ბრძანება N 1703
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1703
02.02.2023
შპს „-----“ (ს/ნ -----)
(მის: ----- )
2022 წლის 21 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) №18494/2/2022 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №000-272 საგადასახადო მოთხოვნას (N022-57/2 ბრძანება). აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი N5).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 დეკემბრის N31226 ბრძანების აღსრულების შედეგებს და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ჯარიმისაგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ გადამხდელი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 18.10.2022-24.11.2022წწ. პერიოდში. 2022 წლის 28 ნოემბერს შედგა ოქმი N022-57 და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განისაზღვრა სანქცია 546.61 ლარი.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 დეკემბრის N31226 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი.კერძოდ, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022წლის 11აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შპს „-----“ (ს/ნ -----) უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 28 ნოემბრის N022-57 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან პირს წარდგენილი არ ჰქონდა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია (2022/10) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე (28.11.2022წ.). აღნიშნულზე გამოიცა 2022 წლის 13 დეკემბრის N022-57/2 ბრძანება და N000-272 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის N 9021 ბრძანების დანართი N2-ით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 დეკემბრის №31226 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ---------- “ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხული ჯარიმას და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ჯარიმისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 18.10.2022-24.11.2022 წწ. პერიოდში. 2022 წლის 28 ნოემბერს შედგა ოქმი და განისაზღვრა სანქცია. რაც გასაჩივრდა და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, გადამხდელს უარი ეთქვა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან პირს წარდგენილი არ ჰქონდა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე (28.11.2022წ.). აღნიშნულზე გამოიცა 2022 წლის 13 დეკემბრის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურისბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7); 282 (1); 304 (2 1)