ბრძანება N 17096
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17096
30 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ---ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 4 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 19 ივნისის №25273/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ ---ის (ს/ნ ---) 2025 წლის 4 აპრილის №CA00412504723836 (რეგ. №52209/21) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის №042-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ანაზღაურებული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ დასაქმებული იყო შპს „---ში" და იღებდა კუთვნილ ხელფასს. აცხადებს, რომ შპს „---ში“ 2020 წლის მარტის თვეშიც აგრძელებდა შრომით საქმიანობას და შესრულებული აქვს რეისები 2020 წლის მარტის თვის ჩათვლით, ხოლო 2020 წლის აპრილი-მაისის თვეებში არანაირი რეისი არ განუხორციელებია შპს „---ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით. მიუთითებს ---ს ბანკიდან წარმოდგენილ ცნობაზე და აცხადებს, რომ აღნიშნულით დასტურდება კუთვნილი ხელფასის მიღება 2020 წლის 1 აპრილს და 4 აპრილს. აღნიშნული ხელფასი არის სწორედ 2020 წლის მარტის თვის ხელფასი. გადამხდელი განმარტავს, რომ ვერ შეძლებდა სადავო პერიოდში რეისების შესრულებას, რადგან გადაიტანა მძიმე ოპერაცია გულზე (შუნტირება) და ფიზიკურად არ ჰქონდა შესაძლებლობა რაიმე სახის შრომითი საქმიანობა გაეწია მ.შ. მძიმე სპეც. ტექნიკის მართვით. გამორიცხავს შპს „---ს" მიერ მისთვის რაიმე თანხის გადახდას, რადგან არანაირი მომსახურება შპს „---თვის“ არ გაუწევია. აღნიშნული მომსახურება შპს „---ს“ გაუწია შპს „---იმ“. აცხადებს, რომ დავის წარმოების პროცესში ითხოვდა დამატებით მოეთხოვათ ინფორმაცია შპს „---იმ“ გაუწია თუ არა გადაზიდვის მომსახურება შპს „---ს“ 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, რაც ასევე არ იქნა გამოკვლეული. აღნიშნავს, რომ ოფიციალურად დადასტურებულია დამსაქმებელი კომპანიისგან, რომ --- სადავო პერიოდში არ მუშაობდა შპს „---ში“ და არც კომპანიის კუთვნილი ტრანსპორტის გამოყენების უფლება გააჩნდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11509 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ ---ის (ს/ნ ----) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ფ/პ ----ის (პ/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11509 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 19 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 24 მარტის №042-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 4 აპრილს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 მაისის №8577 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 მაისის №8577 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 19 ივნისის №25273/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 მაისის №8577 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11509 ბრძანების აღსრულების მიზნით, განმეორებით ჩატარდა ანალიტიკური პროცედურები, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, --- (ს/ნ ---) კვლავ მართავს შპს „---ს“ (ს/ნ ---) საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით ---), რაც დასტურდება სხვადასხვა გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში მძღოლის გრაფაში მისი პირადი ნომრის მითითებით. ამასთან, --- შპს „---ის“ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში 2020 წლის იანვრის თვის შემდგომ პერიოდებში აღარ ფიქსირდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ არ შეცვლილა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2023 წლის 29 ივნისის დასკვნის არგუმენტები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა შპს „---გან“ (ს/ნ ---) და შპს „---ან“(ს/ნ ---) ---თან (ს/ნ ---) დაკავშირებული სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მარტამდე პერიოდებში. კერძოდ: შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებები, მისთვის ანაზღაურებული თანხების (ნაღდი/უნაღდო) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გასავლის ორდერები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ასევე, ჰქონდა თუ არა ---ს (ს/ნ ---) შპს „---გან“ (ს/ნ ---) საკუთრებაში არსებული ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ---) გამოყენების უფლება და რა პირობებით. შპს „---ის“ წერილის საფუძველზე ირკვევა, რომ აღნიშნულ კომპანიაში --- 2018 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით და 2019 წლის 1 მაისიდან 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით პერიოდებში მუშაობდა სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე, მის მოვალეობას წარმოადგენდა ავტომანქანის მართვა და აქტივის გამართულობაზე ზრუნვა, მისი ხელფასი განისაზღვრებოდა გამომუშავებით (თვის განმავლობაში ნამუშევარი დღეების მიხედვით).
ასევე, საწარმოს მომხმარებლებთან რაიმე ტიპის ეკონომიკური გარიგების წარმართვა ან მომსახურების ანაზღაურების მიზნით საწამოს მფლობელობაში არსებული სატვირთო ავტომობილის გამოყენების უფლება მას არ ჰქონია. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც შპს „---ის“ ინფორმაციით გადასახადის გადამხდელი ფიქსირდება მის დაქირავებულად --- შპს „---ს“ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში ფიქსირდება მძღოლად, კერძოდ, 2020 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში შესრულებული აქვს 66 რეისი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება 2019 წლის დეკემბრის თვეში შპს „---გან“ ანაზღაურებული სატრანსპორტო მომსახურების თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ აღნიშნულ პერიოდში დასაქმებული იყო შპს „---ში“ და იღებდა კუთვნილ ხელფასს. ამასთან, დამსაქმებელი კომპანიის კუთვნილი ტრანსპორტის გამოყენების უფლება არ გააჩნდა და მას არ განუხორციელებია სატრანსპორტო მომსახურება შპს „---თვის“. აღნიშნული მომსახურება შპს „---ს“ გაუწია შპს „---იმ“.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 19 ივნისის №25273/2/2025 გადაწყვეტილებაზე, სადაც მითითებულია:
„შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8577 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ 2019 წლის დეკემბრის თვეში შპს „---გან“ არ მიუღია ანაზღაურება სატრანსპორტო მომსახურებისათვის; დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭო მიიჩნევს, სადავო ოპერაციის შესაფასებლად საკმარისი არ არის, შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8577 ბრძანებით განსაზღვრული დავალება. სათანადოდ არ არის გამოკვლეული და დამატებით შესწავლას მოითხოვს საკითხი, გაუწია თუ არა მომჩივანმა 2019 წლის დეკემბრის თვეში სატრანსპორტო მომსახურება შპს ---ს და ასევე გაუწია თუ არა იმავე პერიოდში იგივე მომსახურება შპს ---მა აღნიშნულ კომპანიას“.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, კერძოდ, გაუწია თუ არა მომჩივანმა 2019 წლის დეკემბრის თვეში სატრანსპორტო მომსახურება შპს „---ს“, ასევე გაუწია თუ არა იმავე პერიოდში იგივე მომსახურება შპს „---მა“ აღნიშნულ კომპანიას, აგრეთვე დასტურდება თუ არა მომჩივნისთვის შპს „---გან“ სატრანსპორტო მომსახურების ანაზღაურება და თუ შემოწმებით არ დადასტურდა მომსახურების გაწევის და თანხის მიღების ფაქტი, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ანაზღაურებული თანხების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, კერძოდ, გაუწია თუ არა მომჩივანმა 2019 წლის დეკემბრის თვეში სატრანსპორტო მომსახურება შპს „---ს“, ასევე გაუწია თუ არა იმავე პერიოდში იგივე მომსახურება შპს „----მა“ აღნიშნულ კომპანიას, აგრეთვე დასტურდება თუ არა მომჩივნისთვის შპს „----გან“ სატრანსპორტო მომსახურების ანაზღაურება და თუ შემოწმებით არ დადასტურდა მომსახურების გაწევის და თანხის მიღების ფაქტი, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ანაზღაურებული თანხების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ანაზღაურებული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება მომსახურების გაწევისთვის მიღებული შემოსავლების შედეგად წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მეწარმეს 2019 წლის დეკემბრის თვეში მიღებული აქვს სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან (მძღოლი) დაკავშირებით ანაზღაურებული თანხები 23 800 ლარის ოდენობით და თავის მხრივ არ აქვს დეკლარირებული და გადახდილი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავალი დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის №11509 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და თუ შემოწმებით არ დადასტურდა მომსახურების გაწევის და თანხის მიღების ფაქტი, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ანაზღაურებული თანხების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102 (1,ა)