ბრძანება N 4552
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4552
10.03.2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 26 იანვრის და 6 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №13647/21 საჩივარი (დაზუსტებული საჩივარი №20853/21), რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №AA1428051, 23 დეკემბრის №AA1428766, №011-13428, №011-13429, №011-13430, №011-13431, №011-13432, №011-13433, №011-13434, №011-13436, №011-13437, №011-13438, №011-13440, №011-13442, №011-13455, №011-13457, №011-13459, №011-13461, №011-13462, №011-13463, №011-13465, №011-13469, №011-13474, №011-13475, №011-13476 და №011-13477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 17 იანვარს განცხადებით დააზუსტა 2019 წლის ყველა თვის უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები და გაანულა დარიცხვები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ გამოიკვლია გარემოებები და მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი დეკლარაციები, რითაც სახეზეა სადავო ოქმების ბათილობის კანონით განსაზღვრული საფუძვლები.
ამასთან, აღნიშნავს, რომ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერი გადამხდელის კრიტერიუმებს და მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. კომპანია ყოველთვის კეთილსინდისიერად იხდიდა გადასახადებს და დაარსების დღიდან მის მიმართ გამოვლენილი არ ყოფილა საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო ოქმების ბათილად ცნობას და ჯარიმებისგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „----------“ (სნ ----------) მიერ 2022 წლის 20 დეკემბერს დაგვიანებით იქნა წარმოდგენილი 2019 წლის იანვრიდან-დეკემბრის თვის ჩათვლით უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ს თანხის გაანგარიშებები და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა №011-13428, №011-13429, №011-13430, №011-13431, №011-13432, №011-13433, №011-13434, №011-13436, №011-13437, №011-13438, №011-13440, №011-13442, №011-13455, №011-13457, №011-13459, №011-13461, №011-13462, №011-13463, №011-13465, №011-13469, №011-13474, №011-13475, №011-13476 და №011-13477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 458006.32 ლარის ოდენობით.
ამასთან, გადამხდელის მიერ დაგვიანებით, 2022 წლის 20 დეკემბერს წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნილი საბანკო ანგარიშების შესახებ (ანგარიშების გახსნის თარიღებია 2020 წლის 29 ნოემბერი და 2022 წლის 20 დეკემბერი), რაზეც 2022 წლის 21 დეკემბერს და 23 დეკემბერს შედგენილი იქნა №AA1428051 და №AA1428766 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები. აღნიშნული ოქმების საფუძველზე, გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, დაეკისრა სანქცია 100-100 ლარის ოდენობით.
სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2022 წლის 26 დეკემბერს (საჩივარი წარმოდგენილია 2023 წლის 25 იანვარს საფოსტო გზავნილით).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებული არიან საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 23-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს №I-21 დანართის შესაბამისი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ცნობაში ასახული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს მიერ შეიტანება მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმებში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტებს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.