ბრძანება N 20182
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20182
15 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2025 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2025 წლის პირველი აგვისტოს №97299/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივლისის №006-259 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სადავო საკითხის დაკმაყოფილების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება, იწვევდა განკარგვადი შემოსავლის კორექტირებას და საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, რადგან თუ დავების განმხილველი ორგანოს მიერ დადგინდებოდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემმოწმებლის მიერ „ვირტუალური (არ არსებული) რეალიზაციებით“ იყო გაზრდილი, მისი შემცირება ასევე იწვევდა განკარგვადი შემოსავლის შემცირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ დღგ-ის მიზნებისთვის „ვირტუალური (არ არსებული) რეალიზაციები“ დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის კი ძალაში დარჩა. თუმცა შემმოწმებელი დასკვნაში განმარტავს, რომ საწარმო სადავო საკითხის ფარგლებში ითხოვს იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დარიცხული (მხოლოდ!) დღგ-ს შემცირებას და ამის გამო არ ახდენს აღსრულების ფარგლებში სალაროს განკარგვადი ნაშთის და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის კორექტირებას (შემცირებას). მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის დაკმაყოფილებით გამოწვეული შედეგის გათვალისწინება საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებულ განკარგვად შემოსავალზე და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13454 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დააკორექტიროს წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით მიღებული/დაბეგრილი თანხები და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შემცირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13454 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 7 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 22 910 ლარი, მათ შორის, გადასახადი 15 273 ლარი და ჯარიმა 7 637 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 11 ივლისის №006-259 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მხრიდან, გათვალისწინდა ავანსის თანხები საგადასახადო ვალებულებების კორექტირების (შემცირების) კუთხით და შემცირდა 22 910 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სადავო საკითხის დაკმაყოფილების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება, იწვევდა განკარგვადი შემოსავლის კორექტირებას და საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, რადგან თუ დავების განმხილველი ორგანოს მიერ დადგინდებოდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემმოწმებლის მიერ „ვირტუალური (არ არსებული) რეალიზაციებით“ იყო გაზრდილი, მისი შემცირება ასევე იწვევდა განკარგვადი შემოსავლის შემცირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ დღგ-ის მიზნებისთვის „ვირტუალური (არ არსებული) რეალიზაციები“ დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის კი ძალაში დარჩა. მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის დაკმაყოფილებით გამოწვეული შედეგის გათვალისწინება საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებულ განკარგვად შემოსავალზე და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს გადასახადის გადამხდელის პოზიციას და განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება ავანსების კუთხით იწვევს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების შემცირებასაც. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით მიღებული/დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საფუძველზე განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით მიღებული/დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საფუძველზე განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის დაკმაყოფილებით გამოწვეული შედეგის გათვალისწინება საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებულ განკარგვად შემოსავალზე და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სადავო საკითხის დაკმაყოფილების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება, იწვევდა განკარგვადი შემოსავლის კორექტირებას და საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, რადგან თუ დავების განმხილველი ორგანოს მიერ დადგინდებოდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემმოწმებლის მიერ „ვირტუალური (არ არსებული) რეალიზაციებით“ იყო გაზრდილი, მისი შემცირება ასევე იწვევდა განკარგვადი შემოსავლის შემცირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ დღგ-ის მიზნებისთვის „ვირტუალური (არ არსებული) რეალიზაციები“ დაექვემდებარა გაუქმებას, ხოლო საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის კი ძალაში დარჩა. მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის დაკმაყოფილებით გამოწვეული შედეგის გათვალისწინება საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებულ განკარგვად შემოსავალზე და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს გადასახადის გადამხდელის პოზიციას და განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება ავანსების კუთხით იწვევს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების შემცირებასაც. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის სახით მიღებული/დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საფუძველზე განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9)' 101(1); 154(1„ა“); 275.