფუძველზე, 2022 წლის 28 მარტიდან შეყვანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ (პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა უზრუნველყოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში) და „უ1 “ (აზარტული თამაშობების მოწყობის ადგილზე სათამაშოდ არ დაუშვას დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირები) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №15462 ბრძანების საფუძველზე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით.
ზემოაღნიშნულთან ერთად, ვინაიდან ნებართვის მფლობელის მიერ მოხდა დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირის - მოქალაქე „----------“ (პ/ნ ----------) აზარტული თამაშობის მოწყობის ადგილზე თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართ 2023 წლის 19 ივნისს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №004003 და გადამხდელს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი 20 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №53 შემოწმების აქტთან (2023 წლის 30 ივნისის №15462 ბრძანება) დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით:
ბ2) დამოკიდებულ პირთა სია − აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება.
ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემოსავლების სამსახური. ამ მუხლის 11 პუნქტის (აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება) მიზნებისთვის შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:
უ1 ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს – 1 000 ლარს
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №53 შემოწმების აქტი (2023 წლის 30 ივნისის №15462 ბრძანება) მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №004003 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება განმეორებით − გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „----------” (ს/ნ ----------) მიერ დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ივნისის №53 შემოწმების აქტის (2023 წლის 30 ივნისის №15462 ბრძანება) ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო 2023 წლის 19 ივნისის №004003 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ მოქალაქე 2023 წლის 8 ივნისის განცხადების (მამხილებელი შეტყობინება) საფუძველზე გამოცემული „სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ“ მომსახურების დეპარტამენტის ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის - მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლი), „ნ“, „პ“, „უ“, „უ1 “ და „ქ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 19 ივნისს შედგა შემოწმების აქტი №53. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის აზარტული თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა ხორციელდებოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის გარეშე. ასევე შპს მომჩივანმა მის მიერ, ნებართვით ორგანიზებულ სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაუშვა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამაშზე დამოკიდებული პირი, რომელიც გადასახადების ადმინისტრირების სისტემის „დამოკიდებულ/აკრძალულ პირთა სია“ პროგრამულ მოდულზე დაყრდნობით, პირადი განცხადების საფუძველზე, 2022 წლის 28 მარტიდან შეყვანილია დამოკიდებულ პირთა სიაში
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანის მიერ დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის შემდეგ ნორმებს: 371(ე), 29(უ1)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი: 1765