ბრძანება N 193

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.01.2021
№ დოკუმენტი 193
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 193

18/01/2021

შპს -----

(მის.: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 27 აგვისტოს №174250/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 ივლისის №001-174 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელის განმარტებით, იმპორტირებული საქონლის რეალურ მფლობელად მიჩნეული იქნა შპს ----- და მას დაეკისრა საქონელზე დღგ-ის და აქციზის გადახდა. მომჩივანი მიიჩნევს, რომ კომპანია უფლებამოსილია, ჩაითვალოს დღგ იმავე საანგარიშო პერიოდში, როდესაც მოხდა მისი დარიცხვა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 აგვისტოს №29128 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 09 აგვისტოდან 2019 წლის 01 აგვისტომდე. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 14 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2020 წლის 28 ივლისის №21621 ბრძანება და 30 ივლისის №001-174 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 978379 ლარით, მათ შორის: გადასახადი 559567 ლარი, ჯარიმა 264024 ლარი და საურავი 154788 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს ----- ს, შპს ----- ს და შპს ----- ს ხელმძღვანელი პირების მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ----- ს დირექტორის მიერ ყალბი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურების გამოწერის გზით შპს ----- ს ბარათზე აისახა დღგ-ის ჩასათვლელი აქტივების ზედმეტობა. შპს ----- ს დირექტორები შპს ----- ს და ,,-----’-ის’ დირექტორებთან ერთად წინასწარ, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, შეკავშირდნენ და განიზრახეს ყალბი საბაჟო ინვოისების დამზადების გზით შპს ----- ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ალკოჰოლური სასმელების შპს ----- ს ბალანსზე ასახვა, განბაჟებისას კუთვნილი გადასახადების შპს ----- ს პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დღგ-ის ზედმეტობიდან ჩამოჭრა და შემდგომში ასევე ყალბი ანგარიშ-ფაქტურების შედგენის გზით შპს ----- ს ბალანსიდან უკვე განბაჟებული პროდუქციის შპს ----- ს ბალანსზე გადაყვანა.

ყალბი ოპერაციების საფუძველზე წარმოქმნილი საკრედიტო დავალიანების დასაფარად შპს ----- ს სალაროდან გაცემული 504996.3 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად იმ საანგარიშო პერიოდებში, როცა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით სალაროდან ეს განაცემები ფიქსირდება. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

აღწერილი გარემობებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ოპერაცია განხორციელებულია მხოლოდ გადაწერებით, იმპორტირებული საქონლის რეალურ მფლობელად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიჩნეული იქნა შპს ----- , რომლესაც დაეკისრა შპს ----- ს სახელით განბაჟებულ საქონელზე გადახდილი დღგ და აქციზის გადასახადი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია იმპორტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ს ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დღგ-ის ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემმოწმებლის მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრული იქნა კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადამხდელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლისა საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს 2020 წლის 27 აგვისტოს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.