ბრძანება N 20448
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20448
17 .08. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- ------------ის (პ/ნ -----------------)
(ფაქტ. მის: ----------------------------)
2023 წლის 25 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა ----- ------------ის (პ/ნ -----------------) №127133/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №EL217064 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ Taobao.com-იდან გამოიწერა 20 ცალი მობილური ტელეფონის დამტენი „apple“-ის სასაქონლო ნიშნით, რომლის შემოტანის უფლება თურმე არ ჰქონდა. აღნიშნულის თაობაზე არ იყო ინფორმირებული. ამავე ამანათში განთავსებული ყოფილა 30 ცალი USB კაბელი, რაც მომჩივნის განმარტებით მისთვის ასევე არ იყო ცნობილი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ჩამოწეროს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 29 ივნისს, საფოსტო გადამზიდავ ----- ------------ის (პ/ნ -----------------) მიერ, ---- -------ის კუთვნილ №------ საფოსტო გზავნილზე, 2023 წლის 12 ივნისის №------ ინვოისის საფუძველზე, დარეგისტრირდა №----/------ საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „ORACLE”-ს მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის დათვალიერების მიზნით, უფლებამოსილი მებაჟეოფიცრის მიერ მოხდა საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ის „წითელ დერეფანში“ გადაყვანა.
დათვალიერების შედეგად, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაცხადებულ ტელეფონის დამტენებთან ერთად, საფოსტო გზავნილში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – 30 ცალი „USB“ კაბელი, რის გამოც ----/---- საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ში განხორციელდა შესაბამისი ცვლილება, მაგრამ დეკლარაცია არ დასრულებულა და მიმდინარეობს საბაჟო პროცედურები.
საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის N15682 ბრძანებით შეჩერებულ იქნა საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურა, რადგან ის ნიშანდებული იყო სასაქონლო ნიშნით „Apple“ და სავარაუდოდ წარმოებული იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევით, რაც დაადასტურა ----- --------მაც (2023 წლის 10 ივლისის განცხადებით).
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 19 ივლისს შედგენილი №EL217064 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- ------ეს შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის შემოტანაში, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- ------------ის (პ/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბრაძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საფოსტო გადამზიდავის მიერ, მომჩივანის კუთვნილ საფოსტო გზავნილზე, ინვოისის საფუძველზე, დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „ORACLE”-ს მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის დათვალიერების მიზნით, უფლებამოსილი მებაჟეოფიცრის მიერ მოხდა საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ის „წითელ დერეფანში“ გადაყვანა.
დათვალიერების შედეგად, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაცხადებულ საფოსტო გზავნილში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი, რის გამოც საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ში განხორციელდა შესაბამისი ცვლილება, მაგრამ დეკლარაცია არ დასრულებულა და მიმდინარეობს საბაჟო პროცედურები.
საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებით შეჩერებულ იქნა საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურა, რადგან ის ნიშანდებული იყო სასაქონლო ნიშნით და სავარაუდოდ წარმოებული იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევით, რაც განცხადებით დაადასტურა მომჩივანმაც .
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №EL217064 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:6; 13; 163(1); 168(3);