ბრძანება N 8589

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2025
№ დოკუმენტი 8589
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8589

02 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: --------------------------;

იურ. მის.: ---------------------------)

2025 წლის 15 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 აპრილის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) 2025 წლის 15 აპრილის №95113/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მარტის №041-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და აღნიშნავს, რომ სალაროდან გატანილი 50 000 ლარი წარმოადგენდა კომპანიის დამფუძნებლის სარეზერვო კაპიტალს. განმარტავს, რომ 2018 წლის 15 თებერვალს საწარმომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით შიდა ბაზარზე შპს „------------ი"-სგან შეიძინა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (გამწევი და მისაბმელი). ვინაიდან საწარმოს არ გააჩნდა ფინანსური რესურსი, დამფუძნებლის მიერ შეტანილ იქნა სარეზერვო კაპიტალი. აღნიშნულიდან გამომდინარე გატანილი თანხა განხილულ იქნა სარეზერვო კაპიტალის გატანად და არ დაიბეგრა.

2. გადამხდელი არ ეთანხმება 2021 წლის საწვავის ხარჯის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ საწვავის ხარჯი შეადგენს 96 109 ლარს, რომელზეც წარდგენილია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, უცხოეთში შეძენილი საწვავის ქვითრები. რადგან 2021 წლიდან დიდი პერიოდი იყო გასული, აღნიშნული ქვითრები იყო ფერგადასული და არ იკითხებოდა მონაცემები. ხოლო საბუღალტრო პროგრამაში ზუსტად იყო აღრიცხული საწვავის შეძენები და ჩამოწერები. ამასთან, გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწვავის მთლიანი ხარჯი არ აღემატება შემოსავლის 27%-ს, რაც მიაჩნია დასაშვებ ნორმად, რადგან აღნიშნული ხარჯის გარეშე გადამხდელი ვერ განახორციელებდა საქმიანობას. ითხოვს ხარჯის დადასტურებულად მიჩნევას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. სესხის კვალიფიკაცია არ მიაჩნია სამართლიანად და განმარტავს, რომ კომპანიასთან აქვთ დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა, რაღაც ეტაპზე მას შეექმნა ფინანსური პრობლემები და ვერ ახერხებდა ვალის დაფარვას, ხოლო აღნიშნულ ეტაპზე ეტაპობრივად ახორციელებს თანხების გადახდას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 დეკემბრის №25508 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ოქტომბრის №041-55 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 8 ნოემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დებიტორული დავალიანების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად. ასევე, შესწავლისას გაითვალისწინოს შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ არარეზიდენტი კომპანიისგან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ ჩარიცხული თანხები და აღნიშნულის მიხედვით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 დეკემბრის №25508 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 12 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული 54 658 ლარი და დაერიცხა გადახდის წყაროსთან დაკავებული (საშემოსავლო) გადასახადი 54 658 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 14 მარტის №041-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით, გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები გაანგარიშებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება), რომელმაც შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეადგინა 268 083 ლარს (ლოგიკური პერიოდის გათვალისწინებით) ჩათვლილი იყო არარეზიდენტზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ძირი თანხა და მისაღები პროცენტები დაიბეგრა მოგების გადასახადით. შემოსავლების სამსახურის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად გადამხდელის მიერ მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (გონივრული ვადის გათვალისწინებით) დაკვალიფიცირდა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე --------ზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული იწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებებს, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯამური თანხა დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 დეკემბრის №25508 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

2. 2021 წლის საწვავის ხარჯის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

3.შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №25508 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №041-55 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 8 ნოემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დებიტორული დავალიანების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად. ასევე, შესწავლისას გაითვალისწინოს შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ არარეზიდენტი კომპანიისგან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ ჩარიცხული თანხები და აღნიშნულის მიხედვით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის №25508 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 12 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული 54 658 ლარი და დაერიცხა გადახდის წყაროსთან დაკავებული (საშემოსავლო) გადასახადი 54 658 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 14 მარტის №041-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);