ბრძანება N 16220
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16220
08 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის“ (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: ქ. --------------------,იურ. მის.: ქ. ---------------------)
2024 წლის 12 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 და 26 ივნისის სხდომებზე (ოქმები №66 და №69) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) 2024 წლის 12 ივნისის №90155/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 აპრილის №007-65 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. შემოწმების შედეგად განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის (სხვაობის) მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ნაშთის გამოყვანისას შემმოწმებელს არასწორად აქვს გაანგარიშებული მარილის შეკვრის წონა;
2. არარეზიდენტი კრედიტორების ანგარიშსწორებისათვის ჩამოწერილი თანხის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მარილის იმპორტს ახორციელებს -----ის რესპუბლიკიდან, სადაც ანგარიშსწორება ხდება ნაღდი ფულით. ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტების წარდგენა გადაანგარიშების ეტაპზე ვერ მოესწრო, თუმცა თან ურთავს საჩივარს და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 დეკემბრის №32157 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1.შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართულობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მომწოდებლებთან გაფორმებული შესაბამისი წესით დამოწმებული შედარების აქტები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 დეკემბრის №32157 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 2 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 5 აპრილის №007-65 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. საგადასახადო შემოწმების მიერ მოხდა საწარმოს დირექტორთან და მის წარმომადგენელთან დაკავშირება საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარმოდგენის და შესწავლის მიზნით, თუმცა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის (სხვაობის) მიწოდებად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას;
2. შემოწმების მიერ მოხდა საწარმოს დირექტორთან და მის წარმომადგენელთან დაკავშირება საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარმოდგენის და შესწავლის მიზნით, თუმცა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი გადაწყვეტილებაში მითითებული ფორმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არარეზიდენტი კრედიტორების ანგარიშსწორებისათვის ჩამოწერილი თანხის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების და ასევე, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველი სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული აქვს იოდიზირებული მარილი -----დან და -----დან. არარეზიდენტ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება დაფიქსირებულია სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით და გადახდილად ნაჩვენებია 523 431 ლარი, ხოლო შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი. „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო 25% - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი ინფორმაცია შპს „-----ის“ მიერ იმპორტირებული საქონლის (მარილი) თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასების შესახებ. კერძოდ, ფასები შეუდარდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი (-----დან მარილის იმპორტიორი) კომპანიების მონაცემებს და გამოვლინდა მცირედი სხვაობა თვითღირებულებაში.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მარილის იმპორტს ახორციელებს ----ის რესპუბლიკიდან და მომწოდებლებთან თანხების გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. საგადასახადო დავის პირველ ეტაპზე წარმოდგენილ იქნა მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები, ხოლო შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადამხდელს დაევალა შესაბამისი წესით დამოწმებული შედარების აქტების წარმოდგენა, რაც მომჩივნის განმარტებით, განსაზღვრულ ვადაში ვერ მოხერხდა. გადამხდელი საჩივარს თან ურთავს ნოტარიული წესით დამოწმებულ შედარების აქტებს და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ არარეზიდენტი კრედიტორებისთვის ჩამოწერილი თანხების 25%-ის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №8-ის („კრედიტორული დავალიანების შესახებ“) შესაბამისად, გაანგარიშებაში გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი, მომწოდებლებთან გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არარეზიდენტი კრედიტორებისთვის ჩამოწერილი თანხების 25%-ის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №8-ის („კრედიტორული დავალიანების შესახებ“) შესაბამისად, გაანგარიშებაში გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი, მომწოდებლებთან გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება :
1. შემოწმების შედეგად განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის (სხვაობის) მიწოდებად განხილვას;
2. არარეზიდენტი კრედიტორების ანგარიშსწორებისათვის ჩამოწერილი თანხის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №32157 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართულობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ხოლო, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მომწოდებლებთან გაფორმებული შესაბამისი წესით დამოწმებული შედარების აქტები; ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებები შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის №32157 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №007-65 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველი სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ხოლო,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ არარეზიდენტი კრედიტორებისთვის ჩამოწერილი თანხების 25%-ის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №8-ის („კრედიტორული დავალიანების შესახებ“) შესაბამისად, გაანგარიშებაში გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი, მომწოდებლებთან გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“ ); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“ .3 „ა“);