გადაწყვეტილება №25471/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.08.2025
№ დოკუმენტი 25471/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25471/2/2025

11 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ - ის “ 16.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25471/2/2025).

 

დავის საგანი:

1. ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული საცხოვრებელი ფართების საბაზრო ფასი;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №002-50 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13448 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 36 728.10 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 21 309

დღგ - 16 154

მიწა - არასასოფლო - 751

მოგების გადასახადი - 4 404

ჯარიმა - 10 404

საურავი - 5 015.10

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ნოემბრის №24132 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 ოქტომბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 29 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №8873 ბრძანება და №002-50 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 36 728.10 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 4 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 25 ივნისის №13448 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული საცხოვრებელი ფართების საბაზრო ფასი

ფაქტების აღწერა

- საწარმო ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და აშენებული საცხოვრებელი ფართების რეალიზაციას შავი კარკასის მდგომარეობით. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გაწეული აქვს 467 739 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურება "-------"-სთვის (საცხოვრებელი ფართი, ------ ქუჩა).

გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 851 350 ლარს, ხოლო შემოწმებით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 1 941 099 ლარის ოდენობით. მომჩივნის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2022-2024 წლების საანგარიშო პერიოდში საწარმომ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ფართები, ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში, რაც არ არის დაბეგრილი სრულად. სულ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიწოდებულია 22 ბინა და 11 ავტოსადგომი. საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასები მერყეობს 1 კვ.მ-ზე 244 აშშ დოლარიდან 650 აშშ დოლარამდე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ბალანზე ირიცხება 3 საცხოვრებელი ფართი და 1 ავტოსადგომი. ასევე, კომპანიამ ურთიერთდამოკიდებულ პირებს მიაწოდა საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება საბაზრო ფასისგან. კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ფართების საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე შეადგენს 404 აშშ დოლარს. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე, 159-ე, 161-ე და 164-ე მუხლებით, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩართულ იქნა დღგის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმების შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 89 749 ლარით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული აქვს საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება საბაზრო ფასისგან. კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირზე (დამფუძნებლის მამა) მიწოდებული ფართების საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე შეადგენს 358 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც იმავე საანგარიშო პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება საშუალოდ შეადგენდა 450 აშშ დოლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის დადგენილი სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-19, მე-18, 96-ე, 97-ე, 981,159-ე, 163-ე, 164-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ ურთიერთდამოკიდებულ პირს საცხოვრებელი ფართები მიაწოდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, განმარტავს, რომ საცხოვრებელი ფართების მიწოდების ოპერაციაზე, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, საბაზრო ფასის განსაზღვრა და დღგ-ის/მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტი ედავება იმ ფაქტზე, რომ კომპანიამ ფართები მიყიდა ურთიერთდამოკიდებულ პირს საბაზრო ფასზე დაბალ ფასად, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ფართები გაცემულია (გაყიდულია) ურთიერთდამოკიდებულ პირზე - დამფუძნებლის მამაზე, ფასი იმ დროისთვის შეესაბამებოდა საბაზრო ღირებულებას და არ მომხდარა ფასის ხელოვნური კორექტირება.

მომჩივანი ითხოვს დარიცხული დღგ-ს და მოგების გადასახადის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული აქვს ორი საცხოვრებელი ბინა, რომელთაგან ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებამ შეადგინა 337 აშშ დოლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 377 აშშ დოლარი. საგადასახადო ორგანოს მიერ დაკორექტირდა საცხოვრებელი ფართების ღირებულება და იმავე საანგარიშო პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, საშუალოდ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრა 450 აშშ დოლარის ოდენობით, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და მოგების გადასახადში.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №002-50 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 36 728.10 ლარი, მათ შორის, გადასახადი - 21 309 ლარი, ჯარიმა - 10 404 ლარი და საურავი - 5 015.10 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების შედეგად დამატებით გამოუვლინდა საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, მომჩივანმა საგადასახადო დეკლარაციაში შეამცირა გადასახადის თანხა, რისთვისაც დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის საწარმოს დაეკისრა სანქცია საურავის სახით.

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს დარიცხული დღგ-ს და მოგების გადასახადის გაუქმებას.

2.მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.- საწარმო ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და აშენებული საცხოვრებელი ფართების რეალიზაციას შავი კარკასის მდგომარეობით. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გაწეული აქვს 467 739 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურება ლელა შავიშვილისთვის (საცხოვრებელი ფართი, ცაცხვების ქუჩა). გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 851 350 ლარს, ხოლო შემოწმებით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 1 941 099 ლარის ოდენობით. მომჩივნის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2022-2024 წლების საანგარიშო პერიოდში საწარმომ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ფართები, ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში, რაც არ არის დაბეგრილი სრულად. სულ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიწოდებულია 22 ბინა და 11 ავტოსადგომი. საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასები მერყეობს 1 კვ.მ-ზე 244 აშშ დოლარიდან 650 აშშ დოლარამდე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ბალანზე ირიცხება 3 საცხოვრებელი ფართი და 1 ავტოსადგომი. ასევე, კომპანიამ ურთიერთდამოკიდებულ პირებს მიაწოდა საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება საბაზრო ფასისგან. კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ფართების საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე შეადგენს 404 აშშ დოლარს. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე, 159-ე, 161-ე და 164-ე მუხლებით, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩართულ იქნა დღგის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმების შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 89 749 ლარით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. - გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული აქვს საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება საბაზრო ფასისგან. კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირზე (დამფუძნებლის მამა) მიწოდებული ფართების საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე შეადგენს 358 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც იმავე საანგარიშო პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება საშუალოდ შეადგენდა 450 აშშ დოლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის დადგენილი სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2.აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №002-50 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 36 728.10 ლარი, მათ შორის, გადასახადი - 21 309 ლარი, ჯარიმა - 10 404 ლარი და საურავი - 5 015.10 ლარი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :