ბრძანება N 24832

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.11.2025
№ დოკუმენტი 24832
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24832

11 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 30 ივლისის, 8 სექტემბრისა და 20 ოქტომბრის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრისა და 30 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №72 და №90) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 30 ივლისის №97221/1/2025, 8 სექტემბრის №140324/21 და 20 ოქტომბრის №164716/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №006-210 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

მომჩივანი ითხოვს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას იჯარით აღებულ მიწაზე საწყობისა და ფერმის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სრულად გათვალისწინებას. ასევე, მომჩივანი ითხოვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნის შედგენის შემდომ მოხდეს საკითხის შესწავლა და აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით განხორციელდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბრის №22039 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 31 ივლისის საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №006-348 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №006-348 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ივლისის №011-2460 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებასა და 18 ივლისის №2024/011-2460/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტთან დაკავშირებით, დარჩეს განუხილველი.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბრის №22039 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2025 წლის 26 ივნისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის პირველი ივლისის №006-210 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს დამატებით არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (უძრავი ქონების მშენებლობის ღირებულების შეფასების დასკვნა). შესაბამისად, გადაანგარიშებით არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

აქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შედეგებს და ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ითხოვს იჯარით აღებულ მიწაზე საწყობისა და ფერმის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სრულად გათვალისწინებას. მომჩივნის მითითებით, შემმოწმებელს განემარტა, რომ გადამხდელს შეეძლო დაექირავებინა დამოუკიდებელი შემფასებელი, რომელიც დროულად წარმოადგენდა მოთხოვნილ საშემფასებლო ანგარიშს, თუმცა აუდიტორის მხრიდან კატეგორიულად იქნა მოთხოვნილი, რომ შეფასება უნდა ჩაეტარებინა კონკრეტულად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს. შესაბამისად, მომჩივანი იძულებული გახდა მიემართა მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის, რომლის მიმართვის დოკუმენტიც 15 დღიანი ვადის დაცვით წარუდგინა შემმოწმებელს. დღეის მდგომარეობით ზემოხსენებული ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელი იყო ადგილზე მისული, გადაიღო ფოტომასალა და გამოითხოვა საწარმოს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია, რაც ეხება შესაფასებელ ობიექტს, თუმცა ჯერ ისევ არ არის მიღებული შეფასების საბოლოო ანგარიში.

საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელს დაევალა მოეტანა ცნობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, რომლითაც დადგინდებოდა, რომ წარმოებაში იყო გადასახადის გადამხდელის განცხადება შენობა-ნაგებობების მშენებლობის ღირებულების შეფასებასთან დაკავშირებით, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულდა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა 2025 წლის 20 ოქტომბერს წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან დაურთო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 17 ოქტომბრის ცნობა, საიდანაც დგინდება, რომ საექსპერტო კვლევა, წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობიდან გამომდინარე დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას იჯარით აღებულ მიწაზე საწყობისა და ფერმის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სრულად გათვალისწინებას, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნის შედგენის შემდომ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შედეგებს და ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ითხოვს იჯარით აღებულ მიწაზე საწყობისა და ფერმის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სრულად გათვალისწინებას. მომჩივნის მითითებით, შემმოწმებელს განემარტა, რომ გადამხდელს შეეძლო დაექირავებინა დამოუკიდებელი შემფასებელი, რომელიც დროულად წარმოადგენდა მოთხოვნილ საშემფასებლო ანგარიშს, თუმცა აუდიტორის მხრიდან კატეგორიულად იქნა მოთხოვნილი, რომ შეფასება უნდა ჩაეტარებინა კონკრეტულად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს. შესაბამისად, მომჩივანი იძულებული გახდა მიემართა მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის, რომლის მიმართვის დოკუმენტიც 15 დღიანი ვადის დაცვით წარუდგინა შემმოწმებელს. დღეის მდგომარეობით ზემოხსენებული ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელი იყო ადგილზე მისული, გადაიღო ფოტომასალა და გამოითხოვა საწარმოს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია, რაც ეხება შესაფასებელ ობიექტს, თუმცა ჯერ ისევ არ არის მიღებული შეფასების საბოლოო ანგარიში.

საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელს დაევალა მოეტანა ცნობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, რომლითაც დადგინდებოდა, რომ წარმოებაში იყო გადასახადის გადამხდელის განცხადება შენობა-ნაგებობების მშენებლობის ღირებულების შეფასებასთან დაკავშირებით, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულდა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა 2025 წლის 20 ოქტომბერს წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან დაურთო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 17 ოქტომბრის ცნობა, საიდანაც დგინდება, რომ საექსპერტო კვლევა, წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობიდან გამომდინარე დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში.

 

გადაწყვეტილება

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 105;