ბრძანება N 26504

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.12.2024
№ დოკუმენტი 26504
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26504

17 დეკემბერი 2024

ბრძანება

"--------"--ის (პასპ/ნ "---------")

(მის.: "---------")

2024 წლის 14 და 29 ნოემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №131) განიხილა "---------"-ის (პასპ/ნ "---------") №189363/21 და №198022/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 15 ოქტომბრის №EL264865 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ ტვირთი იყო ტრანზიტული და საქართველოსთვის არ ქმნის ფინანსურ ხარჯებს. "-------"-ში დოკუმენტების დამუშავებისას მოხდა შეცდომა, რაც არ იყო მისი ბრალი. საბუთების მიღებისას ეს შეცდომა არ შეუმჩნევია და ეჭვიც არ ჰქონდა, რომ საბუთებში იყო შეცდომა. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 15 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „------- -ის“ კონტროლის ზონაში "-------"-ის მხრიდან შემოვიდა ტრანზიტულად, "-------"-ის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება №"---------", რომელსაც მართავდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე "-------". აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერა №"---------" აღრიცხვის მოწმობა, რომელსაც რისკის პროფილის მიხედვით განესაზღვრა „აწონვა და სკანირება“. სკანირების შედეგად სატრანსპორტო საშუალების მისაბმელში დეკლარირებული ახლადმოჭრილი ალსტრომერიის (საერთო წონა 4284 კგ.) ნაცვლად, აღმოჩენილ იქნა ალსტრომერიის ნერგები (საერთო წონა - დაახლოებით 4045 კგ).

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „------- -ის “ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 16 ოქტომბერს შედგენილი №EL264865 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით "-------"-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გადახდილ იქნა მის მიერ იმავე დღეს (საგადახდო დავალება №"-------").

იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო მომჩივანი დაჯარიმებულია 2024 წლის 28 სექტემბერს №EL263491 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის შესაბამისად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ტრანზიტის პროცედურის მფლობელის ვალდებულება შესრულდება და ტრანზიტის პროცედურა დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინა დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან წარდგენილ იქნა საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილი კი მიუთითებს, რომ საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, ჩადენილი განმეორებით – იწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი "---------"-ის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებში, დეკლარირებული ახლადმოჭრილი ალსტრომერიის (საერთო წონა 4284 კგ.) ნაცვლად, აღმოჩენილ იქნა ალსტრომერიის ნერგები (საერთო წონა - დაახლოებით 4045 კგ). შესაბამისად მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს (ჩადენილი განმეორებით), რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "---------"-ის (პასპ/ნ "---------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გადახდილ იქნა მის მიერ იმავე დღეს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

120,163,168.