ბრძანება N 30455

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.12.2023
№ დოკუმენტი 30455
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30455

06 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის: ----------)

2023 წლის 3 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №125) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №185870/21-10 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 18 ოქტომბრის №EL227678 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს შემოიტანა საქონელი, კერძოდ 2 ცალი ალუმინის ასაწყობი კონსტრუქცია, რომელიც წარმოდგენილი იყო დაშლილი სახით 7 ნაწილად. წინასწარი დეკლარირებისას კომპანიის მიერ ატვირთული იქნა ინვოისი 2 ცალი ასაწყობი კონსტრუქციით და შეფუთვის ფურცელი ჩაშლილი 7 ნაწილად. აღნიშნული საბაჟო ოგანოსთვის აღმოჩნდა მიუღებელი და მათივე რჩევით შეფუთვის ფურცელი შეცვლილ იქნა ახლით, სადაც ასაწყობი კონსტრუქციების წონა გამოტანილი იყო ოთხ სტრიქონად ორი დასახელება ინვოისის მსგავსად.

საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი მოხვდა „წითელ დერეფანში“ და დაექვემდებარა დაწვრილებით კონტროლს. შემმოწმებლისთვის მიუღებელი გახდა შეცვლილი დოკუმენტები და ინვოისის 2 დასახელების ასაწყობი კონსტრუქცია შეფუთვის ფურცელზე განიხილა 2 დასახელების საქონლად და დანარჩენი ნაწილები განიხილა არადეკლარირებულ საქონლად.

მიუხედავად წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტებისა და მტკიცებისა, არც მებაჟემ და არც ექსპერტმა არ გაიზიარა და დაეკისრა ჯარიმა.

მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ მსგავსი საქონელი ადრეც აქვს შემოტანილი, სადაც ინვოისის 3 დასახელების საქონელი შეფუთვის ფურცელში ჩაშლილი იყო 7 ნაწილად, რასაც არ შეუქმნია პრობლემა.

არნიშნულზე მითითებით ითხოვს შესწავლილ იქნას წინასწარი დეკლარირებისთვის კომპანიის მიერ ატვირთული პირველადი დოკუმენტები, რომელიც შეიცვალა მებაჟის შენიშვნის შემდეგ და შემცირდეს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში შემოვიდა №---------- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ №---------- (11.10.2023) საბაჟო დეკლარაციით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული (განცხადება №---------- (10/10/2023)) 746 კგ ალუმინის პროფილი (საბაჟო ღირებულება – 13834.03 ლარი). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და საქონელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ დანიშნულებით.

სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შემდეგ, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებულ საქონელთან (ალუმინის პროფილი – 746 კგ) ერთად აღმოჩნდა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: ალუმინის პროფილი – 207 კგ, ლითონის კონსტრუქციის ნაწილი – 26 კგ და რეზინის შუასადები – 38 კგ.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 17 ოქტომბრის №---------- დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 3 075 აშშ დოლარი (8238.85 ლარი).

ვინაიდან შპს „----------“ 2023 წლის 10 ოქტომბერს დაჯარიმებულია (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL226762) საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან განმეორებით მალულად შემოტანის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 18 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL227678 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 8238.85 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

ამასთან ერთად, დეკლარირებული და არადეკლარირებული საქონლის გაფორმების მიზნით ცვლილება იქნა შეტანილი №---------- საბაჟო დეკლარაციაში, და საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ იქნა №---------- (18.10.2023) საბაჟო დეკლარაციით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენა არის საბაჟო ორგანოში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე ან მასთან შეთანხმებულ სხვა ადგილზე (შემდგომ − საბაჟო ორგანოსთვის) საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის მიწოდება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილით განსაზღვრულიალ, რომ საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევით ან უამისოდ.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან განმეორებით მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ვინაიდან, იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივარში მითითებულ გარემოებთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 10 ოქტომბერს შპს „----------“ №---------- (10.10.2023) განცხადებით მოთხოვნილ იქნა საქონლის გაფორმება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და ატვირთულ იქნა შესაბამისი დოკუმენტები. შეფუთვის ფურცელში მითითებული საქონლის რაოდენობა არ შეესაბამებოდა სხვა დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული განცხადება დახარვეზდა და შპს „----------“ ეცნობა, რომ მის მიერ ატვირთულ დოკუმენტებში არსებული მონაცემები არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. ამდენად, ეთხოვა უზუსტობების გასწორება და საქონლის ხელახალი დეკლარირება. შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის №---------- (10/10/2023) განცხადებით, ხელახლა მოითხოვა საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, წარადგინა დოკუმენტები, რომლებში მითითებული მონაცემებიც შეესაბამებოდა ერთმანეთს და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დაიბეჭდა №---------- (11.10.2023) საქონლის საბაჟო დეკლარაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს შესწავლილ იქნას წინასწარი დეკლარირებისთვის კომპანიის მიერ ატვირთული პირველადი დოკუმენტები, რომელიც შეიცვალა მებაჟის შენიშვნის შემდეგ და შემცირდეს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო მომჩივანის მიერ საბაჟო დეკლარაციით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული 746 კგ ალუმინის პროფილი (საბაჟო ღირებულება – 13834.03 ლარი). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და საქონელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ დანიშნულებით. სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შემდეგ, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებულ საქონელთან (ალუმინის პროფილი – 746 კგ) ერთად აღმოჩნდა სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: ალუმინის პროფილი – 207 კგ, ლითონის კონსტრუქციის ნაწილი – 26 კგ და რეზინის შუასადები – 38 კგ. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 17 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 3 075 აშშ დოლარი (8238.85 ლარი). ვინაიდან მომჩივანი 2023 წლის 10 ოქტომბერს დაჯარიმებულია საქართველოს საბაჟო კოდექსით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან განმეორებით მალულად შემოტანის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 18 ოქტომბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 8238.85 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(2).