გადაწყვეტილება №19843/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.08.2023
№ დოკუმენტი 19843/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19843/2/2023

09 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 31.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19843/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.05.2022 წლის №12601 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №006-84 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9002 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 31 231 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 21 454

დღგ - 8 981

საშემოსავლო გადასახადი - 12 473

ჯარიმა - 9 383

საურავი - 394

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გასარემონტებელი ფართების შესყიდვა და გარემონტება მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №006-1025 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.05.2022 წლის №12601 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რეალიზებულად ჩათვლილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში 09 აგვისტო 2023 N 03/64507 2 მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.05.2022 წლის №12601 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ დროში ვერ წარადგინა ის დოკუმენტაცია, რომლის გათვალისწინებითაც მოხდებოდა საგადასახადო აქტის მიხედვით დარიცხული თანხების კორექტირება. აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №006-84 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9002 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელს განსაზღვრულ ვადაში არც შემოწმებისთვის და არც დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული იმგვარი მტკიცებულებები, რაც შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფართების რემონტი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებით. უმეტეს შემთხვევებში მყიდველებს ფართები ბარდებათ ყველანაირად დასრულებულ მდგომარეობაში წინასწარ შეთანხმებული ინტერიერით. ყველა საჭირო ავეჯით, სათავსოებით, ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის ნაკეთობებით და ა. შ. ავეჯისა თუ სხვა ნაკეთობების დამზადება, ცხადია, სარეალიზაციო ფართში ვერ განხორციელდება. ნაკეთობების დამზადება ხორციელდება ქვეკონტრაქტორი ინდივიდუალური მეწარმეების მიერ. შესაბამისი სარემონტო ფართებისა და ინტერიერის აზომვითი სამუშაოების შედეგ კეთდება სამშენებლო-სარემონტო მასალების შეკვეთა და მათი განთავსება სახელოსნოებში, საიდანაც ხორციელდება უკვე მზა ნაკეთობების ტრანსპორტირება სარემონტო ბინებში. ცხადია, სამშენებლოსარემონტო მასალების ტრანსპორტირებაზე სასაქონლო ზედნადებები გამოიწერება ქვეკონტრაქტორი პირების ფაქტობრივ მისამართზე და ამის შემდგომ ხდება უკვე მზა ნაკეთობების ტრანსპორტირება და მათი განთავსება-მონტაჟი შესაბამის სარეალიზაციო ბინაში. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი კონტრაქტორი, ი/მ --- (პ/ნ ---) მზად არის მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტებები საჭიროების შემთხვევაში, რომ მასალების გადაზიდვა ხდებოდა მის სარგებლობაში არსებულ გარაჟში, რომელიც მდებარეობს ---ში.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9002 ბრძანებაზე და აღნიშნავს, რომ კომპანიამ დავის განხილვის ყველა ეტაპზე სათანადო ორგანოებს წარუდგინა ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც მაკონტროლებელი თუ დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან იყო მოთხოვნილი, მათ შორის წარდგენილ იქნა ---ის ახსნა-განმარტება, რომ მის საკუთრებაში არსებულ ფართში იყო სახელოსნო მოწყობილი, საიდანაც შემდგომში ხდებოდა სხვადასხვა ტიპის ავეჯის დამზადება. აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია რატომ გამოიტანა შემოსავლების სამსახურმა იმგვარი დასკვნა, რომ გადასახადის გადამხდელს განსაზღვრულ ვადაში არც შემოწმებისთვის და არც დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული იმგვარი მტკიცებულებები, რაც შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. გაუგებარია, ბრძანებაში რატომ მიეთითა, რომ „საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი“, მაშინ როდესაც ბრძანებაში არც კია მითითებული თუ რა დოკუმენტი უნდა წარედგინა მომჩივან მხარეს და რა ვერ წარადგინა.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დავა არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის მტკიცების ტვირთი მომეტებულად გადადის ადმინისტრაციულ ორგანოზე, რომელსაც სულ მცირე უნდა მიეთითებინა თუ რა მტკიცებულება მოითხოვა და ვერ მიიღო, ან დამატებით რა გარემოების დადასტურება მოითხოვა მომჩივანი მხარისაგან. სრულიად აშკარაა, რომ საჩივრის განხილვისას არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოკვლეულა და შეფასებულა გადასახადის გადამხდელის (საჩივრის ავტორის) ახსნა-განმარტება, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 19.05.2022 წლის №12601 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება(შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინა ის დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა საგადასახადო აქტის მიხედვით დარიცხული თანხების კორექტირება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის შედეგად შემცირებას არ დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 19.05.2022 წლის №12601 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 19.05.2022 წლის №12601 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 19.05.2022 წლის №12601 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ დროში ვერ წარადგინა ის დოკუმენტაცია, რომლის გათვალისწინებითაც მოხდებოდა საგადასახადო აქტის მიხედვით დარიცხული თანხების კორექტირება. აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 2.03.2023 წლის №006-84 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9002 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 19.05.2022 წლის №12601 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 159; 101; 154.

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.