გადაწყვეტილება №22190/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22190/2/2024
07 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 9.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22190/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33793 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 9.01.2024 წლის №000-8 საგადასახადო მოთხოვნა (9.01.2024 წლის №081-102/2 ბრძანება);
2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2068 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 678.74 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანი 2022 წლის 31 დეკემბერს დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 31.12.2022-08.12.2023 წ.წ საანგარიშო პერიოდში.
აღნიშნულზე მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, რაც გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33793 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33793 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 9 იანვრის №081-102/2 ბრძანება და №000-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე, დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 9 იანვრის №081-102/2 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის №2068 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი №2-ის მე-3 პუნქტზე, ყურადღებას ამახვილებს მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგენილ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ აკმაყოფილებს აღნიშნული პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33793 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33793 ბრძანების აღსრულების მიზნით მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს. ამბობს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმის მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33793 ბრძანებით, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №-------- წერილიდან ირკვევა, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა, ვინაიდან მომჩივანი არ აკმაყოფილებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი
N2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 11 დეკემბრის N081-102 ოქმის შედგენამდე (11.12.2023წ), საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ ჰქონდა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები (2022/12; 2023/01; 2023/02; 2023/03; 2023/04; 2023/05; 2023/06; 2023/07; 2023/08; 2023/09; 2023/10 და 2023/11).
შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეფარდებული ჯარიმისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე- 7 ნაწილის თანახმად გათავისუფლების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33793 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33793 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №15346-21-11 წერილიდან ირკვევა, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა, ვინაიდან მომჩივანი არ აკმაყოფილებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;269(7);