ბრძანება N 33503
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33503
28 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------ (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2023 წლის 14 დეკემბრის საჩივარის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა ფ/პ -----ს (ს/ნ ----) №21588/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №002-265 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. 2019 წელს შეძენილ ტრაქტორის ღირებულების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე, სრულად გამოქვითვასთან დაკავშირებით, გადამხდელი განმარტავს, რომ შეძენილი ტრაქტორის ღირებულება, საკმაოდ აღემატებოდა ამავე წელს მიღებული შემოსავლის ოდენობას. შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის ნაცვლად იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 111-ე მუხლით. სრულად გამოქვითვის შემთხვევაში არ მოხდებოდა 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
2. გადამხდელი განმარტავს, რომ 2021-2022 წლებში ვერ აწარმოებდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შედგენას. იხდიდა მხოლოდ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე შესაბამის ქონების გადასახადს. შემოწმებას ვერ წარუდგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, თუმცა ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო იმ შედეგიდან გამომდინარე რაც დასტურდება ერთ-ერთ კომპანიაზე ხორბლის მიწოდებით. დარწმუნებული იყო, რომ 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრისას გამოყენებული იქნებოდა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და შემმოწმებელი ხარჯებში გაითვალისწინებდა სარეალიზაციო ღირებულების 75%.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის პირველი მაისის №9406 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ -----ს (ს/ნ -----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ფ/პ ------ს (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წელს შეძენილი ძირითადი საშუალების (ტრაქტორის) ღირებულება გამოქვითვებში გაითვალისწინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის პირველი მაისის №9406 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 21 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 147 090 ლარი, მათ შორის: გადასახადი 98 060 ლარი, ჯარიმა 49 030 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 ნოემბრის №002-265 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. შემოწმებამ ძირითადი საშუალების ღირებულების გამოქვითვისთვის იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად და ტრაქტორის ღირებულება 335 000 ლარი გამოიქვითა სრულად.
2. ფ/პ -----ს (ს/ნ -----) საქმიანობას წარმოადგენს ხორბლის მოყვანა და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ფ/პ -----მა (ს/ნ -----) შესამოწმებელ პერიოდში მიღებული მოსავალი მიჰქყიდა შპს „-----ს“ (ს/ნ ----), კერძოდ 2019 წელს შპს „-----ზე“ ხორბლის მიწოდებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 220 410 ლარი, 2020 წელს - 461 403 ლარი და 2021 წელს - 552 932 ლარი. აღნიშნულ ოპერაციაზე შედგენილი იყო შესყიდვის აქტები. შემოწმებით განისაზღვრა აღნიშნული შემოსავალის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობაც. ასევე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა საწვავის და სასუქის ხარჯები, გაანგარიშებული მიღებული მოსავლის პროპორციულად. კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის, აუდირებული მონაცემების მიხედვით, რომელმაც სულ შეადგინა 318 780 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, ძირითადი საშუალების ღირებულების გამოქვითვისას შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად და ტრაქტორის ღირებულება 335 000 ლარი გამოიქვითა სრულად. ასევე, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რის საფუძველზეც გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა საწვავის და სასუქის ხარჯები, გაანგარიშებული მიღებული მოსავლის პროპორციულად. კერძოდ, გაანგარიშება განხორციელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის, აუდირებული მონაცემების მიხედვით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. 2019 წელს შეძენილ ტრაქტორის ღირებულების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე, სრულად გამოქვითვასთან დაკავშირებით.
2. 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებამ ძირითადი საშუალების ღირებულების გამოქვითვისთვის იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად და ტრაქტორის ღირებულება 335 000 ლარი გამოიქვითა სრულად.
2. მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს ხორბლის მოყვანა და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანმა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული მოსავალი მიჰქყიდა შპს -ს, კერძოდ 2019 წელს შპს -ზე ხორბლის მიწოდებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 220 410 ლარი, 2020 წელს - 461 403 ლარი და 2021 წელს - 552 932 ლარი. აღნიშნულ ოპერაციაზე შედგენილი იყო შესყიდვის აქტები. შემოწმებით განისაზღვრა აღნიშნული შემოსავალის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობაც. ასევე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა საწვავის და სასუქის ხარჯები, გაანგარიშებული მიღებული მოსავლის პროპორციულად. კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის, აუდირებული მონაცემების მიხედვით, რომელმაც სულ შეადგინა 318 780 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).