გადაწყვეტილება №21796/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 21796/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21796/2/2024

11 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 4.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21796/2/2024).

 

დავის საგანი:

დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №002-246 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28799 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 391 707 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 230 665

დღგ - 20 039

მოგების გადასახადი - 178 664

საშემოსავლო გადასახადი - 31 962

ჯარიმა - 116 939

საურავი - 44 103

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის შეძენა და ექსპორტი ---------- ში.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 12.07.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 8.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ:

კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა ---------- რეზიდენტ იურიდიულ პირებთან. აღნიშნული დებიტორული მოთხოვნა შეადგენს 980 145 ლარს. გადამხდელმა წარადგინა ურთიერთშედარების აქტი დებიტორული მოთხოვნის ნამდვილობის დადასტურების მიზნით. თუმცა, კომპანიას დებიტორული მოთხოვნის მიღების მიზნით არ დაუწყია სამართლებრივი დავა ან/და რაიმე სახის სამართლებრივი პროცედურები თანხის მიღების მიზნით.

შემოწმების პროცესში გაანალიზდა ფულის მოძრაობა, რომლის დროსაც გათვალისწინებულია მიღებული შემოსავლები და შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასი შეადგენს სულ 14 734 ლარს. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად და საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32514 ბრძანება და 23.12.2022 წლის №002-246 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 29.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 28.09.2023 წლის №20054/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანება, საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28799 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა ---------- რეზიდენტ იურიდიულ პირებთან. გადამხდელის მიერ წარდგენილია ურთიერთშედარების აქტი დებიტორული მოთხოვნის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, თუმცა, დებიტორული მოთხოვნის მიღების მიზნით მას არ დაუწყია სამართლებრივი დავა ან/და რაიმე სახის სამართლებრივი პროცედურები თანხის მიღების მიზნით. შემოწმებით, ფულის მოძრაობის ანალიზისას მიღებული შემოსავლების და შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების, გაცემული ხელფასების გათვალისწინებით აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების შედეგად ჩაითვალა, რომ აღნიშნული დებიტორული დავალიანება მიღებული აქვს გადასახადის გადამხდელს და გაცემული აქვს ანგარიშვალდებულ პირზე სესხად. შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირებულ ოპერაციის შინაარს არ დაეთანხმა გადამხდელი და განაცხადა, რომ დაადასტურებდა დებიტორულ დავალიანებას. აღნიშნული თანხა ფორმა შინაარსის მიხედვით დაიბეგრა ფიზიკურ პირზე (დამფუძნებელზე) გაცემულ სესხად. დავის ეტაპზე დებიტორული დავალიანების სათანადო წესით (აპოსტილით) დამოწმებული შედარების აქტის წარდგენის შემთხვევაში ჩაითვლებოდა, როგორც მიუღებელი შემოსავალი, თუმცა გადამხდელის მიერ შესაბამისი სახის მტკიცებულება არ არის წარდგენილი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ ---------- რეზიდენტ საწარმოებზე საქონლის მიწოდება განახორციელა 2021 წლის დეკემბერში და 2022 წლის იანვარში, საგადასახადო შემოწმება კი დაინიშნა 21.01.2022 წლის №1098 ბრძანების საფუძველზე.

დებიტორზე თანხის გადახდევინების მოთხოვნის შედეგად საწარმომ პასუხად მიიღო ---------- არსებული მდგომარეობა და სიტუაცია (საომარი მდგომარეობა) ასევე შეზღუდვები, ქვეყნიდან თანხის გადინებასთან დაკავშირებით, რადგან აიკრძალა ---------- უცხოური ვალუტებში გადარიცხვები.

შემოწმების პერიოდში კომპანია თანამშრომლობდა აუდიტორთან, მან წარადგინა მის ხელთ არსებული ყველა საჭირო პირველადი დოკუმენტაცია, როგორიცაა შესყიდვის აქტი (ვინაიდან ექსპორტირებული საქონლის შესყიდვა განხორციელებულია ადგილობრივ სოფლებში, დაბებში), შესყიდვის აქტის სისწორის და უტყუარობისათვის მან ასევე წარადგინა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გამყიდველის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული მიწების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ორი მიწის ფართობი იძლეოდა იმის შესაძლებლობას გამყიდველს მოეყვანა შესყიდული საქონელი. ასევე, საწარმომ შემოწმების პერიოდში წარადგინა ---------- რეზიდენტ საწარმოებთან შედარების აქტები, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

საწარმო დღგ-სა და გადახდის წყაროსთან დაკავებულ გადასახადში, რომელიც ჯამში წარმოადგენს 52 001 ლარს დარიცხვასთან და გადახდევინებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია და აღიარებს.

ითხოვს, წარდგენილი 2023 წლის თარიღით გაფორმებული განმეორებითი შედარების აქტების, თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით დებიტორთან წერილობითი მიმართვების და მოთხოვნების გათვალისწინებას და სადავო აქტების ბათილობას, 321 200 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში 980 145 ლარის ნაწილში განხორციელებული დარიცხვის მოგების გადასახადის 178 664 ლარის გაუქმებას, რადგან აღნიშნული დებიტორული დავალიანება საწარმოს რეალურად არ მიუღია და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე იმყოფება ძალიან დიდი ფინანსური კრიზისის და პრობლემის წინაშე. საჩივარს ერთვის კომპანიის დირექტორის მიერ საზღვრის კვეთის ისტორია მასზედ, რომ იგი არ ყოფილა ----------.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროცენტი – ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული). ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიითა და თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები.

მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აღნიშნა, რომ დებიტორზე თანხის გადახდევინების მოთხოვნის შედეგად საწარმომ პასუხად მიიღო ---------- არსებული მდგომარეობა და სიტუაცია (საომარი მდგომარეობა) ასევე შეზღუდვები, ქვეყნიდან თანხის გადინებასთან დაკავშირებით, რადგან აიკრძალა ---------- უცხოური ვალუტებში გადარიცხვები. შემოწმების მიმდინარეობისას წარადგინა მის ხელთ არსებული ყველა საჭირო პირველადი დოკუმენტაცია, როგორიცაა შესყიდვის აქტი (ვინაიდან ექსპორტირებული საქონლის შესყიდვა განხორციელებულია ადგილობრივ სოფლებში, დაბებში), შესყიდვის აქტის სისწორის და უტყუარობისათვის მან ასევე წარადგინა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გამყიდველის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული მიწების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ორი მიწის ფართობი იძლეოდა იმის შესაძლებლობას გამყიდველს მოეყვანა შესყიდული საქონელი. ასევე, საწარმომ შემოწმების პერიოდში წარადგინა ---------- რეზიდენტ საწარმოებთან შედარების აქტები, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. ითხოვს, წარდგენილი 2023 წლის თარიღით გაფორმებული განმეორებითი შედარების აქტების, თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით დებიტორთან წერილობითი მიმართვების და მოთხოვნების გათვალისწინებას.

საბჭო მიუთითებს მომჩივნის მიერ წარდგენილ საჩივარზე მიღებულ საბჭოს 28.09.2023 წლის №20054/2/2023 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლი იყო არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, ვინაიდან პროცენტის მიზნებისთვის სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები, საგადასახადო ორგანოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, დებიტორული დავალიანების გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიცირების საფუძველი არ არის დასაბუთებული.

სწორედ აღნიშნული არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების შესასწავლად, საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც ხელახლა საჩივრის განხილვისას ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების შედეგად ჩაითვალა, რომ აღნიშნული დებიტორული დავალიანება მიღებული აქვს გადასახადის გადამხდელს და გაცემული აქვს ანგარიშვალდებულ პირზე სესხად. შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირებულ ოპერაციის შინაარს არ დაეთანხმა გადასახადის გადამხდელი და განაცხადა, რომ დაადასტურებდა დებიტორულ დავალიანებას. აღნიშნული თანხა ფორმა შინაარსის მიხედვით დაიბეგრა ფიზიკურ პირზე (დამფუძნებელზე) გაცემულ სესხად. დავის ეტაპზე დებიტორული დავალიანების სათანადო წესით (აპოსტილით) დამოწმებული შედარების აქტის წარდგენის შემთხვევაში ჩაითვლებოდა, როგორც მიუღებელი შემოსავალი, თუმცა გადამხდელის მიერ შესაბამისი სახის მტკიცებულება არ არის წარდგენილი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო, 22.11.2023 წლის №28799 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, საბჭოს 28.09.2023 წლის №20054/2/2023 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28799 ბრძანება;

3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აღნიშნა, რომ დებიტორზე თანხის გადახდევინების მოთხოვნის შედეგად საწარმომ პასუხად მიიღო უცხო ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და სიტუაცია (საომარი მდგომარეობა) ასევე შეზღუდვები, ქვეყნიდან თანხის გადინებასთან დაკავშირებით, რადგან აიკრძალა უცხოური ვალუტებში გადარიცხვები. შემოწმების მიმდინარეობისას წარადგინა მის ხელთ არსებული ყველა საჭირო პირველადი დოკუმენტაცია, როგორიცაა შესყიდვის აქტი (ვინაიდან ექსპორტირებული საქონლის შესყიდვა განხორციელებულია 4 ადგილობრივ სოფლებში, დაბებში), შესყიდვის აქტის სისწორის და უტყუარობისათვის მან ასევე წარადგინა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გამყიდველის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული მიწების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ორი მიწის ფართობი იძლეოდა იმის შესაძლებლობას გამყიდველს მოეყვანა შესყიდული საქონელი. ასევე, საწარმომ შემოწმების პერიოდში წარადგინა უცხო ქვეყნის რეზიდენტ საწარმოებთან შედარების აქტები, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. ითხოვს, წარდგენილი 2023 წლის თარიღით გაფორმებული განმეორებითი შედარების აქტების, თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით დებიტორთან წერილობითი მიმართვების და მოთხოვნების გათვალისწინებას. საბჭო მიუთითებს მომჩივნის მიერ წარდგენილ საჩივარზე მიღებულ საბჭოს 28.09.2023 წლის №20054/2/2023 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლი იყო არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, ვინაიდან პროცენტის მიზნებისთვის სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები, საგადასახადო ორგანოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, დებიტორული დავალიანების გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიცირების საფუძველი არ არის დასაბუთებული. სწორედ აღნიშნული არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების შესასწავლად, საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც ხელახლა საჩივრის განხილვისას ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების შედეგად ჩაითვალა, რომ აღნიშნული დებიტორული დავალიანება მიღებული აქვს გადასახადის გადამხდელს და გაცემული აქვს ანგარიშვალდებულ პირზე სესხად. შემოწმების შედეგად დაკვალიფიცირებულ ოპერაციის შინაარს არ დაეთანხმა გადასახადის გადამხდელი და განაცხადა, რომ დაადასტურებდა დებიტორულ დავალიანებას. აღნიშნული თანხა ფორმა შინაარსის მიხედვით დაიბეგრა ფიზიკურ პირზე (დამფუძნებელზე) გაცემულ სესხად. დავის ეტაპზე დებიტორული დავალიანების სათანადო წესით (აპოსტილით) დამოწმებული შედარების აქტის წარდგენის შემთხვევაში ჩაითვლებოდა, როგორც მიუღებელი შემოსავალი, თუმცა გადამხდელის მიერ შესაბამისი სახის მტკიცებულება არ არის წარდგენილი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო, 22.11.2023 წლის №28799 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, საბჭოს 28.09.2023 წლის №20054/2/2023 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“);