გადაწყვეტილება №22328/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22328/2/2024
11 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 21.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22328/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30625 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2024 წლის №001-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3697 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 58 159,71 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 31 550
დღგ - (- 2 782)
საშემოსავლო გადასახადი - 34 332
ჯარიმა - 19 752
საურავი - 6 857,71
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო და სასოფლო პროდუქციის იმპორტი და მათი რეალიზაცია საქართველოში.
აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №001-215 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30625 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილი თანხის დაქირავებული პირის ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული და შესაბამისი წესით დამოწმებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილი თანხის დაქირავებული პირის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30625 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.01.2024 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხებში გათვალისწინებულია საინვოისო ღირებულებები სრულად, რაც წარდგენილია საქონლის განბაჟების დროსაც და კრედიტორული დავალიანება პირის მიმართ არ დასტურდება (ბუღალტრულად გატარებულია სხვა თანხა და ჩამოწერილია ხელზე გადახდილი სხვა თანხები ანგარიშვალდებული პირზე), ამასთან გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას გაცნობილია ელექტრონულად 6.12.2023 წელს და შემოწმებისათვის არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ბრძანებით მოთხოვნილი შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 18.01.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 25.01.2024 წლის №001-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3697 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებში გათვალისწინებულია საინვოისო ღირებულებები სრულად, რაც წარდგენილია საქონლის განბაჟების დროსაც, პირის მიმართ არ დასტურდება კრედიტორული დავალიანება (ბუღალტრულად გატარებულია სხვა თანხა და ჩამოწერილია ხელზე გადახდილი სხვა თანხები ანგარიშვალდებული პირზე). ამასთან, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ბრძანებით მოთხოვნილი შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, არც საჩივარზე თანდართული დოკუმენტები არის შესაბამისი წესით დამოწმებული.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამწუხაროდ, ვინაიდან გვიან ჩამოვიდა კორექტირებულ ინვოისები (დედნები), ვერ მოხდა დადგენილ ვადაში დედანი კორექტირებული ინვოისების აუდიტის დეპარტამენტში წარდგენა. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მიეთითა, რომ კორექტირებულ ინვოისები (დედნები) წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში 24.01.2024 წელს, განცხადება №11354/21-14. სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნულ მტკიცებულებებზე საერთოდ არ იმსჯელა, იმ პირობებში, როცა თავისი გადაწყვეტილებით სწორედ აღნიშნული ინვოისების წარმოდგენა იყო დავალებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30625 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული და შესაბამისი წესით დამოწმებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილი თანხის დაქირავებული პირის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 18.01.2024 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხებში გათვალისწინებულია საინვოისო ღირებულებები სრულად, რაც წარდგენილია საქონლის განბაჟების დროსაც და კრედიტორული დავალიანება პირის მიმართ არ დასტურდება (ბუღალტრულად გატარებულია სხვა თანხა და ჩამოწერილია ხელზე გადახდილი სხვა თანხები ანგარიშვალდებული პირზე), ამასთან გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას გაცნობილია ელექტრონულად 6.12.2023 წელს და შემოწმებისათვის არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ბრძანებით მოთხოვნილი შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
მომჩივანი მიუთითებს, რომ კორექტირებული ინვოისები (დედნები) წარადგინა აუდიტის დეპარტამენტში. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნულ მტკიცებულებებზე საერთოდ არ იმსჯელა, იმ პირობებში, როცა თავისი გადაწყვეტილებით სწორედ აღნიშნული ინვოისების წარმოდგენა დაავალა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ შემოტანილია ტრაქტორები, რომელზეც გამოწერილ ინვოისებში ფასები მითითებულია ბელორუსულ რუბლში. აღნიშნული ტრაქტორები შეფასებულია საბაჟო ორგანოს მიერ, რომლის შეფასება აღემატება ინვოისში მითითებულ ღირებულებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი იყო ინვოისები, საბაჟო ორგანოს მიერ ტრაქტორების ღირებულებაზე შედგენილია შეფასების დასკვნა, მსგავსი საქონლის იმპორტი ხორციელდება, რითაც შესაძლებელია ფასის განსაზღვრა.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3697 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30625 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო და სასოფლო პროდუქციის იმპორტი და მათი რეალიზაცია საქართველოში.
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30625 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილი თანხის დაქირავებული პირის ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული და შესაბამისი წესით დამოწმებული მტკიცებულებები, რაც გადასახადის გადამხდელს მიერ არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154;