ბრძანება N 15691
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15691
03.07.2023
შპს „---------“ (ს/ნ ---------)
(მის.: ----------)
2023 წლის 16 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „--------“ (ს/ნ -------) N83063/21 (№494687) საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის სხდომაზე (ოქმი N66).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს ------- სააპელაციო საჩივარი (სასარჩელო მოთხოვნა - 21.05.2019 წლის სამართალდარღვევის ოქმი #CB990673 ბათილად ცნობის შესახებ, ჯარიმა 5000 ლარი) არ დაკმაყოფილდა. ითხოვს აღნიშნულ თანხაზე დარიცხული საურავის მოხსნას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 11.06.2023 წლისათვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში აღრიცხული ინფორმაციის მიხედვით შპს „-------“ (ს/ნ -------) დროებითი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება 21.05.2019 წლის სამართალდარღვევის ოქმით NCB990673 დარიცხული სანქცია 5000 ლარის ოდენობით. 18.05.2023 წელს შპს „-------“ (ს/ნ ------) დროებითი აღრიცხვის ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანილია (აღიარებულია) აღნიშნული ჯარიმა 5000 ლარი. ჯარიმის აღიარებამდე, 17.05.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტობა 7969.26 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, სულ 7935.71 ლარი, მათ შორის ჯარიმა 5000 ლარი, საურავი 2935.71 ლარი. დროებით ბარათზე ჯარიმასთან ერთად საურავის არსებობა გამოწვეულია იმით, რომ ნაერთი ბარათის (გადასახადის გადახდის სავადო თარიღით დალაგებული) მიხედვით ჯარიმა 5000 ლარი დაფარულია 06.08.2019 წელს გადახდილი თანხით, ნაერთი ბარათის მიხედვით 06.08.2019 წელს სავადო თარიღზე ჯარიმის დაფარვის შემდეგ ფიქსირდება ზედმეტობა 31138.64 ლარი, ხოლო აღიარებული ბარათის 03 ივლისი 2023 N 15691 მიხედვით, ჯარიმის აღიარებამდე, 06.08.2019 წ. სავადო თარიღზე ფიქსირდება ზედმეტობა 36138.64 ლარი. 11.08.2019 წლის სავადო თარიღიდან წარმოშობილია ახალი ძირითადი დავალიანება, რაზედაც დამატებით დარიცხულია და დაფარულია საურავი 42027.10 ლარი. ამასთან, ჯარიმის აღიარებამდე ძირითად ბარათზე დარიცხული და დაფარული საურავი შეადგენს 39091.41 ლარს. სხვაობა 2935.69 ლარი ჯარიმის აღიარებამდე აღრიცხული იყო დროებითი აღრიცხვის ბარათზე საურავის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქციას საურავი არ ერიცხება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ნაერთი ბარათის (გადასახადის გადახდის სავადო თარიღით დალაგებული) მიხედვით ჯარიმა 5000 ლარი დაფარულია 06.08.2019 წელს გადახდილი თანხით, ნაერთი ბარათის მიხედვით 06.08.2019 წელს სავადო თარიღზე ჯარიმის დაფარვის შემდეგ ფიქსირდება ზედმეტობა 31138.64 ლარი, ხოლო აღიარებული ბარათის მიხედვით, ჯარიმის აღიარებამდე, 06.08.2019 წ. სავადო თარიღზე ფიქსირდება ზედმეტობა 36138.64 ლარი. 11.08.2019 წლის სავადო თარიღიდან წარმოშობილია ახალი ძირითადი დავალიანება, რაზედაც დამატებით დარიცხულია და დაფარულია საურავი 42027.10 ლარი. ამასთან, ჯარიმის აღიარებამდე ძირითად ბარათზე დარიცხული და დაფარული საურავი შეადგენს 39091.41 ლარს. სხვაობა 2935.69 ლარი ჯარიმის აღიარებამდე აღრიცხული იყო დროებითი აღრიცხვის ბარათზე საურავის ნაწილში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია და არ ექვემდებარება შემცირებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მისი სააპელაციო საჩივარი (სასარჩელო მოთხოვნა - 21.05.2019 წლის სამართალდარღვევის ოქმი #CB990673 ბათილად ცნობის შესახებ, ჯარიმა 5000 ლარი) არ დაკმაყოფილდა. ითხოვს აღნიშნულ თანხაზე დარიცხული საურავის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 11.06.2023 წლისათვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში აღრიცხული ინფორმაციის მიხედვით მომჩივნის დროებითი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება 21.05.2019 წლის სამართალდარღვევის ოქმით NCB990673 დარიცხული სანქცია 5000 ლარის ოდენობით. 18.05.2023 წელს მომჩივნის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანილია (აღიარებულია) აღნიშნული ჯარიმა 5000 ლარი. ჯარიმის აღიარებამდე, 17.05.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტობა 7969.26 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, სულ 7935.71 ლარი, მათ შორის ჯარიმა 5000 ლარი, საურავი 2935.71 ლარი. დროებით ბარათზე ჯარიმასთან ერთად საურავის არსებობა გამოწვეულია იმით, რომ ნაერთი ბარათის (გადასახადის გადახდის სავადო თარიღით დალაგებული) მიხედვით ჯარიმა 5000 ლარი დაფარულია 06.08.2019 წელს გადახდილი თანხით, ნაერთი ბარათის მიხედვით 06.08.2019 წელს სავადო თარიღზე ჯარიმის დაფარვის შემდეგ ფიქსირდება ზედმეტობა 31138.64 ლარი, ხოლო აღიარებული ბარათის 03 ივლისი 2023 N 15691 მიხედვით, ჯარიმის აღიარებამდე, 06.08.2019 წ. სავადო თარიღზე ფიქსირდება ზედმეტობა 36138.64 ლარი. 11.08.2019 წლის სავადო თარიღიდან წარმოშობილია ახალი ძირითადი დავალიანება, რაზედაც დამატებით დარიცხულია და დაფარულია საურავი 42027.10 ლარი. ამასთან, ჯარიმის აღიარებამდე ძირითად ბარათზე დარიცხული და დაფარული საურავი შეადგენს 39091.41 ლარს. სხვაობა 2935.69 ლარი ჯარიმის აღიარებამდე აღრიცხული იყო დროებითი აღრიცხვის ბარათზე საურავის ნაწილში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია და არ ექვემდებარება შემცირებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 53, 269(1)(7), 270, 272.