ბრძანება N 15110
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15110
03 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 17 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა სპს „----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 17 ივნისის №102909/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მაისის №---- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპანიას გააჩნია დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები, რომლებიც ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებში, რაც არ იქნა გათვალისწინებული, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გააჩნია 8 635 ლარის ოდენობის დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა. ამასთან, აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ მომხდარა ობიექტის გაცნობა და იმის გათვალისწინება, რომ წარმოადგენს შერეული საქონლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მაღაზიას, რომელსაც შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული აქვს 268 750 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული და სოფლისმეურნეობის პროდუქცია. აღნიშნული პროდუქციის შეძენა ხშირ შემთხვევაში ხდებოდა გლეხებისგან ადგილობრივად, შესაბამისად, არ იწერებოდა სასაქონლო ზედნადებები, თუმცა თითოეულ შესყიდვაზე შედგენილია შესყიდვის აქტები, რომლის შესწავლა და გათვალისწინება შემოწმების მიერ არ მომხდარა (წარმოდგენილი აქვს შესყიდვის აქტები). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №5030 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 13 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 18 მაისის №10976 ბრძანება და ამავე თარიღის №------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 92 994 ლარი, მათ შორის, გადასახადი 51 783 ლარი, ჯარიმა 25 891 ლარი, საურავი 15 320 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემებისა და წარმოდგენილი ელექტრონული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სპს „-----“ საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. საბანკო ამონაწერების თანახმად შესამოწმებელ პერიოდში პოსტერმინალზე დაფიქსირებული შემოსავალი შეადგენს 324 663 (დღგ-ის გარეშე 275 138) ლარს, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით (ფისკალური ამონაწერით) მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 022 205 (დღგ-ის გარეშე 866 275) ლარს. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 147 063 ლარს, მეწარმის მიერ კი დეკლარირებულია 859 389 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის პერიოდებზე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ედა 163-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,უ“ და ,,ფ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:
უ) საქართველოში წარმოებული ----- (გარდა სეს ესნ-ის ----- და ----- კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და ----- სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);
ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის---- კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (----), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის ------ კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში პოსტერმინალზე დაფიქსირებული შემოსავალი შეადგენდა 324 663 ლარს, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავალი 1 022 205 ლარს. აქედან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 1 147 063 ლარის ოდენობით. მეწარმის მიერ კი დეკლარირებულია მხოლოდ 859 389 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას გააჩნდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გააჩნდა 8 635 ლარის ოდენობის დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა, რომელზეც გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. ამასთან, მიუთითებს, რომ წარმოადგენს შერეული საქონლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მაღაზიას და შესყიდული ჰქონდა 268 750 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული და სოფლის-მეურნეობის პროდუქცია, რომლის შესყიდვაც ხდებოდა გლეხებისგან ადგილობრივად, შესაბამისად, არ იწერებოდა სასაქონლო ზედნადებები, თუმცა თითოეულ შესყიდვაზე დგებოდა შესყიდვის აქტები, რომელსაც თან ურთავს საჩივარს. აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.სპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სპს-ის კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით. საგადასახადო შემოწმების პერიოდში, საბანკო პოსტერმინალებისა და ფისკალური ამონაწერების მონაცემების საფუძველზე, გამოვლინდა რეალურად მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატებოდა მეწარმის მიერ დეკლარირებულ მაჩვენებელს. აღნიშნული სხვაობის გამო, შემოწმების მიერ დაკორექტირდა და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც, საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა დამატებითი გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებები
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1);159(1);163(1);164(1)