ბრძანება N 11254
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11254
15 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------
) 2023 წლის 30 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 30 აგვისტოს №83335/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი აგვისტოს №038-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წლის 3 ივნისს (ივნისის თვეზე) შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი ეა------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრას მაისის თვეში და ითხოვს ჯარიმის დარიცხვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.
2. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას 2021 წლის 31 დეკემბერს ბანკომატიდან გატანილი თანხის გათვალისწინებას, ვინაიდან კომპანია შემოწმებულია 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 31 დეკემბერს ბანკომატიდან გატანილი თანხა წინა შემოწმების მიერ ერთხელ უკვე განხილულია სალაროში შეტანილ თანხად, რის გამოც დუბლირებულადაა ეს თანხა დაბეგრილი ორი სხვადასხვა შემოწმების მიერ. ამასთან მიუთითებს, რომ სალაროს ნაშთი არ არის სრულყოფილად გადაანგარიშებული და ითხოვს მისი მონაწილეობით დამატებით შესწავლას.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11288 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს არის თუ არა შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე;
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11288 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 20 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 157 095 ლარი, მათ შორის, გადასახადი 104 862 ლარი და ჯარიმა 52 233 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის პირველი აგვისტოს №038-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25632 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 23 აპრილის №21483/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25632 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 აპრილის №21483/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით, სადაც დეტალურად ჰქონდა გაშიფრული მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილები რომელ პროექტს ეკუთვნოდა. ასევე, გადასახადის გადამხდელმა დამატებით მტკიცებულებების სახით წარმოადგინა სხვადასხვა არაელექტრონული დოკუმენტაცია, მათ შორის ტენდერის ინსპექტირების ანგარიში (ექსპერტიზის დასკვნა), ასევე ხელშეკრულებები კერძო დამკვეთებთან, სადაც დეტალურად არის გაშიფრული მათთან არსებულ პროექტებზე დეტალური ხარჯთაღრიცხვა და ადგილმდებარეობა. წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილები სრულად გაიშიფრა და მიეკუთვნა ძველ/მიმდინარე პროექტებს. შედეგად, აღნიშნულ საკითხში დარიცხული გადასახადები დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, ზემოაღნიშნული ოპერაციის შედეგად მიღებული თანხები, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტში გაზრდილი იყო ნაღდი ფულის ნაშთი, დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, წარმოდგენილია სალაროს გასავლის ორდერი შპს „-------“-სთვის თანხის ანაზღაურების შესახებ, 188 500 ლარის ოდენობით (2022 წლის 27 იანვრით დათარიღებული), რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (აღნიშნული გათვალისწინებულია შპს „-------“-ს შემოწმების შედეგებში). აღნიშნული წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით გაიზარდა გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა. შედეგად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით გადაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა, რომლის შედეგადაც შემოწმების მიერ დაკორექტირდა აღნიშნულ საკითხში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შემოწმების პროცესში გადამხდელი ინფორმირებული იყო აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით), თუმცა აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს მიხედვით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი. კონკრეტულ შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია მაისის თვეში, შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრის დრო იყო მაისის თვე და არა ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის თარიღი (ივნისი). შედეგად, შემოწმების მიერ აღნიშნულ საკითხში თანხის კორექტირება არ განხორციელებულა. ხოლო, ჯარიმის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება (10%-ის ოდენობით) არ მოხდა შემოწმების მიერ, ვინაიდან შემოწმება განხორციელდა მაისის თვის ჩათვლით და არ მოიცავდა ივნისის თვეს.
გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანაგრიშების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები კომპანიის საქმიანობაში გამოყენებული სატვირთო ავტომობილის შესახებ, რომელიც არის კომპანიის დირექტორის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული. აღნიშნული მანქანის ნომრები დაფიქსირებულია მიღებულ ზედნადებებში. ამასთან, გადამხდელის განმარტებით, არსებობდა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ავტომობილის იჯარასთან დაკავშირებით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოს შესასრულებლად შესყიდული საქონლის სატრანსპორტო მომსახურება წარმოადგენდა საქმიანობის განუყოფელ ნაწილს, ასევე შეძენილი მასალების ზედნადებებში ფიქსირდება ზემოაღნიშნული ავტომობილი, შემოწმებამ მიზანშეწონილად ჩათვალა შეძენილ საწვავზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა და დარიცხული მოგების გადასახადის შემცირება (ვინაიდან დადგინდა, რომ კომპანიას არაეკონომიკური ხარჯი საწვავის შეძენით არ გაუწევია).
გადამხდელის მონაწილეობით მოხდა საბანკო ამონაწერების დამუშავება/ანალიზი და გადამხდელის მიერ დაზუსტდა აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ თუ არა ინდივიდუალურ მეწარმეებს. შედეგად, წარმოდგენილი მტკიცებულებების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის პირველ მაისს, 11:45 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა დარიცხული თანხები. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილები სრულად გაიშიფრა და მიეკუთვნა ძველ/მიმდინარე პროექტებს. შედეგად, აღნიშნულ საკითხში დარიცხული გადასახადები დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, ზემოაღნიშნული ოპერაციის შედეგად მიღებული თანხები, რომლითაც გაზრდილი იყო ნაღდი ფულის ნაშთი დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტით გაიზარდა გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა და შედეგად, გადაანგარიშდა ნაღდი ფულის ნაშთი. ასევე, წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები კომპანიის საქმიანობაში გამოყენებული სატვირთო ავტომობილის შესახებ, რომელიც დაფიქსირებულია მიღებულ ზედნადებებში. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაოს შესასრულებლად შესყიდული საქონლის სატრანსპორტო მომსახურება წარმოადგენდა საქმიანობის განუყოფელ ნაწილს, ასევე შეძენილი მასალების ზედნადებებში ფიქსირდება ზემოაღნიშნული ავტომობილი, შემოწმებამ მიზანშეწონილად ჩათვალა შეძენილ საწვავზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა და დარიცხული მოგების გადასახადის შემცირება. აგრეთვე, გადამხდელის მონაწილეობით მოხდა საბანკო ამონაწერების დამუშავება/ანალიზი და გადამხდელის მიერ დაზუსტდა აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ თუ არა ინდივიდუალურ მეწარმეებს. შედეგად, წარმოდგენილი მტკიცებულებების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. ხოლო, ივნისის თვეში გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს მიხედვით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი. კონკრეტულ შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია მაისის თვეში, შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მაისის თვე და არა ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის თარიღი (ივნისი). შედეგად, შემოწმების მიერ აღნიშნულ საკითხში თანხის კორექტირება არ განხორციელებულა. ხოლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ არ მოხდა მისი გამოყენება, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2022 წლის მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრას მაისის თვეში და ითხოვს ჯარიმის დარიცხვის ცვლილებას.
2. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას 2021 წლის 31 დეკემბერს ბანკომატიდან გატანილი თანხის გათვალისწინებას.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11288 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი. აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25632 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 23 აპრილის №21483/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25632 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)