გადაწყვეტილება №22799/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2024
№ დოკუმენტი 22799/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22799/2/2024

04 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 7.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22799/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის №081-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4087 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 194 339,48 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 112 481

დღგ - 99 726

საშემოსავლო გადასახადი - 12 765

ჯარიმა - 56 246

საურავი - 25 602,48

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით, კერძოდ, ---------- ვაჭრობა ლობიოთი, ხახვით, ნიორით, ყურძნითა და ბროწეულით.

აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2023 წლის №22505 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 1.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც სადავო საკითხზე მითითებულია რომ:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით, ასევე არ აქვს ფაქტიური სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მეწარმე ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ გააჩნია, აქედან გამომდინარე, შემოწმებამ გამოიყენა აუდირებული ფასნამატი, რომელიც გავრცელდა მეწარმის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (რპთ-ზე). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა და გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, წარდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდული საქონლის/მომსახურებისთვის გადახდილი თანხები. შედეგად, გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის გამოსაქვითი ხარჯები და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 105- ე მუხლების შესაბამისად, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 9.11.2023 წლის №27647 ბრძანება და 10.11.2023 წლის №081- 281 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 6.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 29.12.2023 წლის №33927 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, კერძოდ, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 31.01.2024 წელს შედგენილია დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები სულ შემცირდა 12 358 ლარით, მათ შორის, გადასახადი 8 239 ლარით და ჯარიმა 4 119 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის №2018 ბრძანება და ამავე თარიღის №081-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 11.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.02.2024 წლის №4087 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ, შესაბამისად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები. შედეგად, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამავდროულად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის ნაწილში საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადაანგარიშების შედეგად დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ რატომ არ მოხდა საშემოსავლო გადასახადთან ერთად დღგ-ში დარიცხული თანხის ცვლილება გაურკვეველია, ასევე არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის ნაწილში საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხულ თანხას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, კერძოდ, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წელს შედგენილი დასკვნის თანახმად, მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ, შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები. თუმცა, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის ნაწილში საშემოსავლო გადასახადი 1%-იანი და 3%-იანი განაკვეთებით.

მომჩივნისთვის გაუგებარია რატომ არ მოხდა საშემოსავლო გადასახადთან ერთად დღგ-ში დარიცხული თანხის ცვლილება და ასევე, რატომ დაერიცხა მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის ნაწილში დამატებით საშემოსავლო გადასახადი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წელს შედგენილი დასკვნის თანახმად, მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ, შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები. თუმცა, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის ნაწილში საშემოსავლო გადასახადი 1%-იანი და 3%-იანი განაკვეთებით. მომჩივნისთვის გაუგებარია რატომ არ მოხდა საშემოსავლო გადასახადთან ერთად დღგ-ში დარიცხული თანხის ცვლილება და ასევე, რატომ დაერიცხა მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის ნაწილში დამატებით საშემოსავლო გადასახადი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33927 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 304(21).