ბრძანება N 8352

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.04.2024
№ დოკუმენტი 8352
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8352

12 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 2 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მარტის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 მარტის №21933/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 2 ნოემბრის №84602/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №001-237 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი მიუთითებს არცოდნაზე და ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხის ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 ივნისის №14497 ბრძანების საფუძველზე ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში აქციზის გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 9 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №25357 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-237 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 323 580 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 159 408 ლარი, ჯარიმა 79 704 ლარი და საურავი 84 468 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 2 ნოემბერს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32663 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32663 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 6 მარტის №21933/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 დეკემბრის №32663 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 მარტის №21933/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის დამატებით შესწავლას მოითხოვს საქმის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32663 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით „----------“ 2022 წლის 1 აპრილს შერჩეული პირისგან შპს „----------“ (ს/ნ ----------) შეძენილი აქვს 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა, რომლის სრულად გამოყენება ან დაბრუნება გასს-ის მონაცემებზე დაყრდნობით ვერ დგინდება. ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა შერჩეული პირის მიერ „----------“ გაცემული აქციზური მარკების გამოყენების და მის მიერ დაბრუნებული აქციზური მარკების შესახებ მონაცემები. მომსახურების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ „----------“ გატანილი აქვს 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა. ამასთან, გატანილი აქციზური მარკების შერჩეული პირის ბაზაში აქტივაციის და გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების ფაქტი არ ფიქსირდება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის აპრილის თვიდან 2022 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით იმპორტირებულია 160 ერთეული 30 ლიტრიანი კასრი ლუდი. ვინაიდან „----------“ აქციზური მარკები გაცემულია 2022 წლის 1 აპრილს და მარკების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში არ მომხდარა გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნება, ითვლება სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქევყნის შიგნით მიწოდებად და ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად გადამხდელს დაერიცხა აქციზი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია:

ა) დასაბეგრი ოპერაცია;

ბ) აქციზური საქონლის იმპორტი;

გ) აქციზური საქონლის ექსპორტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ალკოჰოლიანი სასმლისთვის – ალკოჰოლიანი სასმლის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. 6 თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის ითვლება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენს ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი, იმავე ნაწილებით გათვალისწინებული აქციზით დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობისას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 1 აპრილს შერჩეული პირისგან შეძენილი აქვს 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა, რომლის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში არ განუხორციელებია გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ ადგილზე აქვს გაუხარჯავი და დაუზიანებელი აქციზური მარკები. მისი გამოყენება ვერ მოხერხდა იმის გარემოების გამო, რომ რუსეთიდან ახორციელებდა ლუდის იმპორტს და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში არსებულმა მაღაზიებმა უარი განაცხადეს რუსული წარმოების ლუდის მიღებაზე. ამასთან, მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი მოთხოვნის არცოდნაზე და ითხოვა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აქციზის შემცირება გაუხარჯავი აქციზური მარკების ნაწილში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს;

ბ) განსაზღვრულ ვადაში გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების მიზნით მომსახურების დეპარტამენტისთვის მიმართვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს არ ჩაეთვალოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი ვადა დარღვეულად;

გ) დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, უზრუნველყოს გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება;

დ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში აქციზური მარკების დაუბრუნებლობის გამო აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად განხილვის საფუძვლით, აქციზის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების მიზნით მომსახურების დეპარტამენტისთვის მიმართვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს არ ჩაეთვალოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი ვადა დარღვეულად;

გ) დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს უზრუნველყოს გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება;

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე7 ნაწილით დადგენილ ვადაში აქციზური მარკების დაუბრუნებლობის გამო აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად განხილვის საფუძვლით, აქციზის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი მიუთითებს არცოდნაზე და ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხის ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 1 აპრილს შერჩეული პირისგან შეძენილი აქვს 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა, რომლის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში არ განუხორციელებია გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნება. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ ადგილზე აქვს გაუხარჯავი და დაუზიანებელი აქციზური მარკები. მისი გამოყენება ვერ მოხერხდა იმის გარემოების გამო, რომ რუსეთიდან ახორციელებდა ლუდის იმპორტს და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში არსებულმა მაღაზიებმა უარი განაცხადეს რუსული წარმოების ლუდის მიღებაზე. ამასთან, მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი მოთხოვნის არცოდნაზე და ითხოვა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აქციზის შემცირება გაუხარჯავი აქციზური მარკების ნაწილში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს; ბ) განსაზღვრულ ვადაში გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების მიზნით მომსახურების დეპარტამენტისთვის მიმართვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს არ ჩაეთვალოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი ვადა დარღვეულად; გ) დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, უზრუნველყოს გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; დ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში აქციზური მარკების დაუბრუნებლობის გამო აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად განხილვის საფუძვლით, აქციზის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 192(7); 269(7); 275.