ბრძანება N 20458
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20458
17 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 31 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა ----------- (პ/ნ ------------) №82738/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 ივლისის №EL218432 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გადამზიდი კომპანიის საშუალებით ჩამოიტანა ამანათი. დაადეკლარირა დადგენილი წესით, საბაჟოზე შემოსვლის დროს დადგინდა, რომ დეკლარაციაში ნივთის ღირებულების თანხის ვალუტა კანადური დოლარის ნაცვლად მითითებულია ჩინური იუანი.
ამანათის დეკლარირების დროს შევსებულ ინვოისში სწორად არის მითითებული ნივთის ღირებულება, ტექნიკური ხარვეზი გახლავთ ვალუტის დასახელების შეცდომით მითითება. ამასთან უცნობი იყო ინვოისში უნდა მიეთითებინა ნივთის შიდა ტრანსპორტირების საფასური. ანალოგიური შეცდომა შეიძლება დაემართოს ყველას. ნივთში გადახდილია 250 კანადური დოლარს დამატებული 60 კანადური დოლარი, ხოლო ოქმში მითითებულია ამერიკული დოლარი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ჩამოეწეროს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 27 ივლისს შპს „-----------“ (ს/ნ -----------) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ------------- სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №------------საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 250 ჩინური იუანი.
გამომდინარე იქიდან, რომ ------------ კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 250 ჩინურ იუანად, ზოგადი დეკლარირებისას გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში.
მებაჟე-ოფიცრის მიერ ამანათზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა, კერძოდ: 250 ჩინურ იუანის ნაცვლად საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ ნასყიდობის დოკუმენტის თანახმად შეადგინა 310 კანადური დოლარი. აღნიშნულმა კი გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება - 141,37 ლარის ოდენობით.
ვინაიდან ------------ მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 31 ივლისს შედგენილი №EL218432 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ------------ სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 177.4 ლარის ოდენობით.
---------- №---------- საფოსტო გზავნილზე არ წარმოუდგენია დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.
საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 11 აგვისტოს №19818 ბრძანებით ფიზიკური პირი ---------- (პ/ნ ---------- ) მიმართ 2023 წლის 31 ივლისს შედგენილ
№---------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში გასწორდა შეცდომა და მე-4 გრაფაში („საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი), ნაცვლად 310 $-ისა, მიეთითა 310 კანადური დოლარი, ხოლო მე-6 გრაფაში („შეფარდებული საბაჟო სანქცია“) მითითებული საჯარიმო სანქცია 177.4 ლარი შეიცვალა სანქციით: 141.37 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანას, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.------------- (პ/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს ჩამოეწეროს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები
მებაჟე-ოფიცრის მიერ ამანათზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:13;163(1);167(1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტი