ბრძანება N 5585

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 21.03.2023
№ დოკუმენტი 5585
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5585

21.03.2023

შპს „---------” (ს/ნ ---------)

(მის.: -------------)

2023 წლის 21 მარტის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) იმსჯელა შპს „ ----“ (ს/ნ ---- ) 2023 წლის 15 თებერვლის №79115/1/2023 საჩივარზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №006-688 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს, კერძოდ, საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი.

ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა. ამასთან, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ხარვეზის არსებობის მიუხედავად მიიღოს საჩივარი წარმოებაში, თუ იგი არსებითად არ უშლის ხელს საჩივრის განხილვას. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-15 მუხლის პირველ, მე-2, 21 და მე-3 პუნქტების თანახმად:

1. მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აპარატი ადგენს, შეიცავს თუ არა საჩივარი ხარვეზს.

2. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის დასაშვებობა სადავოა, აპარატი ითხოვს დამატებით ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას.

2 1 . იმ შემთხვევაში, თუ საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მომჩივანი ამყარებს თავის მოთხოვნებს, დავის განმხილველი ორგანო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მომჩივანს უდგენს ხარვეზს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

3. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, საჩივრის განხილვა ჩერდება ხარვეზის შესახებ შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან ხარვეზის სრულად გამოსწორების მომდევნო დღემდე, ხოლო მომჩივანს მიეცემა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საჩივრის განხილვა განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი დადგენილ ვადაში სრულად გამოასწორებს აპარატის მიერ მითითებულ ხარვეზს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 15 თებერვალს წარმოდგენილია საჩივარი, რომლიდანაც არ ირკვევა მოთხოვნის არსი. ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-15 მუხლის 21 პუნქტის მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის №21-04/13309 წერილით, შპს „------“ (ს/ნ ---) საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადა.

აღნიშნული ხარვეზის წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თუმცა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით შემოსავლების სამსახურში საჩივარი არ წარმოუდგენია

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, ხოლო მომჩივნის მიერ, დადგენილ ვადაში არ არის გამოსწორებული აპარატის მიერ მითითებული ხარვეზი. ამასთან, სახეზე არ არის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებულ „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-15 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განახლების საფუძვლები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №006-688 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ ----) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითთხი

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საჩივარი, რომლიდანაც არ ირკვევა მოთხოვნის არსი.

 

ფაქტობრივი გარემოება

გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 15 თებერვალს წარმოდგენილია საჩივარი, რომლიდანაც არ ირკვევა მოთხოვნის არსი. ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-15 მუხლის 21 პუნქტის მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის წერილით, გადასახადის გადამხდელის საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადა. აღნიშნული ხარვეზის წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თუმცა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით შემოსავლების სამსახურში საჩივარი არ წარმოუდგენია.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, ხოლო მომჩივნის მიერ, დადგენილ ვადაში არ არის გამოსწორებული აპარატის მიერ მითითებული ხარვეზი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №006-688 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 300 (1„გ“) (2) (3); 301 „ვ“ ;

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებულ „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-15 მუხლის მე-8 ნაწილი.