ბრძანება N 11294
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11294
22.05.2023
შპს „--------" (ს/ნ „--------")
(ფაქტ.მის.: „--------" )
2023 წლის 13 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 მარტის და 2 მაისის სხდომებზე (ოქმები №20 და №47) განიხილა შპს „--------- - ის ’’ (ს/ნ „--------") №78015/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-632 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება სს ,,-------’’ მიერ ფიზიკური პირი „--------" გადახდილი წილის ნასყიდობის ღირებულების სს ,,------’’ მიერ შპს ,,-------’’ ვალდებულების დაფარვად/ავანსად გადაცემად განხილვას, კერძოდ, აღნიშნული თანხის შპს ,,-------’’ მიერ „--------"-თვის წმინდა მოგების ფარგლებში დივიდენდის განაწილებად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს, აგრეთვე ფინანსურ მოგებაზე მეტი ოდენობის თანხის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №30435 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------’’ (ს/ნ „--------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებას დაექვემდებარა შპს „ -------’’ (ს/ნ „--------" ) წილის რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 20 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 26 დეკემბრის №32874 ბრძანება და ამავე თარიღის №006-632 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 803 328 ლარი, მათ შორის:
გადასახადი 930 876 ლარი, ჯარიმა 465 438 ლარი, საურავი 407 014 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „--------"(ს/ნ „--------" ) დაფუძნებულია ფ/პ „--------"-ის (100% წილის მფლობელი) მიერ 2016 წლის 5 მაისს. ამასთანავე, „--------" წარმოადგენს სს ,,-------’’ (ს/ნ „--------") დასაქმებულ პირს (ხელფასის მიღება უფიქსირდება 2011 წლიდან 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით). შპს „--------"-ის (ს/ნ „--------" ) საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სპეც-ტექნიკის იჯარით გაცემა. ბუღალტრული პროგრამის და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ პირი ქონების იჯარით გაცემას ძირითად შემთხვევაში ახდენს სს ,,---- -ზე ’’. ასევე აღსანიშნავია, შპს „--------" ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთვის იყენებს სს ,,------ სგან ’’ ჩარიცხული ავანსის თანხას. 2019 წლის 24 დეკემბერსა და 2020 წლის 23 დეკემბერს ფ/პ „--------"-სა და სს ,,----- -ს ’’ შორის გაფორმდა შპს „--------"- ის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები (ორივე შემთხვევაში სს ,,----- -ს ’’ გადაეცა 20% წილი, ჯამში - 40%). წილის ღირებულების განსაზღვრისთვის მხარეებმა გამოიყენეს 2019 წლის 22 ოქტომბრის ბიზნეს შეფასების ანგარიში. განხორციელებული ოპერაციები არც ერთ პირს არ განუხილავს საგადასახადო ვალდებულების განმსაზღვრელ ობიექტად (აღსანიშნავია, ფ/პ „--------" - სთვის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში გასულია აქტივის ფლობის 2 წლიანი ვადა). პირებს შორის ხელშეკრულების გაფორმების ორივე მომენტში შპს „--------"-ს ჰქონდა გაუნაწილებელი მოგება (შესამოწმებელ პერიოდში მოგების განაწილება არ მოუხდენია) და ასევე მოთხოვნა სს ,,----- - ის ’’ მიმართ. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სამეურნეო ოპერაციას შეუცვალოს კვალიფიკაცია იმ შემთხვევაში, როდესაც სამეურნეო ოპერაციის მონაწილეთა ნების გამოვლენის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ სამეურნეო ოპერაციის შეფასებისას მხარეთა ნება განიმარტება ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ადგილი აქვს გადასახადებისაგან თავის არიდებას/დამალვას ან/და საგადასახადო შეღავათით არამართლზომიერ სარგებლობას. კვალიფიკაციის შეცვლის პირობებში, საგადასახადო ორგანო სამეურნეო ოპერაციას აფასებს მისი შინაარსის (მხარეთა ნების ან მიზნის) და არა გაცხადებული ფორმის მიხედვით, შესაბამისად, ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ეფუძნება სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში საეჭვო სამურნეო ოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგს. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების მიზანს წარმოადგენს არა მხარეთა მიერ ნების გამოვლენისთვის ან მისი ფორმისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, რაც შესაბამისი კანონმდებლობით განისაზღვრება და სცილდება საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას, არამედ ოპერაციის მხარეთა ნების ნამდვილი შინაარსის დადგენა, რათა უზრუნველყოფილი იყოს გადასახადებით დაბეგვრის ჰორიზონტალური სამართლიანობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, თანაბარ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი გადამხდელები უნდა იმყოფებოდნენ თანაბარ საგადასახადო პირობებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც განსახილველი ოპერაციის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ გამოხატავს იმ ნებას, რომელიც უშუალოდ მიმართული იქნებოდა არჩეული ოპერაციის ფორმის შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ, კერძოდ, წილის ნასყიდობის შედეგად შესაბამისი აქტივის გასხვისებისკენ, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, ფ/პ „--------"-სა და სს ,,------’’ შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნა მიღებული მხედველობაში. აღნიშნული ოპერაციის ერთადერთ რეალურ შედეგს წარმოადგენს შპს „--------" -ის მიერ გადასახადებისაგან გათავისუფლება, რაც ოპერაციის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, შესაბამის საწარმოს ჩააყენებს არათანასწორ საგადასახადო პირობებში იმ საწარმოებთან მიმართებით, რომლებიც კუთვნილ საგადასახადო ვალდებულებებს ასრულებენ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამრიგად, ფ/პ „--------" და სს ,,------’’ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად ვლინდება ურთიერთდამოკიდებულების ნიშნები. მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების რეალური მიზანი არა წილის შეძენა/რეალიზაციაა, არამედ გაუნაწილებელი მოგების გატანა საწარმოდან საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებებისგან თავის არიდების გზით. შემოწმებით, სს ,,---- -ის ’’ მიერ გადახდილი თანხა ჩაითვალა შპს „--------"-ის მიმართ ვალდებულების დაფარვად/ავანსად გადაცემად, ხოლო შპს „--------"-ის მიერ კი ფ/პ „--------"-თვის დივიდენდის განაწილებად წმინდა მოგების ფარგლებში, ხოლო ფინანსურ მოგებაზე მეტი ოდენობა ჩაითვალა ამავე ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;
დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;
ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;
ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;
ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;
თ) პირები ნათესავები არიან;
ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს სგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება მოხდა სრულიად უკანონოდ იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის სუბიექტს არ წარმოადგენდა შპს „--------" . მიუთითებს, რომ ხელშეკრულების მხარეები არიან ფიზიკური პირი „--------" და სს ,,-------’’, ხოლო წილის ღირებულება განსაზღვრულია დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზე, რომლის შეფასების ანგარიშიც ნასყიდობის ხელშეკრულებებთან ერთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, გარიგების ფასი შესაბამისობაშია საბაზრო პრინციპებთან, რაც შემოწმებას ეჭვქვეშ არ დაუყენებია. მიუთითებს, რომ აღნიშნულს მოწმობს ისიც, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ სს ,,----- -ის ’’ სამეურნეო ოპერაციების ანალიზის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ ოპერაციაზეც, კერძოდ, შესწავლილ იქნა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე განხორცილედა გასაუბრება შემფასებელ ექსპერტთან. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ოპერაციის შესწავლის ფარგლებში რაიმე შედეგი არ დამდგარა, ცალსახაა, რომ წილის სარეალიზაციო ფასის საბაზრო ფასთან შესაბამისობის ნაწილში კითხვები არ დარჩენილა. ასევე მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრმა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრულიად საკმარისად მიიჩნია იმისათვის, რომ მოეხდინა წილის რეგისტრაცია სს ,,---- -ის ’’ სახელზე. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახური გაცდა თავის უფლებამოსილებას, როდესაც გააუქმა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც სრულად გამოხატავდა მხარეთა ნებას. გადამხდელისთვის გაუგებარია რომელი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე შეუზღუდა შემოწმებამ „--------"-ს საკუთრებაში არსებული საწარმოს წილის რეალიზაციის უფლება. აცხადებს, რომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის საერთოდ არაფერს არ ცვლიდა სს ,,---- ზე ’’ მოხდებოდა წილის რეალიზაცია თუ ნებისმიერ სხვა კომპანიაზე, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული გარიგების ფასი განსაზღვრული იყო საბაზრო ფასით და გასული იყო აქტივის ფლობის 2 წლიანი ვადა. გადამხდელისთვის გაუგებარი ხდება შპს „--------"-ის წილის 40%-ის მესაკუთრის ვინაობა, ვინაიდან შემოწმების პოზიციით წილის რეალიზაცია საერთოდ არ მომხდარა და კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე კვლავ „--------" უნდა იყოს, ხოლო საჯარო რეესტრში აღნიშნული წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია სს ,,------’’. გაუგებარია ასევე, სს ,,------ -ის ’’ მიერ შპს „--------"-ის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის შემთხვევაში აღნიშნული თანხების კვალიფიკაციის საკითხი. მიუთითებს ასევე, რომ დაფუძნების დღიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე შპს „--------"-ის მიერ სს ,,------’’ გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება შეადგენს 13 183 392 ლარს დღგ-ის ჩათვლით, საიდანაც დღეის მდგომარეობით ანაზღაურებულია 11 201 052 ლარი. მხარეებს შორის დადებული გარიგების შედეგად 40% წილის ნასყიდობის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 3 860 000 ლარი, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სს ,,------ - ის ’’ დავალიანება შეადგენს 1 982 339 ლარს, რაც ცვალებადია კომპანიების საქმიანობიდან გამომდინარე.
შემოსავლების სამსახური, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საქმეში არსებულ მასალებს, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „--------"-ის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები შედგენილია ფიზიკურ პირ „--------"-სა და სს ,,------’’ შორის, ხოლო წილის ღირებულება განსაზღვრულია დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზე, რომლის შეფასების ანგარიშიც ნასყიდობის ხელლშეკრულებებთან ერთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. აღსანიშნავია ისიც, რომ „--------"-ის მიერ წილის რეალიზაციის დროს გასული იყო აქტივის ფლობის 2 წლიანი ვადა. ასევე, დაფუძნების დღიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე შპს „--------"-ის მიერ სს ,,-------’’ გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება შეადგენდა 13 183 392 ლარს დღგ-ის ჩათვლით, საიდანაც დღეის მდგომარეობით ანაზღაურებულია 11 201 052 ლარი. მხარეებს შორის დადებული გარიგების შედეგად 40% წილის ნასყიდობის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 3 860 000 ლარი, ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სს ,,------ ის ’’ დავალიანება შეადგენს 1 982 339 ლარს, რაც ცვალებადია კომპანიების საქმიანობიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სამეურნეო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, ასევე გარიგების მხარეების ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვა დაუსაბუთებელია. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სს ,,----- -ის ’’ მიერ ფიზიკური პირი „--------"-თვის გადახდილი წილის ნასყიდობის ღირებულების სს ,,----- - ის ’’ მიერ შპს ,,-------- ის ’’ ვალდებულების დაფარვად/ავანსად გადაცემად დაკვალიფიცირების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------"-ის (ს/ნ „--------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სს ,,------ -ის ’’ მიერ ფიზიკური პირი „--------" თვის გადახდილი წილის ნასყიდობის ღირებულების სს ,,--------’’ მიერ შპს ,,------- ’’ ვალდებულების დაფარვად/ავანსად გადაცემად დაკვალიფიცირების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ვალდებულების დაფარვად/ავანსად გადაცემად განხილვას, კერძოდ, აღნიშნული თანხის წმინდა მოგების ფარგლებში დივიდენდის განაწილებად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს, აგრეთვე ფინანსურ მოგებაზე მეტი ოდენობის თანხის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად ვლინდება ურთიერთდამოკიდებულების ნიშნები. მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების რეალური მიზანი არა წილის შეძენა/რეალიზაციაა, არამედ გაუნაწილებელი მოგების გატანა საწარმოდან საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებებისგან თავის არიდების გზით. შემოწმებით, გადახდილი თანხა ჩაითვალა შპს „--------"-ის მიმართ ვალდებულების დაფარვად/ავანსად გადაცემად, ხოლო შპს „--------"-ის მიერ კი ფ/პ „--------"-თვის დივიდენდის განაწილებად წმინდა მოგების ფარგლებში, ხოლო ფინანსურ მოგებაზე მეტი ოდენობა ჩაითვალა ამავე ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად.
საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
19(1,2),97(1),981,130.101.154.43(4)