საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/462-18-22

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2022
№ დოკუმენტი 3/462-18-22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/462-18-22

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ივნისი, 2022 წელი

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი ელისო ჟორჟოლიანი

მოსარჩელე- შპს ,,-------"

წარმომადგენელი - ი.ს

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - --

მოპასუხე - ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - --

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 დეკემბრის N022-22 საგადასახადო მოთხოვნა.

1 .2. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის N13169 ბრძანება მე-2 და მე-3 საკითხებთან მიმართებაში.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 ივნისის N1661/2/2016 წლის გადაწყვეტილება მე-2 და მე-3 დავის საგანთან მიმართებაში.

 

დავის არსი:

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,-------" წარმოადგენს ხე- ტყის მოპოვების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საწარმოს, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის #858 განკარგულების შესაბამისად მოპოვებული აქვს უფლება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 8635 ჰა ფართობი გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტერიტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ წაბლნარ კორომებში განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარული ჭრების ჩატარების გზით.

 

2015 წლის 13 მაისს კომპანიის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2014 წლის N022-22 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 23.04.2015 წლის N13169 ბრძანება, რომლის თანახმად კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენდა აღნიშნული აქტების ბათილად ცნობა. 2018 წლის 15 ივნისს შპს ,,-------" ჩაბარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 08.06.2018 წელს მიღებული N1661/2/2016 გადაწყვეტილება შპს ,,-------" საჩივრის მე-2 და მე-3 ნაწილში არ დაკმაყოფილების თაობაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

შემოსავლების სამსახური და დავების განხილვის საბჭო არ დაეთანხმა კომპანიის განმარტებებს და პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიძლებლოდა შეშა- ვარჯის მიწოდებად განხილვა და ასევე დღგ-თი დაბეგვრა. ასევე შემოსავლების სამსახური და დავების განხილვის საბჭო არ დაეთანხმა კომპანიის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ხე-ტყის მოჭრა კომპანიის მიერ განხორციელებული არ ყოფილა და შესაბამისად მოჭრილი ხე-ტყე კომპანიის რეალიზაციაში არასწორად და უკანონოდ იქნა ჩასმული.

 

შეშა-ვარჯის მიწოდებად ჩათვლა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშება.

 

კომპანიას 2009-2013 წლების განმავლობაში მოპოვებული აქვს 19 660 კუბ. მეტრი სამასალე და საშეშე მორი. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2014 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტში მითითებულია, რომ აღნიშნული მორების მოპოვების გარდა, ხის მოჭრის შედეგად რჩება შეშა-ვარჯი (საშეშე მასალა), რაც საწარმოს არ აქვს ნაჩვენები საბოლოო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში და არ აქვს ჩართული ერთობლივ შემოსავალში.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგად, აღნიშნული შეშა-ვარჯი საგადასახადომ მიიჩნია მიწოდებად, დაუქვემდებარა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში ასახვას და ასევე დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, მოპოვებული მორების შედეგად დარჩენილ შეშა-ვარჯზე (საშეშე მასალა) საგადასახადომ საწარმოს დაარიცხა ბუნებრივი რესურსის მოსაკრებელი (საშეშე განაკვეთით).

 

პირველ რიგში კომპანია არ ეთანხმება შეშა-ვარჯის მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას, ვინაიდან აღნიშნული შეშა-ვარჯი შესამოწმებელ პერიოდში ტყეში იყო განთავსებული და აღნიშნულ გარემოებას ნათლად ადასტურებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის 2013 წლის 20 ივნისის N14/09 ბრძანებით სააგენტოს მიერ 2013 წლის 05 ივლისს ჩატარებული რევიზია, კერძოდ, რევიზიის შედეგად აქტში მითითებულია, რომ „ყველა ტყეკაფი გაუწმენდავია, წარმოდგენილია ჩახერგილობები, რის გამოც დარღვეულია ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსების დადგენილი წესი“. აქტში ნათლად ჩანს, რომ კომპანიას შეშა-ვარჯი არ აქვს გამოტანილი ტყიდან.

 

იმ შემთხვევაში, თუ გავიზიარებთ შემოწმებლების ვარაუდს და ჩავთვლით, რომ ეს არის მიწოდება, მაშინ უნდა მივიჩნიოთ რომ ეს იყო სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ მიწოდება, რომელიც გათავისუფლებული მიწოდებაა და შესაძლებელია მისი ხარჯად გამოქვითვა. ამასთან, აღნიშნული მიწოდება დღგ-ს მიზნებისთვის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული მიწოდებაა და ამ შემთხვევაშიც არ წარმოიქმნება საგადასახადო ვალდებულება. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ საქონლის მიწოდებისას არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა საქონლის მიწოდებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად და სამართლიანად დავასკვნათ, რომ შეუძლებელია შეშა-ვარჯი განხილულ იქნეს მიწოდებად, ვინაიდან იგი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე ტყეში არის განთავსებული და არ მომხდარა მისი ტრანსპორტირება ტყის მასივებიდან. ამ ფაქტს ადასტურებს 2014 წლის 25 ივნისის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. სამართალდარღვევის საქმის მასალების მიხედვით, შპს ,,-------" დაარღვია 2009 წლის 20 ნოემბერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ მე-4 მუხლის 7; 8; 9 და 10 პუნქტები, რაც გამოიხატება იმაში, რომ შპს ,,-------" მიერ არ მომხდარა ტყეკაფის გაწმენდა, არ გამოვლენილა ტყის აღსადგენად გათვალისწინებული ფართობები, სააგენტოსთან შესათანხმებლად არ წარუდგენიათ ამ ფართობზე ტყის აღდგენის და შესაბამისად სარგავი მასალის მისაღებად დროებით ნერგების მოწყობის პროექტი, გაზაფხულზე არ ჩატარებულა _ წაბლნარების გამოკვლევა ხმობის ინტენსივობის დინამიკის დასადგენად. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ან ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების და მოთხოვნების დარღვევა-გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. შესაბამისად შპს ,,-------" შეეფარდა სახდელი-ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული შეშა-ვარჯი შემოწმებით განსაზღვრულ პერიოდში იყო შესაბამის ტყის ტერიტორიაზე განთავსებული, რასაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადასტურებს სასამართლოს დადგენილება, შესაძლოა ის ჩაირთოს მარაგებში თვითღირებულებით რომელიც რეალურად მიზერული იქნება. შესაბამისად, უსაფუძვლოა აღნიშნული თანხებით ერთობლივი შემოსავლის გაზრდა და დღგ-ით დაბეგვრა.

 

ამასთანავე, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს და ლოგიკას მოკლებულია შემოსავლების სამსახურის მიერ შეშა-ვარჯზე ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშება და კომპანიაზე დარიცხვაც, მაშინ როცა ხელშეკრულებით განსაზღვრული კომპანიის ვალდებულებების შესრულების შემოწმების შედეგად სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტო"-ს დაკვეთით ი/მ ა. შ-ს მიერ 2013 წლის დეკემბერში განხორციელებული შესწავლის შედეგად დაიდო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ტყიბულის სატყეო უბანზე (შპს ,,-------" სამოქმედო ტერიტორიაზე) ჭრების ნარჩენების და ძირკვების გაუქერქავად ან/და განაქერქის ადგილზე დატოვებით გაუარესებულია მდგომარეობა. შესწავლის შედეგებით ასევე დადგინდა, რომ ჭრაგავლილ ფართობებზე სანიტარული მდგომარეობა გაუარესებული იყო მიმდებარედ ჭრაგაუვლელ ფართობებთან შედარებით, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ტყეკაფებში არსებული ჩახერგილობით. დასკვნაში მითითებულია კიდევ ერთი გარემოება, რომელიც პირდაპირ და სრულად გამორიცხავს შემოსავლების სამსახურის მიერ შეშა-ვარჯზე დარიცხული მოსაკრებლის მართლზომიერებასა და კანონიერებას, კერძოდ დასკვნებში მითითებულია, რომ "იმერეთის რეგიონის წაბლის გავრცელების ზონაში დანიშნული სანიტარული ჭრები ჩატარებულია ყოველგვარი ჭრის წესების დაცვის გარეშე, მხოლოდ სარქმისი მერქნის მიღების თვალსაზრისით, ამიტომაც სანიტარული ჭრების ეფექტიანობაზე ლაპარაკი შეუძლებელია - რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მხოლოდ კომერციულ მიზნებს და ეწინააღმდეგება ხელშეკრულებების ძირითად მიზანს".

 

ზემოაღნიშნულ ფაქტს ასევე ნათლად ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე N3/1133-15, რომელშიც სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება 2013 წლის 06 დეკემბრის ი/მ ა.შ-ს დასკვნაში მოცემულ გარემოებებს იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,-------"-ს მიერ: ა) არ განხორციელებულა ტყეკაფის გაწმენდა, ბ) ყველა სატყეო უბანში დარჩენილია დანომრილი და მოუჭრელი ხეები, გ) მოჭრილი ხეებიდან ტყიდან გამოტანილია მხოლოდ საქმისი მერქანი, ტყეში დარჩენილია ნახევრად საქმისი და საშეშე ნაწილი, დ) ტყეკაფზე დატოვებული ხეების მოუჭრელობამ (45-50%), ჭრაგავლილი ფართობების ჩახერგილობამ, ტყეკაფებზე მოჭრილი და ადგილზე დატოვებული საქმისი მერქნის არსებობამ გამოიწვია დაავადების გააქტიურება, რამაც თავის მხრივ დიდი გავლენა მოახდინა ტყეკაფების _მომიჯნავე ტერიტორიებზე, სადაც წინა წლებთან შედარებით დაავადებული ხეების რაოდენობა გაიზარდა, ე) იმერეთის რეგიონის წაბლის გავრცელების ზონაში დანიშნული სანიტარული ჭრები ჩატარებულია ყოველგვარი ჭრის წესების დაცვის გარეშე

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩვენს მიერ არგუმენტების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ შეშა-ვარჯი მიწოდებად არ უნდა მიერ მოყვანილი იქნეს განხილული და არ უნდა დაექვემდებაროს დღგ-ით უსაფუძვლოა კომპანიისთვის ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დარიცხვის დაბეგვრას. ასევე საკითხიც და აბსოლუტურად გაურკვეველია აუდიტორების პოზიცია შეშა-ვარჯის მოცულობასთან და ფასთან მიმართებაში.

 

გარემოდან უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის მიწოდებად ჩათვლა, შესაბამისი შეშა-ვარჯის დანაკლისად და მიწოდებად განხილვა და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშება.

 

სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ მიერ 2013 წლის ივლისსა და სექტემბერში ჩატარებულია 2009 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და შპს ,,-------"-ს მიმართ შედგენილ იქნა დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის N858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებული აქვს ჯამურად 994 კბ.მ ხე-ტყის მასალა. შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მორები განხილულ იქნა მიწოდებად და ჩართულ იქნა 2013 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ამასთან, ზემოაღნიშნული განკარგულების ფარგლებში მოპოვებული მასალა კომპანიას არ აქვს აღრიცხული ბუღალტრულად, რის გამოც უკანონოდ მოჭრილი მასალისგან მიღებული შეშა-ვარჯი გამოვლენის მომენტში ჩაითვალა დანაკლისად და განხილულ იქნა მიწოდებად საწარმოს დაფიქსირებული _ სარეალიზაციო ფასით. ასევე შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მასალის მოცულობაზე დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი, ისევე როგორც ხის მოჭრის შედეგად დარჩენილ შეშა- ვარჯზე (საშეშე მასალაზე).

 

კომპანია არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში და განმარტავს:

ა) აქტში არასწორად არის აღწერილი ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტში ნახსენებ სატყეო სააგენტოს დასკვნებში დაფიქსირებულია მხოლოდ ის, რომ უკანონოდ არის მოჭრილი ხე-ტყე და არსად არ არის ნახსენები, რომ ეს განხორციელებულია შპს ,,-------" მიერ, რადგანაც ჯერჯერობითდაუდგენელია ამ უკანონობის ჩამდენი. უსაფუძვლო კანონსაწინააღმდეგოა კომპანიის დადანაშაულება უკანონობაში, მით უფრო რომ სამართლებრივად აღნიშნული ფაქტი არ არის გამოძიებული და შპს ,,-------" პასუხისმგებლობა ხე-ტყის უკანონო ჭრაში არ არის დადგენილი.

 

აღნიშნულ აქტში აღწერილია ხე-ტყის ისეთი სახის ჭრა მაგ: წიფელი, რცხილა, პანტა, მუხა, ბალი, ბალამწარა და სხვა, რომელთა მოჭრის უფლება 2009 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას არ გააჩნია. ამასთან, ხე-ტყის უკანონო მოჭრა საქრთველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, შესაბამისად ამ ქმედებაზე დამნაშავე პირი გამოძიებას არ გამოუვლენია და საგადასახადო ორგანოს მიერ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის კომპანიის რეალიზაციაში ჩასმა ნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგინდა ამ ქმედების ჩამდენი პირი.

ბ) ის გარემოება, რომ შპს ,,-------" უფლება არ აქვს ხელი შეუშალოს სააგენტოს მოსახლეობის პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფაზე და აღნიშნული ტყეკაფებიდან ხე-ტყის გაცემაზე უდავოა და არ იწვევს არანაირ ეჭვს.

 

აქედან გამომდინარე თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განხორციელებულიყო ხე- ტყის უკანონო ჭრა, რაზეც მატერიალური პასუხისმგებლობა მთლიანად შპს ,,-------" ეკისრება და მატერიალურადაც კომპანია ზარალდება, შესაბამისად სამართლიანი არ არის შპს ,,-------" დადანაშაულება უკანონო ჭრაში, მითუმეტეს დამადასტურებელი ფაქტების და სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის გარეშე.

გ) შემოსავლების სამსახურს არ მოეპოვება ზემოაღნიშნული მასალის საქართველოში ან საზღვარგარეთ რეალიზაციის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი.

დ) გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომპანია არასდროს ყოფილა საგადასახადო ორგანოს მიერ დაჯარიმებული სასაქონლო ზედნადებების ან სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების არასწორად გამოწერაზე.

ე) ასევე ხე-ტყის, როგორც ბუნებრივი რესურსის, მოპოვებაზე და ტრანსპორტირებაზე სპეციალურ კონტროლს ახორციელებს გარემოს დაცვის ინსპაქცია, რომელიც რეგულარულად ახდენდა კომპანიის მიერ ტრანსპორტირებული ტვირთების შემოწმებას, მიუხედავად სპეციალური კონტროლისა, არცერთ შემთხვევაში გდი-ს კომპანია აღნიშნული კონტროლის განხორციელებისას არ დაუჯარიმებია.

ვ) აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ხე-ტყის მასალა შეშა-ვარჯთან ერთად ჩათვლილ იქნა კომპანიის დანაკლისად, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ტერმინ "დანაკლისი"-ს განმარტებას, კერძოდ: "დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა". ააქედან გამომდინარე აღნიშნული ვერანაირად ვერ იქნებოდა კომპანიის დანაკლისი, ვინაიდან კომპანია მოვლით ჭრებს ახორციელებდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის N858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ტერიტორიაზე განლაგებული ხე-ტყე არ წარმოადგენდა არა კომპანიის საკუთრებას, არამედ სახელმწიფო საკუთრებას და კომპანია ჭრიდა მხოლოდ სახელწიფოს მიერ მონიშნულ ხე-ტყეს. შესაბამისად აღნიშნული ხე-ტყე კომპანიის ბალანსზე ბუნებრივია ვერ იქნებოდა აღრიცხული და რეალურად არც იყო აღრიცხული. შემოსავლების სამსახურის ამდაგვარი განმარტება სცდება კანონმდებლობის ფარგლებს და უფრო მეტიც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის ძირითად და ფუნდამენტურ განმარტებებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და კომპანიის მიერ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, შეიძლება დაზუსტებით განვაცხადოთ, რომ კომპანიას არ მოუხდენია უკანონოდ მოპოვებული მასალის რეალიზაცია ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ექსპორტი და არც არსებობს ამ ფაქტის ამსახველი და დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

ამდენად, შპს ,,-------" დადანაშაულება იმ ფაქტში, რომელიც ჯერ არ არის გამოძიებული და სასამართლოს მიერ დადგენილი, უკანონო და სრულიად უსაფუძვლოა, შესაბამისად ამ ნაწილში კომპანიაზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება ექვემდებარება სრულად გაუქმებას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. მოპასუხე - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.2. მოპასუხე - ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის მასალებით - შპს ,,-------" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის N858 განკარგულების შესაბამისად მოპოვებული აქვს უფლება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 8635 ჰა ფართობი გაჯანსაღება- აღდგენას დაქვემდებარებული ტეროტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ წაბლნარა კორომებში განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარული ჭრების ჩატარების გზით. საზოგადოებას 2009 2013 წლების განმავლობაში მოპოვებული აქვს 19660 კუბ. მეტრი სამასალე - საშეშე მორი. მტკიცებულება;

 

3.1.2. საქმის მასალებით - შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 21 ივნისის N28277 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-------" საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 18 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი და გამოიცა 2014 წლის 22 დეკემბრის N022-22 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 1322703 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 628341 ლარი, ჯარიმა 290975 ლარი და საურავი 403387 ლარი.

 

მტკიცებულება; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 21 ივნისის N28277ბრძანება; (ტ.1.ს/ფ.);

2014 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი; (ტ.1.ს/ფ.);

2014 წლის 22 დეკემბრის N022-22 „საგადასახადო მოთხოვნა“ (ტ.1.ს/ფ.);

 

3.1.3. საქმის მასალებით სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.04.2015 წლის N13169 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და _ დაევალა _ აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დგინდება თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციის ფაქტები, შესაძლებელია თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციისას არსებული ფაქტობრივი ფასის განსაზღვრა და თუ არ ხდება ასეთი ფასის განსაზღვრა, წარმოადგენს თუ არა შეშა-ვარჯი რეალიზებად პროდუქტს. ასევე კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია შპს ,,-------" დაჯარიმების თაობაზე და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, შეშა-ვარჯის რეალიზების შესაძლებლობა, გამოითხოვოს ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან რეალიზებული შეშა-ვარჯის ღირებულების შესახებ.

მტკიცებულება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.04.2015 წლის No13169 ბრძანება (ტ.1.ს/ფ.).

 

3.1.4. საქმის მასალებით ფინანსთა სამინისტროსთან დავების განხილვის საბჭოს No1661/2/2016 საჩივრის საფუძველზე მიღებული 08.06.2018 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,-------" საჩივარი. გადაწყვეტილების თანახმად - დავის საგანია

1.ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციაზე საბაზრო ფასის გამოყენება;

2.შეშა-ვარჯის მიწოდებად ჩათვლა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშება;

3. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის მიწოდებად ჩათვლა, შესაბამისი ეშა-ვარჯის დანაკლისად და მიწოდებად განხილვა და ბუნებრივი რესერსების მოსაკრებლის გაანგარიშება;

4. გადამხდელის მიერ დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ღირებულებით ერთობლივი შემოსავლის გაზრდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.შემოსავლების სამსახურის 23.04.2015 წლის No13169 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2014 წლის No022-22 საგადასახადო მოთხოვნა;

დარიცხული თანხა: 1271219 ლარი

მათ შორის:

დღგ - 1197688 ლარი (ძირითადი - 580800; ჯარიმა - 266586; საურავი - 350302); ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი - 73531 ლარი (ძირითადი 42799 ლარი; ჯარიმა - 21399 ლარი; საურავი - 9333 ლარი);

 

სარჩელით დავის საგანია - სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 დეკემბრის N022-22 საგადასახადო მოთხოვნის; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის No13169 ბრძანების მე-2 და მე-3 საკითხებთან მიმართებაში და საქართველო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 ივნისის N1661/2/2016 წლის გადაწყვეტილება მე-2 და მე-3 დავის საგანთან მიმართებაში ბათილად ცნობა.

მტკიცებულება; ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს N1661/2/2016_2018 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება; (ტ.1.ს/ფ.76-88).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1.სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,-------" სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახდო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის ანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული

კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 დეკემბრის N022-22 საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის N13169 ბრძანება მე-2 და მე-3 საკითხებთან მიმართებაში და საქართველო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 ივნისის N1661/2/2016 წლის გადაწყვეტილება მე-2 და მე-3 დავის საგანთან მიმართებაში, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ – შესაბამის ნორმებთან, საქართველოს საგადასახო კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე წორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში სარჩელით დავის საგანია შეშა-ვარჯის მიწოდებად ჩათვლა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშება. ასევე, გარემოდან უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის მიწოდებად ჩათვლა, შესაბამისი შეშა-ვარჯის დანაკლისად და მიწოდებად განხილვა და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშება;

სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა შეშა-ვარჯის მიწოდებად ჩათვლის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების ნაწილში სრულად გამოიკვლიეს გარემოებები და მიიღეს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

 

კერძოდ - მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,-------" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის N858 განკარგულების შესაბამისად მოპოვებული აქვს უფლება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 8635 ჰა ფართობი გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტეროტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ წაბლნარ კორომებში განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარული ჭრების ჩატარების გზით. საზოგადოებას 2009 - 2013 წლების განმავლობაში მოპოვებული აქვს 19660 კუბ. მეტრი სამასალე · საშეშე მორი.

 

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 21 ივნისის N28277 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შშპს ,,-------" საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 18 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი და გამოიცა 2014 წლის 22 დეკემბრის N022-22 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 1322703 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 628341 ლარი, ჯარიმა 290975 ლარი და საურავი 403387 ლარი.

 

მედიაციის საბჭომ მიუთითა _ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.

 

2011 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს. ამავე კოდექსის 175-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული

შემოხავლები (მათ შორის, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი). ამავე კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა).

 

2011 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

 

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 2013 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

 

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა:

ა) ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ტყიდან მათი ტრანსპორტირებისა, გარდა ამავე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

როგორც აღინიშნა, შემოწმების აქტის თანახმად, საზოგადოებას მოპოვებული აქვს სამასალე და საშეშე მორი. მორების მოპოვების გარდა ხის მოჭრის შედეგად რჩება შეშა- ვარჯი (საშეშე მასალა) რაც არ აქვს ნაჩვენები საბოლოო სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებში და არ აქვს ჩართული ერთობლივ შემოსავალში. შემოწმების შედეგად აღნიშნული შეშა-ვარჯი მიჩნეულ იქნა მიწოდებად, დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას და დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან აღნიშნულ შეშა-ვარჯზე (საშეშე მასალა) საზოგადოებას გადახდილი არ აქვს ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი. შესაბამისად აღნიშნულ ვარჯზე დაერიცხა კუთვნილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი (საშეშე განაკვეთით).

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.04.2015 წლის No13169 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დგინდება თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციის ფაქტები, შესაძლებელია თუ არა შეშა-ვარჯის რეალიზაციისას არსებული ფაქტობრივი ფასის განსაზღვრა და თუ არ ხდება ასეთი ფასის განსაზღვრა, წარმოადგენს თუ არა შეშა-ვარჯი რეალიზებად პროდუქტს. ასევე კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია - შპს ,,-------" დაჯარიმების თაობაზე და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, შეშა-ვარჯის რეალიზების შესაძლებლობა, გამოითხოვოს ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან რეალიზებული შეშა-ვარჯის ღირებულების შესახებ.

 

ამდენად, შეშა-ვარჯის მიწოდებად ჩათვლის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების ნაწილში ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა და ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად მიიჩნია დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დაავალა აუდიტის დეპარტამენტს საქმისათვის აუცილებელი ფაქტების დამატებით შესწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს დადგენილებით შპს ,,-------" ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად, ტყეში არსებული შეშა-ვარჯის მიწოდებად ჩათვლა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშება არასწორია, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა სუბიექტს არ ათავისუფლებს ვალდებულების (ამ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების) შესრულებისგან, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს მესაკუთრის უფლებას თავისუფლად გამოიყენოს (განკარგოს) საკუთრება (მოცემულ შემთხვევაში შეშა-ვარჯი).

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ გარემოდან უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის მიწოდებად ჩათვლის და შესაბამისი შეშა-ვარჯის დანაკლისად და მიწოდებად განხილვის და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშების ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ტყის კოდექსის საფუძველზე გამიჯნულია ტყითსარგებლობისა და ტყის მოვლის ღონისძიებები. ტყითსარგებლობის რეგულაციები ასახულია ტყის კოდექსის 51-ე მუხლში, რომლის თანახმად, ტყითსარგებლობის მიზანს წარმოადგენს ტყის რესურსის კონკრეტული მიზნით გამოყენება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გარემოდან უკანონოდ მოპოვებული 994 კბ.მ. მერქნული რესურსის მიწოდებად განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად გამოიკვლია თუ არა ფაქტობრივი გარემოებები, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, დაბეგვრას ექვემდებარება ნებისმიერი სახის შემოსავალი, მიუხედავად მისი მოპოვების საფუძვლის კანონიერებისა. ამ შემთხვევაში, პრინციპულია სწორედ შემოსავლის მიღების ფაქტის გამოკვლევა.

დადგენილია, რომ შპს ,,-------" წარმოადგენს ხე-ტყის მოპოვების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საწარმოს, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის N858 განკარგულების შესაბამისად მოპოვებული აქვს უფლება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 8635 ჰა ფართობი გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტერიტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ წაბლნარ კორომებში განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარული ჭრების ჩატარების გზით.

 

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2014 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წლის ივლისსა და სექტემბერში ჩატარებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და შპს ,,-------" მიმართ შედგენილ იქნა დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის N858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებული აქვს ჯამურად 994 კბ მ. ხე-ტყის მასალა.

 

შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მორები განხილულ იქნა მიწოდებად და მათზე გავრცელებულ იქნა შესაბამისი პერიოდის სარეალიზაციო ფასნამატი. ამასთან აღნიშნული მეთოდით მიღებული თანხა ჩართულ იქნა 2013 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

 

დადგენილია, რომ საზოგადოებას აღნიშნული მასალა არ აქვს აღრიცხული ბუღალტრულად, შემოწმების შედეგად უკანონოდ მოჭრილი მასალისგან მიღებული შეშა-ვარჯი გამოვლენის მომენტში ჩაითვალა დანაკლისად და განხილულ იქნა მისივე სარეალიზაციო ფასით მიწოდებად.

 

შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მასალის მოცულობაზე საზოგადოებას დაერიცხა კუთვნილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი. ამასთან, აღნიშნული მორების გარდა, ხის მოჭრის შედეგად რჩება შეშა-ვარჯი (საშეშე მასალა) რაზედაც საზოგადოებას არ აქვს გადახდილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი. შესაბამისად საზოგადოებას აღნიშნულ ვარჯზე დაერიცხა კუთვნილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი.

 

საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებით დადგინდა, რომ სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ მიერ 2013 წლის ივლისსა და სექტემბერში ჩატარებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და შპს ,,-------" მიმართ შედგენილ იქნა ადასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის N858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებული აქვს ჯამურად 994 კბ.მ. ხე-ტყე.

 

შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილი მორები განხილულ იქნა მიწოდებად და ჩართულ იქნა 2013 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

 

ამასთან, ზემოაღნიშნული განკარგულების ფარგლებში მოპოვებული მასალა საზოგადოებას არ აქვს აღრიცხული ბუღალტრულად, რის გამოც უკანონოდ მოჭრილი მასალისგან მიღებული შეშა-ვარჯი გამოვლენის მომენტში ჩაითვალა დანაკლისად და განხილულ იქნა მიწოდებად საწარმოს მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასით. ასევე შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილ მასალის მოცულობაზე დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი, ისევე როგორც ხის მოჭრის შედეგად დარჩენილ შეშა-ვარჯზე (საშეშე მასალაზე).

 

მოსარჩელის განმარტებით, აქტში არასწორად არის აღწერილი ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტში ნახსენებ სატყეო სააგენტოს დასკვნებში დაფიქსირებულია მხოლოდ ის, რომ უკანონოდ არის მოჭრილი ხე-ტყე და არსად არ არის ნახსენები, რომ ეს განხორციელებულია - შპს ,,-------" მიერ, რადგანაც ჯერჯერობით დაუდგენელია ამ უკანონობის ჩამდენი. უსაფუძვლოა კომპანიის დადანაშაულება უკანონობაში, მით უფრო რომ სამართლებრივად აღნიშნული ფაქტი არ არის გამოძიებული და შპს ,,-------" პასუხისმგებლობა ხე-ტყის უკანონო ჭრაში არ არის დადგენილი. აღნიშნულ აქტში აღწერილია · ხე-ტყის ისეთი სახის ჭრა მაგ: წიფელი, რცხილა, პანტა, მუხა, ბალი, ბალამწარა და სხვა, რომელთა მოჭრის უფლება ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას არ გააჩნია. ამასთან, ხე-ტყის უკანონო მოჭრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, შესაბამისად ამ ქმედებაზე დამნაშავე პირი გამოძიებას არ გამოუვლენია და საგადასახადო ორგანოს მიერ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის კომპანიის რეალიზაციაში ჩასმა ნიშნავს, რომ მის მიერ დადგინდა ამ ქმედების ჩამდენი პირი.

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,-------" უფლება არ აქვს ხელი შეუშალოს სააგენტოს მოსახლეობის პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფაზე და აღნიშნული ტყეკაფებიდან ხე-ტყის გაცემაზე, ასე რომ თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განხორციელებულიყო ხე-ტყის უკანონო ჭრა, რაზეც მატერიალური პასუხისმგებლობა მთლიანად შპს ,,-------" ეკისრება და მატერიალურადაც კომპანია ზარალდება.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის N858 განკარგულების საფუძველზე, 2009 წლის 20 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ერთის მხრივ, ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო - საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო დეპარტამენტსა და მეორეს მხრივ, ტყითმოსარგებლე შპს ,,-------" შორის. ხელშეკრულების დადების საფუძველი არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების შესახებ“ ხელშეკრულების ობიექტად განისაზღვრა იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ტყიბულის სატყეო უბნის - ტყით დაფარული 30608 ჰა ტერიტორიიდან წაბლის მასივების გავრცელების 8635ჰა. ფართობი, გაჯანსაღება–აღდგენას დაქვემდებარებული ტერიტორია დაზუსტდება ტყის ფონდის - ინვენტარიზაციით.

 

დადგენილია, რომ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის N858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებული აქვს ჯამურად 994 კუბ.მ. ხე-ტყის მასალა.

 

დადგენილია, რომ შპს ,,-------" სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მის სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო ჭრის (დატაცების) ფაქტზე, ამასთან, ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 3/1133-15 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს ,,-------" არღვევდა ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს. (ტ.1.ს/ფ. 104–123).

სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 2013 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

 

საქმის მასალებით, შემოწმების აქტის თანახმად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წლის ივლისსა და სექტემბერში ჩატარებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და შედგენილ იქნა დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის N858 განკარგულების მოქმედების ფარგლებში გარემოდან უკანონოდ მოპოვებული აქვს ჯამურად 994 კუბ.მ. ხე-ტყის მასალა. შემოწმების შედეგად უკანონოდ მოჭრილი მორები განხილულ იქნა მიწოდებად. თანხა ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. საზოგადოებას აღნიშნული მასალა არ აქვს აღრიცხული ბუღალტრულად, შემოწმების შედეგად უკანონოდ მოჭრილი მასალისგან მიღებული შეშა-ვარჯი გამოვლენის მომენტში ჩაითვალა დანაკლისად და განხილულ იქნა მისივე სარეალიზაციო ფასით მიწოდებად. შემოწმების შედეგად აღნიშნული უკანონოდ მოჭრილ მასალის მოცულობაზე საზოგადოებას დაერიცხა კუთვნილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი. ამასთან, აღნიშნული მორების გარდა, ხის მოჭრის შედეგად - რჩება შეშა ვარჯი (საშეშე მასალა) რაზედაც საზოგადოებას არ აქვს გადახდილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი. შესაბამისად საზოგადოებას აღნიშნულ ვარჯზე დაერიცნა კუთვნილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ (ძალადაკარგულად გამოცხადდა 17.01.2014 წლიდან) პირველი მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:

„3. მეთოდიკის მოქმედება ვრცელდება რეგულირების ობიექტებზე, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ტერიტორიულ წყლებში, საჰაერო სივრცეში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე, ახორციელებენ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას, ან/და ნებისმიერ სამეწარმეო და სამეურნეო საქმიანობას, რომელიც ზემოქმედებას ახდენს გარემოს მდგომარეობაზე. 4. გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) ხორციელდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად რეგულირების ობიექტების მიერ ცნობილი გახდა განხორციელებული ქმედებით (უმოქმედობით) გარემოზე მიყენებული რეალური ზიანის შესახებ“.

შპს ,,-------"საქართველოს მთავრობის 2009 წლის 13 ნოემბრის N858 განკარგულების შესაბამისად მოპოვებული აქვს უფლება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 8635 ჰა ფართობის გაჯანსაღება-აღდგენას დაქვემდებარებული ტეროტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდში არსებულ წაბლნარ კორომებში განახორციელოს გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება სანიტარული ჭრების ჩატარების გზით.

 

„გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ პირველი მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, მეთოდიკა ვრცელდება რეგულირების ობიექტზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას და გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა ხორციელდება სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული ქმედებით (უმოქმედობით) გარემოზე მიყენებული რეალური ზიანის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. შპს ,,-------" გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულ ტყის მასივებში გამოვლენილი უკანონო ჭრების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრა განხორციელდა აღნიშნული მეთოდიკით და შესაბამისად, დგინდება, რომ რეგულირების ობიექტს წარმოადგენს შპს ,,-------"

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოდან უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის მიწოდებად ჩათვლის და შესაბამისი შეშა-ვარჯის დანაკლისად და მიწოდებად განხილვის და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 1 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 დეკემბრის N022-22 საგადასახადო მოთხოვნის; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 აპრილის N13169 ბრძანების მე-2 და მე-3 საკითხებთან მიმართებაში და საქართველო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 08 ივნისის N1661/2/2016 წლის გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 დავის საგანთან მიმართებაში ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.

 

მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 5000 (ხუთი ათასი). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადახდილი სახ. ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,-------" (ს/ნ ------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 (ხუთი ათასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11).

4. გადაწყვეტილება გაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე

მალხაზ ჩუბინიძე