გადაწყვეტილება №28079/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28079/2/2026
28 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 4.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28079/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.03.2026 წლის №5847 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2026 წლის №249-19 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.08.2026 წლის №18588 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 53 377.45 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 24 587.98
ჯარიმა - 23 934.3
საურავი - 4 855.17
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ჭურჭლით და სხვადასხვა წვრილმანით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2025 წლის №11704 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის საქმიანობის, 6.02.2023 წლიდან 1.08.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 3.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითზე ირკვევა შემდეგი:
შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ სამ არარეზიდენტ მომწოდებელზე ავანსის სახით გადახდილი თანხების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 1 483 900 ლარს. კერძოდ:
1. კომპანია „-------“ LTD-ისგან საქონელი ბოლოს მიღებული აქვს 2023 წლის აგვისტოში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთი შეადგენს 634 486 ლარს. ბოლო თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება 2025 წლის მარტში.
2. კომპანია „-------“-ისგან საქონელი ბოლოს მიღებული აქვს 2023 წლის ნოემბერში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთი შეადგენს 75 375 ლარს. ბოლო თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება 2023 წლის ნოემბერში.
3. კომპანია „-------“-ისგან საქონელი ბოლოს მიღებული აქვს 2025 წლის მაისში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთი შეადგენს 774 039 ლარს. ბოლო თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება 2025 წლის აპრილში.
საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №11-ის („დებიტორული დავალიანების შესახებ“) საფუძველზე, არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი ავანსის თანხის ნაწილი (1 169 813 ლარი) დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2025 წლის №25373 ბრძანება და ამავე თარიღის №249-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.01.2026 წლის №489 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 12.02.2026 წლის №26556/2/2026 (რეგ. 17.02.2026წ. 03/10885)გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.01.2026 წლის №489 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა და 18.03.2026 წლის №5847 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები კაპიტალის შესახებ;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი შესაბამისი ავანსის თანხა განიხილოს კაპიტალის შემცირებად და აღნიშნულის თანახმად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.03.2026 წლის №5847 ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 18.03.2026 წლის №5847 ბრძანების აღსრულების შედეგები აისახა 11.06.2026 წლის დასკვნაში, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგები შემცირდა სულ 438 680 ლარით, მათ შორის: გადასახადი 292 453 ლარით და ჯარიმა 146 227 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2026 წლის №14011 ბრძანება და ამავე თარიღის №249-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.08.2026 წლის №18588 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარდგენილი ისეთი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების საბოლოო ციფრობრივ მონაცემებს არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ტექნიკური შესრულების ნაწილში არსებობს სხვაობა რეალურ მონაცემებთან, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას გადასახადის გადამხდელის უშუალო ჩართულობით.
ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის სრულად განხილვა და რეალური მონაცემების დაზუსტება კაპიტალის რეალურად შემცირებული ოდენობის დადგენის მიზნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 18.03.2026 წლის №5847 ბრძანებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები კაპიტალის შესახებ;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი შესაბამისი ავანსის თანხა განიხილოს კაპიტალის შემცირებად და აღნიშნულის თანახმად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 18.03.2026 წლის №5847 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი 11.06.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე გადახდილი ჰქონდა 1 483 900 ლარი. შემოწმების დასრულებამდე გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია ავანსად გადახდილი თანხებისთვის კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან აღნიშნულის თაობაზე არ იქნა წარდგენილი არც ახსნა-განმარტება და არც რაიმე სახის მტკიცებულებები. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით დადგენილ ვადაში წარდგენილი დოკუმენტაცია. კომპანიაში დამფუძნებლის მიერ შეტანილი კაპიტალი შემცირდა არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი ავანსის თანხით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და დაკისრებული ჯარიმა სრულად.
მომჩივანს მიაჩნია, რომ ტექნიკური შესრულების ნაწილში არსებობს სხვაობა რეალურ მონაცემებთან, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას გადასახადის გადამხდელის უშუალო ჩართულობით.
მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.03.2026 წლის №5847 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი გადაანგარიშების საბოლოო ციფრობრივ მონაცემებს არ ეთანხმება.ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის სრულად განხილვა და რეალური მონაცემების დაზუსტება კაპიტალის რეალურად შემცირებული ოდენობის დადგენის მიზნით.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში,გადამხდელის მიერ სამ არარეზიდენტ მომწოდებელზე ავანსის სახით გადახდილი თანხების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 1 483 900 ლარს.სსკ-ის 49-ე, 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №11-ის („დებიტორული დავალიანების შესახებ“) საფუძველზე, არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი ავანსის თანხის ნაწილი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.03.2026 წლის №5847 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).