ბრძანება N 10710

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.05.2025
№ დოკუმენტი 10710
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10710

27 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ის“ (ს/ნ -----------------------)

(მის.: -------------------------------------------)

2025 წლის 6 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) №--------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აპრილის №077-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ძირითადი საშუალებების რეალიზაციის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს;

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ხელფასის სახით განაცემზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს;

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 დეკემბრის №26100 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის პირველ აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 7 აპრილს გამოსცა №6641 ბრძანება და №077-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 6 523 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 188 ლარი, ჯარიმა 1 433 ლარი და საურავი 902 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს ------ი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2000 წლის 20 დეკემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდამდე გადამხდელის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. პირი აღნიშნულ მომსახურებას გაწევდა როგორც გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, ასევე კერძო დაკვეთითაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შპს ------ი 2013 წლის პირველი აგვისტოდან საკუთრებაში ფლობდა მსუბუქ ავტომობილს (---------), რომელიც 2023 წლის 6 ნოემბერს გადაფორმებულია საწარმოს დირექტორის შვილზე. აღნიშნულთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები დეკლარირებული არ არის. ასევე, ინფორმაცია არ არის ასახული წარმოდგენილ საბუღალტრო გაანგარიშებებში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების გათვალისწინებით ფ/პ -------ზე გადაფორმებული მსუბუქი ავტომობილი, 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში, ჩაითვალა საბაზრო ღირებულებით უსასყიდლო მიწოდებად და დაექვემდებარა შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შპს -----რის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე სახელფასო და მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები, რომელიც ზოგიერთ საანგარიშო პერიოდში სრულყოფილად არ არის დეკლარირებული.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ პირს 2022 და 2023 წლის საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციებში, დასაბეგრი ქონების ღირებულება ასახული აქვს საბალანსო ღირებულებით, ხოლო 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი არ არის სალიკვიდაციო ქონების გადასახადის დეკლარაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელზე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება ქალაქ -----ი, --------ის №----ში მდებარე 60 კვ.მ საოფისე ფართი. საგადასახადო შემოწმების პროცესში, შპს -------ის მიერ მოწოდებული ქონების ნუსხის მიხედვით, საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება ასევე აღრიცხულია საბალანსო ღირებულებით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-და 202-ე მუხლების გათვალისწინებით საწარმოს ქონების ღირებულება, უძრავ ქონებასთან მიმართებით განისაზღვრა საბაზრო ფასის საფუძველზე. ასევე, გამოანგარიშებულ იქნა 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981 −984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი საკუთრებაში ფლობდა მსუბუქ ავტომობილს (-----), რომელიც 2023 წლის 6 ნოემბერს გადაფორმებულია საწარმოს დირექტორის შვილზე. აღნიშნულთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები დეკლარირებული არ არის. რის საფუძველზეც პირს შემოწმებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე სახელფასო და მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები, რაზეც სრულყოფილად არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სრულყოფილად არ ქონდა დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ საწარმოს კუთვნილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 922 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი-მესამე ნაწილების თანახმად:

1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საწარმოს 2022 და 2023 წლის საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციებში, დასაბეგრი ქონების ღირებულება ასახული აქვს საბალანსო ღირებულებით, ხოლო 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი არ არის სალიკვიდაციო ქონების გადასახადის დეკლარაცია. ამასთან, გადამხდელზე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება ქალაქ -----ი, -----ის №--ში მდებარე 60 კვ.მ საოფისე ფართი. ასევე საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება აღრიცხულია საბალანსო ღირებულებით.

აღნიშნულის საფუძველზე საწარმოს ქონების ღირებულების უძრავ ქონებასთან მიმართებით საბაზრო ფასის საფუძველზე განსაზღვრა და 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „არქიტექტორის“ (ს/ნ 243889903) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ძირითადი საშუალებების რეალიზაციის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ხელფასის სახით განაცემზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №26100 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის პირველ აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა №6641 ბრძანება და №077-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 6 523 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 188 ლარი, ჯარიმა 1 433 ლარი და საურავი 902 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი 2013 წლის პირველი აგვისტოდან საკუთრებაში ფლობდა მსუბუქ ავტომობილს , რომელიც 2023 წლის 6 ნოემბერს გადაფორმებულია საწარმოს დირექტორის შვილზე. აღნიშნულთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები დეკლარირებული არ არის. ასევე, ინფორმაცია არ არის ასახული წარმოდგენილ საბუღალტრო გაანგარიშებებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების გათვალისწინებით ფ/პ-ზე გადაფორმებული მსუბუქი ავტომობილი, 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში, ჩაითვალა საბაზრო ღირებულებით უსასყიდლო მიწოდებად და დაექვემდებარა შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, მომჩივანის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე სახელფასო და მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები, რომელიც ზოგიერთ საანგარიშო პერიოდში სრულყოფილად არ არის დეკლარირებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ პირს 2022 და 2023 წლის საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციებში, დასაბეგრი ქონების ღირებულება ასახული აქვს საბალანსო ღირებულებით, ხოლო 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი არ არის სალიკვიდაციო ქონების გადასახადის დეკლარაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელზე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება 60 კვ.მ საოფისე ფართი. საგადასახადო შემოწმების პროცესში მომჩივანისს მიერ მოწოდებული ქონების ნუსხის მიხედვით, საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება ასევე აღრიცხულია საბალანსო ღირებულებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-და 202-ე მუხლების გათვალისწინებით საწარმოს ქონების ღირებულება, უძრავ ქონებასთან მიმართებით განისაზღვრა საბაზრო ფასის საფუძველზე. ასევე, გამოანგარიშებულ იქნა 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(7); 101(1); 154(1 „ა“ და „დ“); 202(1.41); 205(1.3);