გადაწყვეტილება №24797/2/2025
📄 სრული ტექსტი
№24797/2/2025
26 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 19.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24797/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21096 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის №259-17 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.01.2025 წლის №528 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 26 811,99 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 13 667
დღგ - 2 268
საშემოსავლო გადასახადი - 11 065
ქონების გადასახადი - 334
ჯარიმა - 6 555
საურავი - 6 589,99
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №259-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21825 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დირექტორისგან აღებულ სესხთან, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21825 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად გამოირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდში (2019 წელს), კომპანიის მაშინდელ დირექტორს და დამფუძნებელს "---------"-ს (პ/ნ "---------"), განხორციელებული აქვს ფულადი შენატანები (მიმდინარე პერიოდში კაპიტალის გაზრდა/შემცირება არ იკვეთებოდა). რაც შეეხება დამატებით განსაზღვრულ რამდენიმე რეისს, აღნიშნული კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან დაფიქსირებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული საზღვრის კვეთის თარიღები (2020 წლის იანვარი-თებერვალი) წინ უსწრებს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღს (2020 წლის აპრილი). ხოლო, 2020 წლის აპრილში და შემდგომ პერიოდში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით განხორციელებული კვეთები არ იქნა მიჩნეული შპს „--------“-ის მიერ განხორციელებულ რეისად. საბოლოოდ, დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ხელფასად დაბეგრილი ფულის ნაშთის კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №259-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3613 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.06.2024 წლის №22758/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3613 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 27.06.2024 წლის №22758/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 26.09.2024 წლის №21096 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21096 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია, რომ სატვირთო გადაზიდვების განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად, დამფუძნებელმა განახორციელა კაპიტალში შენატანები, 2019 წელს 90 500 და 2020 წელს 69 000 ლარის ოდენობით (შესაბამისი საბანკო ამონაწერებით და სალაროს შემოსავლის ორდერებით). ამასთან დასტურდება, რომ საწარმოს აღნიშნული შენატანი ესაჭიროებოდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენის და სხვა გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გასაწევად. 2020 წლის გადაზიდვებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების ნაწილში, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულებები, ორმხრივად დამოწმებული ახსნაგანმარტებებით, რომ 2020 წლის მთელი პერიოდის მანძილზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები გაქირავებული იყო, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გაანგარიშებული დამატებითი შემოსავლები დაექვემდებარა შემცირებას, ამავდროულად იჯარიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 3 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში შპს „--------“-ის საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა ჯამურად 16 859 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.12.2024 წლის №259-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.01.2025 წლის №528 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა შესაბამისი საბანკო ამონაწერები და სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლითაც დადასტურდა, რომ სატვირთო გადაზიდვების განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად, დამფუძნებელმა საწარმოს კაპიტალში შეიტანა თანხები. ასევე, დადასტურდა, რომ კომპანიას აღნიშნული შენატანები ესაჭიროებოდა სხვა გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გასაწევად. 2020 წლის გადაზიდვებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების ნაწილში, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა იჯარის ხელშეკრულებები და ორმხრივად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, რითაც დადასტურდა, რომ 2020 წლის მთელი პერიოდის მანძილზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები გაქირავებული იყო, შესაბამისად გაანგარიშებული დამატებითი შემოსავლები დაექვემდებარა შემცირებას და გაიზარდა იჯარიდან მიღებული შემოსავალი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს „--------“ (ს/ნ „--------“) შეიქმნა 1.03.2019 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების გაწევა. საწარმოს საკუთრებაში გააჩნია სატრანსპორტო საშუალებები, რომლის მეშვეობითაც ახდენს ტვირთების გადაზიდვის მომსახურებას.
მისი მომსახურებით სარგებლობენ ძირითადად ადგილობრივი კომპანიები, თუმცა არსებობენ არარეზიდენტი დამკვეთებიც. 9.02.2023 წელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ №2389 ბრძანებით დაინიშნა საგადასახადო შემოწმება, რამაც მოიცვა 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე შესამოწმებელი პერიოდი. შემოწმების დასრულების შემდეგ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 10.04.2023 წელს გამოიცა №7765 ბრძანება გადასახადების დარიცხვის შესახებ და №259-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც ჩაბარდა 18.04.2023 წელს სულ დამატებით დაერიცხა 75 593.49 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 42 466 ლარი, ჯარიმა 21 072 ლარი და საურავი 12 055,49 ლარი.
აღნიშნულ დარიცხვას არ დაეთანხმა და წარადგინა არგუმენტირებული და დოკუმენტურად გამყარებული პოზიცია შემოსავლების სამსახურში 17.05.2023 წელს (საქმის ნომერი 57102), რომლის 6.09.2023 წლის №21825 გადაწყვეტილებით მოხდა დასმული საკითხების დაკმაყოფილება, გაიზიარა მომჩივნის პოზიცია და დასმულ საკითხებზე დაავალა აუდიტის დეპარტამენტს: სადავო საკითხთან დაკავშირებით, დირექტორისგან აღებულ სესხთან, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). 12.12.2023 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების მიზნით, დასკვნით დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი საკითხი ნაწილობრივ - „ფულადი ნაშთის დირექტორზე ხელფასად დაბეგვრა“.
19 დეკემბერს გამოიცა №31927 ბრძანება და №259-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რითაც საწარმოს ერიცხება 45 023,13 ლარი (ძირითადი - 24 834, ჯარიმა - 12 247, საურავი - 7 942,13).
აღნიშნული გადაწყვეტილებით საწარმოს შეუმცირდა 34 570,36 ლარი. მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და გაასაჩივრა 22.01.2024 წელს (საქმის ნომერი №86951/1/2024). შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 20 თებერვალს (ოქმი №17) განიხილა №86951/1/2024 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №259-39 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. სხდომაზე დასწრებისათვის მომჩივანს არ დაკავშირებიან, განიხილეს საჩივარი მომჩივნის გარეშე და შედეგად შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №3613 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნები და უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №3613 გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, სადაც დაკმაყოფილდა საჩივარი და გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3613 ბრძანება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დასმული საკითხები და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხთან დაკავშირებით, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შედეგად 2024 წლის 19 ნოემბერს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გადასახადების გადაანგარიშების მიზნით, რითაც კვლავ საკითხები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სრულყოფილად არ დააკმაყოფილა აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის დავალება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, უნდა შეემცირებინა სრულად დამატებით დარიცხული 40 404 ლარი და შესაბამისი სანქცია. 17 დეკემბერს გამოიცა №26485 ბრძანება და №259-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რითაც საწარმოს ერიცხება 26 811,99 ლარი, მათ შორის: ძირითადი - 13 667 ლარი, ჯარიმა - 6 555 ლარი, საურავი - 6 589,99 ლარი.
მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და გაასაჩივრა 16.01.2025 წელს (საქმის ნომერი №93703/1/2025). შემოსავლების სამსახურმა 2025 წლის 21 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა №93703/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 დეკემბრის №259-17 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. სხდომაზე დასწრებისათვის არ დაუკავშირდნენ, განიხილეს საჩივარი მისი მონაწილეობის გარეშე და არ მიეცა საშუალება, როგორც აუდიტის დეპარტამენტის გადაანგარიშების დროს, ასევე შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას სხდომაზე გამოეთქვა მისი პოზიცია და დაერწმუნებინა, რომ გადაანგარიშებისას არ იყო სრულყოფილად გათვალისწინებული მომჩივნის წარდგენილი დოკუმენტაცია და გაზიარებული შემოსავლების დავების საბჭოს მიერ გადაწყვეტილებით დავალებული საკითხები, რითაც უმცირდებოდა გადასახადები.
შედეგად შემოსავლების სამსახურმა 2025 წლის 23 იანვრის №528 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მოთხოვნები და უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მიღებულ გადაწყვეტილებას და დარიცხვას არ ეთანხმება, რადგან საჩივარს ახლდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რითაც ირკვეოდა და დასტურდებოდა საჩივრით დასმული მოთხოვნის - საშემოსავლო გადასახადის სრულად დასაკმაყოფილებლად. შემოსავლების სამსახურმა დაავალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა და სათანადო საფუძვლების შემთხვევაში შეემცირებინა დარიცხვა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის ყოველმხრივ სათანადოდ შესწავლილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რადგან არ დაკმაყოფილდა დასკვნით ისეთი საკითხები, რაც აშკარად მეტყველებს საწარმოს სასარგებლოდ, რაზეც წარმოდგენს კიდევ ერთხელ არგუმენტაცია/პოზიციას განსახილველად.
ფულადი ნაშთის დირექტორზე ხელფასად დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, როგორც შემოწმების პოზიციაშია აღნიშნული მათი მიზანი იყო შეესწავლათ ფულადი სახსრების მოძრაობა და გამოვლენილი ფულადი ნაშთი ჩაეთვალა ხელმძღვანელ პირზე გაცემულ ხელფასად (ნეტო, საშემოსავლოს გარეშე), რისთვისაც შემოწმებამ შექნა ცხრილები შესამოწმებელი საანგარიშო წლების მიხედვით 2020, 2021, 2022 წლებისათვის, რასაც დაეყრდნო საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხვისას. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ საკითხში ეს დასაყრდენი ცხრილებია, სადაც შემოწმების მიერ ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული არ არის თანხების დაბრუნება დამფუძნებელზე, რომელი თანხებითაც საწარმომ შეიძინა სატრანსპორტო საშუალებები, სულ 2019 და 2020 წლებში შეძენილია 233 143 ლარის 9 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. შემოწმებამ დავების საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს საკითხი გაიზიარა და 137 920 ლარი ჩათვალა კაპიტალის დაბრუნებად, რამაც ნაწილობრივ შეამცირა დარიცხული გადასახადი. თანხები რომელიც შემოწმებამ დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად ჩათვალა და დაარიცხა დამატებით საშემოსავლო გადასახადი, იყო არა ხელფასი ან მოგების გატანა, არამედ დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში შემოტანილი თანხის დაბრუნება. შესაბამისად 161 672 ლარი (2022; 2021; 2022 წ. პერიოდზე), არ უნდა ჩაითვალოს ხელფასად, რადგან სრულყოფილი არგუმენტაცია არსებობს, როგორც დოკუმენტური ასევე გარემოებების სახით, რითაც 159 500 სრულად უნდა გაეთვალისწინებინა შემოწმებას კაპიტალის შემცირებად. როგორც საბანკო ანგარიშზე შემოტანილი კაპიტალი იქნა გათვალისწინებული, ასევე სალაროში შემოტანილი კაპიტალიც უნდა დაუბრუნდეს დამფუძნებელს დაბეგვრის გარეშე. საჭირო ყველა დოკუმენტაცია, ასევე საჩივარში ნახსენები დოკუმენტები, მათ შორის გაანალიზებული ფაილები მიწოდებულია აუდიტის დეპარტამენტისთვის (დანართები №7;8;10;11;).
დამატებითი შემოსავლების საკითხთან დაკავშირებით შემოწმებას წარუდგინა იჯარის ხელშეკრულებები, რითაც ირკვევა, რომ მისაბმელები მარკით: „--------“,„--------“, სახელმწიფო ნომერი: „--------“, „--------“გაქირავებულია 2020 წლის 3 იანვრიდან. შემოწმებამ იჯარის ხელშეკრულება დამატებით შემოსავლების დათვლისას გაითვალისწინა იჯარის ხელშეკრულების არსებობა, ხოლო გარკვეულ პერიოდზე არა, მიუხედავათ იმისა რომ მისაბმელები გაქირავებული იყო და კომპანია არ იყენებდა გადაზიდვებში. აღნიშნული მისაბმელები 2020 წლის განმავლობაში გასხვისებული იქნა. აღნიშნული საკითხში მომჩივნის პოზიციის გასამყარებლად წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების დამატებებს სპეციალურად შედგენილს თარიღის დაზუსტების მიზნით. ყველა საჭირო დოკუმენტაცია, ასევე საჩივარში ნახსენები დოკუმენტები, მათ შორის გაანალიზებული ფაილები მიწოდებულია აუდიტის დეპარტამენტისთვის (დანართები №9).
განხილული უნდა იქნას არგუმენტირებული პოზიცია/წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დაევალოს შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს საწარმოდან გატანილი ფულადი სახსრები 159 500 ლარი ჩათვალოს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შემონატანი თანხების დაბრუნებად. შესაბამისად, სრულად უნდა გაუქმდეს ფულადი ნაშთების (2020, 2021, 2022 წლებში) გაცემულ ხელფასად განხილვის გამო დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, ასევე ამასთან დაკავშირებული ჯარიმა და შესაბამისი საურავი.
გათვალისწინებული უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულებებში მითითებული იჯარის დაწყების თარიღი 2020 წლის 3 იანვრიდან და დაევალოს შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს 2020 წელს დამატებით შემოსავლებად აღიარებული 29 635 ლარი წარმოდგენილი გადაზიდვების მიმართ. შესაბამისად, სრულად შემცირდეს საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხული გადასახადი და სანქცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21096 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია, რომ სატვირთო გადაზიდვების განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად, დამფუძნებელმა განახორციელა კაპიტალში შენატანები, 2019 წელს 90 500 და 2020 წელს 69 000 ლარის ოდენობით (შესაბამისი საბანკო ამონაწერებით და სალაროს შემოსავლის ორდერებით). ამასთან დასტურდება, რომ საწარმოს აღნიშნული შენატანი ესაჭიროებოდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენის და სხვა გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გასაწევად. 2020 წლის გადაზიდვებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების ნაწილში, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულებები, ორმხრივად დამოწმებული ახსნა-განმარტებებით, რომ 2020 წლის მთელი პერიოდის მანძილზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები გაქირავებული იყო, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გაანგარიშებული დამატებითი შემოსავლები დაექვემდებარა შემცირებას, ამავდროულად იჯარიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 3 000 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2025 წლის № „--------“ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია, რომ სატვირთო გადაზიდვების განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად, დამფუძნებელმა განახორციელა კაპიტალში შენატანები, 2019 წელს 90 500 და 2020 წელს 69 000 ლარის ოდენობით (შესაბამისი საბანკო ამონაწერებით და სალაროს შემოსავლის ორდერებით). ამასთან დასტურდება, რომ საწარმოს აღნიშნული შენატანი ესაჭიროებოდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენის და სხვა გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გასაწევად. შესამოწმებელ პერიოდამდე კაპიტალში შეტანილი 90 500 ლარიდან, თავდაპირველად 70 000 ლარის თანხის შეტანის დადასტურება მოხდა გადამხდელის მხრიდან, დანარჩენი თანხის შეტანაზე მისი განმარტებით, არსებობდა სალაროს ორდერები, თუმცა მათი წარმოდგენა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, წინა გადაანგარიშების ფარგლებში გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ 70 537 ლარის ოდენობის კაპიტალის შემცირება. მიმდინარე ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სრულად დოკუმენტები კაპიტალის შეტანასთან დაკავშირებით და განხორციელდა დარჩენილი თანხის (90 500-70 537=19 990 ლარი) გათვალისწინებაც, როგორც კაპიტალის შემცირება. რაც შეეხება, მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ შენატანს (69 000 ლარის ოდენობით), აღნიშნული გათვალისწინებულ იქნა როგორც შემოსავალში, ასევე ხარჯში (კაპიტალის შემცირების ნაწილში). 2020 წლის გადაზიდვებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების ნაწილში, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულებები, ორმხრივად დამოწმებული ახსნა-განმარტებებით, რომ 2020 წლის მთელი პერიოდის მანძილზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები გაქირავებული იყო, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გაანგარიშებული დამატებითი შემოსავლები დაექვემდებარა შემცირებას დაახლოებით 30 000 ლარის ოდენობით, ამავდროულად იჯარიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 3 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა ჯამურად 16 859 ლარის ოდენობით. საწარმომ მიმდინარე გადაანგარიშების ფარგლებში, დამატებით წარმოადგინა 2020 წლის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების (MERCEDES-BENZ, VIN: „--------“) შესყიდვასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია, რაზეც დოკუმენტური შესყიდვის საბუთი შემოწმებას არ მოეპოვებოდა, ვერ დგინდებოდა ვისგან და რა ღირებულებით მოხდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა. აღნიშნული ვერ იქნა შემოწმების მხრიდან გათვალისწინებული საბოლოო გადაანგარიშების ფარგლებში, რადგან საჩივარში გადამხდელი აქცენტს აკეთებს სხვა საკითხებზე (კაპიტალში თანხების შეტანის და დამატებითი რეისებიდან მიღებული შემოსავლების საკითხები).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
ამასთან, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21096 ბრძანების აღსრულების ეტაპზე შესწავლას საჭიროებს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების (MERCEDES-BENZ, VIN: „--------“) შესყიდვასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნულ ნაწილში შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.01.2025 წლის №528 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების (MERCEDES-BENZ, VIN: „--------“) შესყიდვასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ სრულად შემცირდეს საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხული გადასახადი და სანქცია.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების გაწევა.აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დირექტორისგან აღებულ სესხთან, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით,გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21825 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად გამოირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდში,კომპანიის მაშინდელ დირექტორს და დამფუძნებელს განხორციელებული აქვს ფულადი შენატანები.
რაც შეეხება დამატებით განსაზღვრულ რამდენიმე რეისს, აღნიშნული კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან დაფიქსირებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ განხორციელებული საზღვრის კვეთის თარიღები წინ უსწრებს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღს.ხოლო, 2020 წლის აპრილში და შემდგომ პერიოდში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით განხორციელებული კვეთები არ იქნა მიჩნეული მომჩივანის მიერ განხორციელებულ რეისად. საბოლოოდ, დამატებით მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ხელფასად დაბეგრილი ფულის ნაშთის კორექტირება . აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3613 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.06.2024 წლის №22758/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3613 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 27.06.2024 წლის №22758/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 26.09.2024 წლის №21096 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21096 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით,გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია, რომ სატვირთო გადაზიდვების განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად, დამფუძნებელმა განახორციელა კაპიტალში შენატანები.ამასთან დასტურდება, რომ საწარმოს აღნიშნული შენატანი ესაჭიროებოდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენის და სხვა გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გასაწევად. 2020 წლის გადაზიდვებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების ნაწილში, გადამხდელმა წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულებები, ორმხრივად დამოწმებული ახსნაგანმარტებებით, რომ 2020 წლის მთელი პერიოდის მანძილზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები გაქირავებული იყო, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გაანგარიშებული დამატებითი შემოსავლები დაექვემდებარა შემცირებას, ამავდროულად იჯარიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 3 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში მომჩივანის საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა ჯამურად.აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21096 ბრძანების აღსრულების ეტაპზე შესწავლას საჭიროებს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების შესყიდვასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნულ ნაწილში შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154,161(1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით).