ბრძანება N 19584
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19584
30 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -------------ს (ს/ნ -----------------)
(ფაქტ. მის.: -------------------------;
იურ მის.: -----------------------------)
2024 წლის 7 აგვისტოს საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა ი/მ -------------ს (ს/ნ -----------------) №132035/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №028-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან, კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანებასა და 2022 წლის 30 მაისის №028-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება დარიცხული საურავის ოდენობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე მითითებით აცხადებს, რომ საურავი უნდა შეადგენდეს გადასახადის 54%-ს, ხოლო მის შემთხვევაში შეადგენს 72,5%-ს, რაც არამართებულია და უნდა გასწორდეს.
2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის დარღვევით, ვინაიდან, ბრძანებაში არ არის მითითებული კონკრეტული შესამოწმებელი საკითხი. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №028-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები: შემოსავლების სამსახურის 2024 წლის პირველი თებერვლის №1723 ბრძანებით ი/მ -------------ს (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. ი/მ -------------ს (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს შაქრის რეალიზაციაზე გავრცელებული ფასნამატის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის პირველი თებერვლის №1723 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 27 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 24 941 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 573 ლარი და ჯარიმა 8 368 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 9 ივლისის №028-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით შაქარზე გავრცელებული ფასნამატი დაექვემდებარა შემცირებას. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები (ნაწილობრივ) დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №028-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ მართლზომიერად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველი საჩივრით არ ყოფილა გასაჩივრებული და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
დარიცხულ საურავთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილების (ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან) შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21 . საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან“. ამასთა, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დაანგარიშება ხდება პროგრამულად, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით განსაზღვრული წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანებასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ი/მ -------------ა (ს/ნ -----------------) კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანებას გაეცო 2022 წლის 14 მარტს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 7 აგვისტოს.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანებას, საჩივარში წარმოდგენილი აქვს შესაბამისი არგუმენტები, თუმცა საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არგუმენტები წარმოდგენილი არ არის.
მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივარში მითითებული არგუმენტებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ -------------ს (ს/ნ -----------------) საჩივარი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის №028-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ი/მ --------------ს (ს/ნ -----------------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის №028-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 29 ივნისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25276 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ი/მ --------------ს (ს/ნ -----------------) 2024 წლის 7 აგვისტოს საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის №028-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ --------------ს (ს/ნ -----------------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №028-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ --------------ს (ს/ნ -----------------) საჩივარი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6298 ბრძანებასა და 2022 წლის 30 მაისის №028-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე მითითებით არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №6298 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №028-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები: შემოსავლების სამსახურის №1723 ბრძანებით მომჩივანის საჩივარი საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს შაქრის რეალიზაციაზე გავრცელებული ფასნამატის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 24 941 ლარი, აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №028-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ამასთან,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის №6298 ბრძანებას გაეცო 2022 წლის 14 მარტს.თუმცა შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოადგინა გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 7 აგვისტოს.აღნიშნულ საჩივარში არ ეთანხმება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის №6298 ბრძანებას, საჩივარში წარმოდგენილი აქვს შესაბამისი არგუმენტები, თუმცა საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არგუმენტები წარმოდგენილი არ არის.
ხოლო,მომჩივანის მიერ მიერ აუდიტის დეპარტამენტის №028-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის №25276 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ №028-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ხოლო, საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის №6298 ბრძანებასა და №028-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი.რადგან სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272(21); 301( „ზ“);