გადაწყვეტილება №17260/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.11.2022
№ დოკუმენტი 17260/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17260/2/2022

11.11.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------------ს 25.07.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17260/2/2022).

 

დავის საგანი:

სალაროდან გაცემული თანხების დაკვალიფიცირება ანგარიშვალდებული პირის (ტექნიკური დირექტორი) ხელფასად და დამფუძნებლებზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №094-183 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.07.2022 წლის №17453 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 341 749 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 184 467

მოგების გადასახადი - 41 469

საშემოსავლო გადასახადი - 142 998

ჯარიმა - 92 234

საურავი - 65 048

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა წყლის სისტემების რეაბილიტაცია/შეკეთების მომსახურების გაწევა, რიგ შემთხვევებში ტენდერებში მონაწილეობის გზით, ასევე, ტექნიკის იჯარით გაცემა და ავტომანქანების სარემონტო მომსახურება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი სალაროს ანგარიშიდან (1110) კომპანიის დამფუძნებელსა და ამასთანავე დაქირავებულ პირზე (--------------) გასცემს თანხებს შინაარსით უპროცენტო სესხის დაბრუნება და კაპიტალის შემცირება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, საბუღალტრო მონაცემების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საბანკო ამონაწერების დამუშავებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, დადგინდა რომ აღნიშნული თანხების სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარს. ამასთან, კომპანიას 2011 წლიდან დღემდე არ უფიქსირდება გაცემული დივიდენდი, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში ხელფასის სახით განაცემი შეადგენს 511 591 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, სალაროდან (1110) გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე (ტექნიკური დირექტორი) ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ამასთან, შემოწმებით, სალაროდან (1110) გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს დამფუძნებლებზე ( ----------, -----------) გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №41650 ბრძანება და №094-183 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.07.2022 წლის №17453 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 982 მუხლის მე3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, მე-100, 101-ე, 154-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. აგრეთვე საგადასახადო ორგანოს პოზიციას არ ეთანხმება, რადგან გადასახადის გადამხდელის მიმართ არასწორად არის შემმოწმებლების მიერ გამოყენებული დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდი - ამ მეთოდით დარიცხვის საფუძველი არ არსებობს. კერძოდ, შემმოწმებლებს გადასახადის გადამხდელთან გამოყენებული დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდის ნაწილში აქტში გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი. აღნიშნული შემმოწმებლებს აქტში ფორმულირებული აქვთ ნაწილობრივ, თუმცა საგადასახადო კოდექსში კითხულობს შემდეგნაირად: საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 მუხლი შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტერიას აწარმოებს ელექტრონული ფორმით, იყენებს საბუღალტრო პროგრამა „ორისს“, სადაც ყველა საბუღალტრო ოპერაციაა გატარებული, ჩანს ნებისმიერი ოპერაციის დასაწყისი და დასასრული, შესაბამისად საწარმოს გააჩნია ყველა საბუღალტრო ოპერაციის შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია.

კომპანიის მიერ შემმოწმებლებზე წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა ელექტრონული ფორმით, აგრეთვე მათი მოთხოვნის შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდზე ყველა დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, დებიტორ-კრედიტორები, სხვადასხვა შევსებული ცხრილები - ელექტრონული ფორმით).

აქედან გამომდინარე შემმოწმებლებს საფუძველი არ ჰქონდათ გამოეყენებინათ ზემოაღნიშნული საგადასახადო კოდექსის მუხლები დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდი და ეხელმძღვანელათ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც რომ კომპანიის დამფუძნებლების მიერ კაპიტალის გაზრდა განხორციელებული აქვთ 2012 წლამდე პერიოდში და მათ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სრულიად უფლება ჰქონდათ კაპიტალის შემცირების გზით მოეხდინათ თანხების მიღება სალაროდან, რაც მოქმედი საგადასახადო კოდექსით გადასახადებით არ იბეგრება. აქედან გამომდინარე, მიუღებელია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადოს ორგანოს პოზიცია.

2012 წელს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამოღებული იქნა კომპანიის მთლიანი საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე არ არის დაბრუნებული, ამიტომ ვერ იქნა წარდგენილი პარტნიორთა კრების ოქმი კაპიტალს შევსებაზე. მიმდინარეობს აღნიშნული კრების ოქმის მოძიება და მისი მოძიების შემთხვევაში კრების ოქმს წარმოადგენს დამატებით. გარდა ამისა 2015 წლის ოქტომბრის თვეში საწარმოს ოფისიდან მოპარული იქნა კომპიუტერული ტექნიკა და საბუღალტრო აღრიცხვის მეხსიერების ბარათი, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. (იხ. ცნობა დანართის სახით).

მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის -----------ის მიმართ სალაროდან მიღებული ადრე შემოტანილი თანხების (უპროცენტო სესხი) უკან დაბრუნების დროს მისი კვალიფიკაციის შეცვლა, ვინაიდან აღნიშნული სესხით დაიფარა წინა პარტნიორის -------------ის ვალდებულება (უპროცენტო სესხი). აღნიშნული თანხა საგადასახდო ორგანოს მიერ დაბეგრილია ორჯერ, ერთხელ როგორც -------------ზე ხელფასის სახით განაცემი, ხოლო მეორედ აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება ჩაითვალა --------------ზე უპროცენტო სესხად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 98-ე მეორე პრიმა მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით. თუნდაც შემმოწმებლების მიერ გამოყენებული მეთოდის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული ოპერაცია უნდა ჩათვლილიყო ბათილად, ვინაიდან ისინი -------------ის მიმართ საწარმოს ვალდებულებას (უპროცენტო სესხი) 2018 წლის 1 იანვრისათვის არ აღიარებენ, შესაბამისად -------------ის მიერ სესხის სახით შემოტანილი თანხა ------------ზე ვალდებულების (უპროცენტო სესხი) დასაფარავად, უნდა ჩათვლილიყო აღნიშნული ოპერაცია ბათილად და არ უნდა განხილულიყო, როგორც ხელფასის სახით განაცემი, შესაბამისად ბათილად უნდა ცნობილიყო ---------------ზე უკან დაბრუნებული სესხის თანხები. აღნიშნული ოპერაცია ფინანსური თვალსაზრისით სალაროს (1110) ანგარიშზე ნაშთების ანალიზის დროს გავლენას არ იქონიებდა.

დავის განხილვის დროს შემმოწმებელმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა არ არის დაბეგრილი და დაბეგრილი იქნა -------------ზე სხვა გაცემული თანხები, თუმცა დოკუმენტაცია სხვა გაცემული თანხების შესახებ საწარმოსთვის არ წარუდგენია.

გადმოგზავნილ გადასახადების გაანგარიშების ელექტრონულ ცხრილების და აქტის გადასახადის დარიცხვის ნაწილის შედარებით -------------ზე გაცემული თანხები შემმოწმებლების მიერ ჩათვლილია უპროცენტო სესხად და დაბეგრილია შესაბამისი გადასახადებით. ამასთან განმარტავს, რომ სესხის დაბრუნების თანხების გარდა შესამოწმებელ პერიოდში --------------ზე სხვა თანხები არ გაცემულა, რის დასტურადაც დანართის სახით წარმოადგენს სალაროს შემოსავალგასავლის ბარათს, რომელიც აგრეთვე შემოწმების პროცესის დროს მიწოდებული იქნა აუდიტორებისათვის. აგრეთვე წარმოადგენს --------------ის სასესხო ხელშეკრულებას. (იხ.დანართი 2, 3).

კომპანია არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას 2018 წლის 1 იანვრისათვის ბალანსზე არსებული ფიზიკური პირი -------------ის მიმართ საწარმოს სასესხო ვალდებულების არ აღიარებას და აღნიშნული ვალდებულების დასაფარად გადახდილი თანხების ხელფასის სახით დაკვალიფიცირებას, კერძოდ, საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის ფიზიკური პირი -------------ის მიერ, საწარმოს ფუნქციონირების სხვადასხვა პერიოდში საქმიანობიდან გამომდინარე, ხდებოდა თანხების შეტანა სალაროში საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაფართოებლად (ძირითადი საშუალებების, სატრანსპორტო საშუალებების, ადმინისტრაციული და სასაწყობე შენობების კაპიტალური რემონტი და სხვა მასალების შეძენა). ბოლო სასესხო ხელშეკრულება გაფორმებულია 2006 წელს, რომელიც წარდგენილია შემმოწმებლებისათვის. არ ეთანხმება 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით შემმოწმებლების ჩატარებულ ანალიზს, ვინაიდან ის არ შეესაბამება რეალობას. როგორც ზემოთ აღნიშნა საწარმოს ოფისი გაიქურდა და მოპარული იქნა კომპიუტერული ტექნიკა და საბუღალტრო აღრიცხვის მეხსიერების ბარათი. აქედან გამომდინარე, საწარმოს არ გააჩნდა 2015 წლამდე პერიოდის საბუღალტრო პროგრამის ელექტრონული ვერსია და შესაბამისად ვერ იქნა წარდგენილი შემმოწმებლებისათვის წინა პერიოდების ბუღალტრული ბალანსები და მოგება-ზარალის ანგარიშგებები. თუმცა საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2012 – 2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებით მიღებული დასაბეგრი მოგებები გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე შემმოწმებლების მიერ ანალიზის საფუძველზე დათვლილი გასანაწილებელი მოგებები.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილი 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით და 2017 წლის მოგების გადასახადით დასაბეგრი მოგება შეადგენს 1408237 ლარს. აქედან დარიცხული მოგების გადასახადი შეადგენს 167735 ლარს, წმინდა მოგება 1105932 ლარს. წინა საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითებოდა მხოლოდ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხარჯები, ხოლო რიგი ხარჯები გამოქვითვას არ ექვემდებარებოდა. მის მიერ დათვლილი, წარმოდგენილია 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ის ხარჯები რომლებიც არ აისახა მოგების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციებში, მაგრამ ასახვა ჰპოვა კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებში (ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი ნაკადების მოძრაობა.( იხ. დანართი 4)), რომელმაც მისი დათვლებით შეადგინა 1530955 ლარი (შეძენილი ქონების ღირებულება, დარიცხული საურავები, ჯარიმები, შემოწმებით დარიცხული გადასახადები, ხელშეკრულებებით დარიცხული პირსაგამტეხლო და ჯარიმები, მათზე დარიცხული და გადახდილი დღგ). აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიას 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მიღებული აქვს ზარალი დაახლოებით 430 000 ლარით. თუ გავითვალისწინებთ 2012 წლამდე პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების აქტით სალაროში არსებული ფულის ნაშთის დივიდენდად გაცემულად ჩათვლას (სალაროს განულება) საწარმო საჭიროებდა დამატებითი ფულადი სახსრების მოძიებას, რომელიც შემოტანილი იყო დამფუძნებელი პარტნიორების მიერ, კერძოდ, ფულადი სახსრები უპროცენტო სესხის სახით შემოტანილია -------------ის მიერ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. დადგენილია, რომ საწარმოზე დამატებითი თანხების დარიცხვის საფუძველია, ის გარემოება, რომ სალაროს ანგარიშიდან თანხების სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარს. ამასთან, კომპანიას 2011 წლიდან არ უფიქსირდებოდა გაცემული დივიდენდი, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში ხელფასის სახით განაცემი შეადგენს 511 591 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, სალაროდან (1110) გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე (ტექნიკური დირექტორი) ხელფასის სახით განაცემად, ასევე, სალაროდან (1110) გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს დამფუძნებლებზე ( ------------, ------------ ) გაცემულ უპროცენტო სესხად.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ ბუღალტერიას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მეშვეობით, სადაც ყველა საბუღალტრო ოპერაციაა გატარებული, ჩანს ნებისმიერი ოპერაციის დასაწყისი და დასასრული, საწარმოს გააჩნია ყველა საბუღალტრო ოპერაციის შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია. მიზანშეუწონლია 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის -------------ის მიმართ სალაროდან მიღებული ადრე შემოტანილი თანხების (უპროცენტო სესხი) უკან დაბრუნების დროს მისი კვალიფიკაციის შეცვლა, ვინაიდან აღნიშნული სესხით დაიფარა წინა პარტნიორის --------------ის ვალდებულება (უპროცენტო სესხი). აღნიშნული თანხა საგადასახდო ორგანოს მიერ დაბეგრილია 2-ჯერ, ერთხელ როგორც -------------ზე ხელფასის სახით განაცემი, ხოლო მეორედ აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება ჩაითვალა -------------ზე უპროცენტო სესხად გაცემულად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. არ ეთანხმება -------------ის მიმართ საწარმოს სასესხო ვალდებულების არ აღიარებას და აღნიშნული ვალდებულების დასაფარად გადახდილი თანხების ხელფასის სახით დაკვალიფიცირებას, კერძოდ, საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის ფიზიკური პირი --------------ის მიერ, საწარმოს ფუნქციონირების სხვადასხვა პერიოდში საქმიანობიდან გამომდინარე, ხდებოდა თანხების შეტანა სალაროში საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაფართოებლად (ძირითადი საშუალებების, სატრანსპორტო საშუალებების, ადმინისტრაციული და სასაწყობე შენობების კაპიტალური რემონტი და სხვა მასალების შეძენა). ბოლო სასესხო ხელშეკრულება გაფორმებულია 2006 წელს, რომელიც წარდგენილია შემმოწმებლებისათვის.

მომჩივანი არ ეთანხმება 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით შემმოწმებლების ჩატარებულ ანალიზს, მიაჩნია, რომ ის არ შეესაბამება რეალობას. რაც დასტურდება საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2012 – 2016 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებით მიღებული დასაბეგრი მოგებები გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე შემმოწმებლების მიერ ანალიზის საფუძველზე დათვლილი გასანაწილებელი მოგებები. მის მიერ დათვლილი და წარმოდგენილია 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ის ხარჯები რომლებიც არ აისახა მოგების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციებში, მაგრამ ასახვა ჰპოვა კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებში (ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი ნაკადების მოძრაობა.( იხ. დანართი 4)), რომელმაც მისი დათვლებით შეადგინა 1 530 955 ლარი (შეძენილი ქონების ღირებულება, დარიცხული საურავები, ჯარიმები, შემოწმებით დარიცხული გადასახადები, ხელშეკრულებებით დარიცხული პირსაგამტეხლო და ჯარიმები, მათზე დარიცხული და გადახდილი დღგ). კომპანიას 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მიღებული აქვს ზარალი დაახლოებით 430 000 ლარით, თუ გავითვალისწინებთ 2012 წლამდე პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების აქტით სალაროში არსებული ფულის ნაშთის დივიდენდად გაცემულად ჩათვლას (სალაროს განულება) საწარმო საჭიროებდა დამატებითი ფულადი სახსრების მოძიებას, რომელიც შემოტანილი იყო დამფუძნებელი პარტნიორების მიერ, კერძოდ, ფულადი სახსრები უპროცენტო სესხის სახით შემოტანილია ---------------- მიერ.

მხარეთა არგუმენტაციის შესწავლის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ საჩივარში მოყვანილი გარემოებები და მტკიცებულების სახით წარმოდგენილი დოკუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით უნდა დაევალოს:

ა) მომჩივანს - აუდიტის დეპარტამენტისთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა;

გ) აუდიტის დეპარტამენტს - მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.07.2022 წლის №17453 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დასახელებული მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;

5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.