ბრძანება N 21734
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21734
10 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -------------ის (ს/ნ ---------------------)
(მის.: ----------------------------------------)
2025 წლის 24 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ ---------------------) 2025 წლის 24 სექტემბრის №-----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 სექტემბრის №007-249 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საქმიანობის პროცესში მისთვის უცნობი იყო საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესახებ, შესაბამისად, არ მოუხდენია შემხვედრი რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მზად არის გადაიხადოს გადასახადი და საურავი, ხოლო ჯარიმის ნაწილში ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მისი გაუცნობიერებელი უმოქმედობა გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით და გათავისუფლდეს შეფარდებული ჯარიმისგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №13859 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------------ის (ს/ნ ---------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში შპს „--------თან“ (ს/ნ ----------) განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 სექტემბრის №19995 ბრძანება და ამავე თარიღის №007-249 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 35 931 ლარი, მათ შორის გადასახადი 15 152 ლარი, ჯარიმა 19 199 ლარი და საურავი 1 580 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ ------ი შესამოწმებელ პერიოდში ეტაპობრივად ახორციელებდა შპს „-------გან“ სხვადასხვა საკვები პროდუქტების შესყიდვას. აღნიშნული თავდაპირველად ხორციელდებოდა დოკუმენტების გარეშე, ხოლო შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებისთვის წარმოდგენილია შპს „-------გან“ რეალიზებული საქონლის ჩამონათვალი და შესაბამისი ღირებულება დღეების ჭრილში. აგრეთვე, წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული შედარების აქტი 2025 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით არსებული დავალიანების თაობაზე. ი/მ -------ი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც საქონლის რეალიზაციას ახდენდა შესყიდვისთანავე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე სხვადასხვა პირებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ მოახდინა. აქედან გამომდინარე, ვერ დგინდება სარეალიზაციო საქონლის ღირებულება. შემოწმების მიერ, შესყიდული საქონელი დაიყო რამდენიმე ჯგუფად, რომელზე გავრცელებულ იქნა შესაბამისი ჯგუფების აუდირებული ფასნამატი და რეალიზებულად ჩაითვალა შესყიდვის პერიოდების (დღეების) მიხედვით. შემოწმებით ასევე განხორციელდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა. გაანგარიშებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2024 წლის 17 აპრილი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეგისტრაციის თარიღის შემდგომ განხორციელებული რეალიზაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, შემოწმების მიერ ჩათვლებში გათვალისწინებულ იქნა წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ. პირის მიერ შესაბამისი დეკლარაციები წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა ერთობრივ შემოსავალში ასახვას, ხოლო შესყიდული საქონლის ღირებულება გამოიქვითა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -------------ის (ს/ნ ---------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მისი გაუცნობიერებელი უმოქმედობა გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით და გათავისუფლდეს შეფარდებული ჯარიმისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13859 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში საკვები პროდუქტებით მოვაჭრე კომპანიასთან განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №19995 ბრძანება და №007-249 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 35 931 ლარი, მათ შორის გადასახადი 15 152 ლარი, ჯარიმა 19 199 ლარი და საურავი 1 580 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ მომჩივანი შესამოწმებელ პერიოდში ეტაპობრივად ახორციელებდა კომპანიის სხვადასხვა საკვები პროდუქტების შესყიდვას. აღნიშნული თავდაპირველად ხორციელდებოდა დოკუმენტების გარეშე, ხოლო შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებისთვის წარმოდგენილია კომპანიისგან რეალიზებული საქონლის ჩამონათვალი და შესაბამისი ღირებულება დღეების ჭრილში. აგრეთვე, წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული შედარების აქტი 2025 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით არსებული დავალიანების თაობაზე.მომჩივანი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც საქონლის რეალიზაციას ახდენდა შესყიდვისთანავე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე სხვადასხვა პირებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ მოახდინა. აქედან გამომდინარე, ვერ დგინდება სარეალიზაციო საქონლის ღირებულება. შემოწმების მიერ, შესყიდული საქონელი დაიყო რამდენიმე ჯგუფად, რომელზე გავრცელებულ იქნა შესაბამისი ჯგუფების აუდირებული ფასნამატი და რეალიზებულად ჩაითვალა შესყიდვის პერიოდების (დღეების) მიხედვით. შემოწმებით ასევე განხორციელდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა. გაანგარიშებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2024 წლის 17 აპრილი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეგისტრაციის თარიღის შემდგომ განხორციელებული რეალიზაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, შემოწმების მიერ ჩათვლებში გათვალისწინებულ იქნა წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ. პირის მიერ შესაბამისი დეკლარაციები წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა ერთობრივ შემოსავალში ასახვას, ხოლო შესყიდული საქონლის ღირებულება გამოიქვითა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების მიხედვით.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 282(1);