გადაწყვეტილება №24993/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24993/2/2025
20 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------”-ის 28.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24993/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23405 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2025 წლის №006-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.03.2025 წლის №5347 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 323 526,79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 182 627
დღგ - 96 734
მოგების გადასახადი - 58 163
საშემოსავლო გადასახადი - 27 730
ჯარიმა - 91 087
საურავი - 49 812,79
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობაა ავეჯის წარმოება/რეალიზაცია და ასევე მეორადი ავეჯის, მცირე ელექტრო ტექნიკის, ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარეტების შეძენა/რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 13.08.2021 წლიდან (რეგისტრაციის თარიღიდან) 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის განმარტებით არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას არანაირი ფორმით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა 236 572 ლარის, ხოლო რეალიზებული აქვს 28 786 ლარის სიგარეტი. დოკუმენტური რეალიზაციიდან იდენტიფიცირებულ იქნა 4%-იანი ფასნამატი სიგარეტზე და აღნიშნული სიგარეტი რეალიზებულ იქნა ამ ფასნამატით.
იგივე პრინციპი იქნა გამოყენებული შეძენილი ალკოჰოლური სასმელების და ცემენტის მიმართ, რომლებიც რეალიზებულად ჩაითვალა დოკუმენტური ფასნამატით. შედეგად გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანს უფიქსირდება ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის პერიოდში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერიდან დადგინდა თანხის შემოსვლა, რომელზეც არ იყო შესაბამისი დოკუმენტი გამოწერილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება შეძენილი კვებითი მომსახურება, ჯამურად 98 517 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანია კვებით უზრუნველყოფდა თანამშრომლებს. კვების ხარჯი ჩაითვალა შრომის ანაზღაურების ნაწილად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის საფუძველზე.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სარესტორნო, სასტუმრო, სარეკლამო და გრაფიკული დიზაინის მომსახურებების შეძენა, რაც ვერ დაკავშირდა პირის მიერ მიღებულ/დეკლარირებულ შემოსავლებთან. საგადასახადო კოდექსის 982 და 97-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, პირს შეუმცირდა აღნიშნულ მომსახურებებზე ჩათვლილი დღგ-ის თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2024 წლის №006-339 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23405 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მე3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, აგრეთვე სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის/გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებისგან გამოეთხოვა ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23405 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 16.01.2025 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 24.01.2025 წლის №006-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.03.2025 წლის №5347 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელმა მხედველობაში არ მიიღო გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ცხრილები საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატების შესახებ. აგრეთვე, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაგონივრული ფასნამატი და ცხრილებში დაშვებული იყო მთელი რიგი უზუსტობები (არ იქნა ამოღებული არარეალური ფასნამატები). განმარტავს, რომ გადამხდელს გაწეული ჰქონდა სხვადასხვა ხარჯები, რომლის გარეშეც საქმიანობა ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა. შემოწმებამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურით რეალიზებული საქონლის ღირებულება ჩარიცხული იყო საბანკო ანგარიშზე. მიუთითებს, რომ მისთვის უცნობია თუ რა პრინციპით და რა პერიოდზე განსაზღვრა შემოწმებამ ფასნამატი, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების აქტში მხოლოდ სიგარეტზეა ფასნამატი მითითებული. შემოწმებას უნდა ეხელმძღვანელა პირდაპირი მეთოდით და ასეთ შემთხვევაში, მიღებული შემოსავლების ოდენობა დაემთხვეოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულს. ასევე, მიუთითებს, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების დროს არ უნდა მომხდარიყო გადასახადების ზევიდან დარიცხვა ე.წ. „აგროსვა“. აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას.
მომჩივანი არ ეთანხმება თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯის ფარგლებში შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. განმარტავს, რომ საწარმოს სამუშაო ადგილი არის ქალაქ ბათუმის გარეუბანში, რომლის სიახლოვესაც არ არის კვების ობიექტები, აგრეთვე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის დიდი ინტერვალებით, რის გამოც თანამშრომლებს უწევდათ ტაქსით მგზავრობა და ეს იწვევდა არაგონივრულად მაღალ ხარჯებს. ამდენად, დაქირავებული პირების ნორმალური კვებისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადებისთვის, საწარმო მათ უზრუნველყოფდა კვებითი მომსახურებით და აღნიშნული არ წარმოადგენდა შრომითი ანაზღაურების ნაწილს. გადასახადის გადამხდელი ითხოვს, შემოწმების მიერ აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
მომჩივანი არ ეთანხმება სარესტორნო, სასტუმრო, სარეკლამო და გრაფიკული დიზაინის მომსახურებების შეძენაზე გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით დღგ-სა და მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საწარმო ახორციელებდა ავეჯის დამზადება-რეალიზაციას და სწორედ აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, დაქირავებული ჰყავდა შპს „-------“, რომელიც უწევდა სხვადასხვა სახის სარეკლამო მომსახურებებს. ამასთან, მიაწოდა სხვადასხვა სახის სარემონტო საქონელი, რომლითაც კომპანიამ იჯარით აღებულ ფართში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. აღნიშნავს, რომ შემოწმებას უნდა მოეხდინა მიღებული მომსახურებების იდენტიფიცირება, დაჯგუფება და არ უნდა გაეუქმებინა მიღებული ჩათვლები, ასევე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებულ დღგ-ის ჩათვლით თანხებზე არ უნდა დაერიცხა მოგების გადასახადი.
გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23405 ბრძანებით მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, აგრეთვე სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის/გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებისგან გამოეთხოვა ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23405 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 16.01.2025 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შემმოწმებელთა მიერ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის/გამოკვლევის მიზნით, მესამე პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების პერიოდისათვის არსებული ინფორმაციისაგან განსხვავებული გარემოებები არ გამოვლინდა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული შპს „-------“ არ გასცნობია წერილს და მასთან დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, შესაბამისად არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „-------“ გაწეული/მიღებული მომსახურებების/საქონლის შესახებ, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტები, ან სხვა რაიმე დოკუმენტი. ხოლო, საჩივარში მითითებულ სადავო საკითხებში შემოწმებით დადგენილისაგან განსხვავებული მტკიცებულებები და გარემოებები არ იყო ასახული. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წარდგენილია მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი, რომელიც გაშიფრული არ არის. დამატებით სხვა რაიმე მტკიცებულებები მომჩივანს არ წარუდგენია. ამასთან, არც დავის წარმოების ეტაპზე არ აქვს გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური მტკიცებულებები წარმოდგენილი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე არგუმენტი/მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23405 ბრძანება. ამასთან, არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარს არ ერთვის რაიმე სახის მტკიცებულებები. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23405 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23405 ბრძანების აღსრულების შედეგები - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23405 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ავეჯის წარმოება/რეალიზაცია და ასევე მეორადი ავეჯის, მცირე ელექტრო ტექნიკის, ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარეტების შეძენა/რეალიზაცია.
გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა სიგარეტის, ალკოჰოლური სასმელების და ცემენტის დოკუმენტური ფასნამატი. შესაბამისად, შემოწმების შედეგად გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა; მომჩივანს უფიქსირდება ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის პერიოდში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერიდან დადგინდა თანხის შემოსვლა, რომელზეც არ იყო შესაბამისი დოკუმენტი გამოწერილი.
მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფა. კვების ხარჯი ჩაითვალა შრომის ანაზღაურების ნაწილად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სარესტორნო, სასტუმრო, სარეკლამო და გრაფიკული დიზაინის მომსახურებების შეძენა, რაც ვერ დაკავშირდა პირის მიერ მიღებულ/დეკლარირებულ შემოსავლებთან. აღნიშნული დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, პირს შეუმცირდა აღნიშნულ მომსახურებებზე ჩათვლილი დღგ-ის თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე არგუმენტი/მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23405 ბრძანება. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304