ბრძანება N 23142
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23142
30 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
(იურ. მის: ----------)
2024 წლის 22 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 ოქტომბრის (ოქმი №113) სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 ოქტომბრის №23970/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №91603/1/2024 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს ID:---------- გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ აღნიშნული წერილი არის უკანონო და საწარმოს უნდა მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, ვინაიდან სხვა პირობებში საწარმოზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლა ტექნიკურად ვერ განხორციელდება, რომლის ოპერაცია მომსახურების გამწევის მიერ არის დაბეგრილი და აღნიშნული მომსახურების თანხები კომპანიას სრულად აქვს გადახდილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას და კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2024 წლის 8 აგვისტოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესასრულებლად დაეწერა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) განმეორებითი განცხადება ID:----------, კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ.
შპს „----------“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 24 ნოემბრიდან და იმავე დღეს რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად. შპს „----------“-ის დირექტორთან ---------- (პ/ნ ----------) სატელეფონო კომუნიკაციისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა შერეული საქონლის იმპორტი და რეალიზაცია, თუმცა ამ მომენტისათვის გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება აქტიური სამეწარმეო საქმიანობა, არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება ეკონომიკური საქმიანობის შესახებ და სხვა საჭირო დოკუმენტაცია, აგრეთვე დღეის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 187085.27 ლარი. ამასთან კომპანიას წარდგენილი აქვს 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით საშემოსავლო და მოგების გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც დასაბეგრი თანხა ყველა შემთხვევაში ნულის ტოლია. კომპანიას დასადასტურებლად მიღებული აქვს რეგისტრაციის დღიდან დღემდე 10 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანხით 26749 ლარი, სადაც დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 457.66 ლარია. კომპანიას არ უფიქსირდება დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ზემოაღნიშნული ID:---------- გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 19 სექტემბრის №20571 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 2 ოქტომბრის №23970/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №20571 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არ არის სათანადოდ დასაბუთებული მომჩივნისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვას შემოსავლების სამსახურში და დამატებით წარედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ასევე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დამატებით განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია კომპანიის დირექტორთან, რათა მომხდარიყო სადავო საკითხის განხილვა მისი უშუალო მონაწილეობით, რაზეც გადამხდელმა თანხმობა განაცხადა, თუმცა სადავო საკითხის განხილვისას დირექტორი არ გამოცხადდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 ოქტომბრის №23970/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია და მოწვეულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე, მაგრამ გადასახადის გადამხდელმა უარი განაცხადა დასწრებოდა და მონაწილეობა მიეღო დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვის პროცესში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
შემოსავლების სამსახური დღგ-ის ჩათვლის თაობაზე გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების მე-8 მუხლის 41 პუნქტზე, რომლის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ან შემოწმებულ პერიოდზე, თუ იდენტიფიცირდება მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი (თვე) მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ, დასაშვებია, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის აუდიტის დეპარტამენტი, გადასახადის გადამხდელს მიეცეს უფლება დაადასტუროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ აღნიშნული წერილი არის უკანონო და საწარმოს უნდა მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, ვინაიდან სხვა პირობებში საწარმოზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლა ტექნიკურად ვერ განხორციელდება, რომლის ოპერაცია მომსახურების გამწევის მიერ არის დაბეგრილი და აღნიშნული მომსახურების თანხები კომპანიას სრულად აქვს გადახდილი.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 24 ნოემბრიდან და იმავე დღეს რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად. კომპანიის დირექტორთან სატელეფონო კომუნიკაციისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა შერეული საქონლის იმპორტი და რეალიზაცია, თუმცა ამ მომენტისათვის გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება აქტიური სამეწარმეო საქმიანობა, არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება ეკონომიკური საქმიანობის შესახებ და სხვა საჭირო დოკუმენტაცია, აგრეთვე დღეის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 187085.27 ლარი. ამასთან კომპანიას წარდგენილი აქვს 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით საშემოსავლო და მოგების გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც დასაბეგრი თანხა ყველა შემთხვევაში ნულის ტოლია. კომპანიას დასადასტურებლად მიღებული აქვს რეგისტრაციის დღიდან დღემდე 10 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანხით 26749 ლარი, სადაც დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 457.66 ლარია. კომპანიას არ უფიქსირდება დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლი.