ბრძანება N 26525

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.12.2025
№ დოკუმენტი 26525
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26525

03 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 22 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 22 ნოემბრის №98985/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 სექტემბრის №005-164 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (გაანგარიშების ცხრილები და სხვა სახის ინფორმაცია) დარიცხული თანხების სისწორის დასადგენად, რომელიც შედარებულ იქნა ფაქტობრივ მონაცემებთან, კერძოდ, ტერმინალებისა და სალარო აპარატის საშუალებით მიღებულ შემოსავლებთან, რის შედეგადაც გამოვლინდა უზუსტობები, კერძოდ, ცალკეულ თვეებში აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები აღემატება ფაქტობრივ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან ერთად მოხდეს გაანგარიშების ცხრილების დეტალური გავლა.

2. გადამხდელი ითხოვს მომწოდებლებისგან მიღებული/მისაღები საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიეცეს შესაძლებლობა მოახდინოს კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან, მათ შორის, რეგისტრაციის თარიღისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთებზე.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 ივნისის №13413 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის სისწორე და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს მ.შ. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მარტის №005-24 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 ივნისის №13413 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 27 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 150 403 ლარი, მათ შორის, გადასახადი 61 427 ლარი, ჯარიმა 88 975 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1.-2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრასთან მიმართებით, გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია გათვალისწინებული იყო საგადასახადო შემოწმების აქტში, შესაბამისად აღნიშნული ნაწილში არ მომხდარა თანხის კორექტირება/შემცირება. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. შედეგად, დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა დადასტურებული სტატუსის მქონე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის თანხით 61 428 ლარის ოდენობით.

3. გადაანგარიშების შედეგად, სანქციის ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დაკორექტირდა. კერძოდ, შემცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა 88 976 ლარი და საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული შესაბამისი საურავი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრასთან მიმართებით, გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია გათვალისწინებული იყო საგადასახადო შემოწმების აქტში, შესაბამისად აღნიშნული ნაწილში დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ამასთან, დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა დადასტურებული სტატუსის მქონე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის თანხით 61 428 ლარის ოდენობით. გადამხდელი ასევე გათავისუფლდა დაკისრებული სანქციისგან.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები.

2. გადამხდელი ითხოვს მომწოდებლებისგან მიღებული/მისაღები საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიეცეს შესაძლებლობა მოახდინოს კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან, მათ შორის, რეგისტრაციის თარიღისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთებზე.

3. მომჩივანი ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.-2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრასთან მიმართებით, გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია გათვალისწინებული იყო საგადასახადო შემოწმების აქტში, შესაბამისად აღნიშნული ნაწილში არ მომხდარა თანხის კორექტირება/შემცირება. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. შედეგად, დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა დადასტურებული სტატუსის მქონე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

3. გადაანგარიშების შედეგად, დაკორექტირდა სანქციის ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა. კერძოდ, შემცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა და საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული შესაბამისი საურავი.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)