გადაწყვეტილება №93150/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№93150/1/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------ია (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------იას 2.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №93150/1/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.09.2024 წლის №23568/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №054-5 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 220 391,93 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 120 245
დღგ - 120 321
საშემოსავლო გადასახადი - (-76)
ჯარიმა - 60 160
საურავი - 39 986,93
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ი/მ --------იას (ს/ნ ----------) საქმიანობის სახეს წარმოადგენს ცომეულით (ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და სხვა) და უალკოჰოლო სასმელებით ვაჭრობა ქ. თბილისში -----ის ქუჩა №---ში იჯარით აღებულ ფართში.
აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.12.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს საქონლის რეალიზაცია უფიქსირდება როგორც დოკუმენტურად (წილი 0.5%), ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. გადამხდელის მიერ 2022 წელს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილია ზარალით 137 146 ლარის ოდენობით, კერძოდ, 224 642 ლარის ღირებულების საქონელი რეალიზებულია 135 627 ლარად, ხოლო 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მონაცემების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 54%-ს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის აღრიცხვაზე. ასევე არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, 2021-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციები და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა თვის ჭრილში. შეძენილი ფქვილის რაოდენობა წარმოებული პროდუქციის წილის მიხედვით იქნა გადანაწილებული და შედეგად გამოვლინდა კონკრეტული სახეობების მიხედვით წარმოებული პროდუქციის რაოდენობა. ზემოაღნიშნულის მიხედვით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ერთობლივ შემოსავალში, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ასევე 2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელ პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებში შეძენილი საქონლის ღირებულებები დაანგარიშებულია არასწორად. შემოწმების პროცესში საგადასახადო კოდექსის 136-ე და 145-ე მუხლების გათვალისწინებით, დაანგარიშდა შეძენილი საქონლის ღირებულება, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბაზარში შეძენილი პროდუქციის (ლობიო, კარტოფილი, ყველი) დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები). საანგარიშო წლებში გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ის ხარჯი. კერძოდ, წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით მოხდა პროდუქციის ჩამოწერა და ხარჯებში გათვალისწინება იმავე პროდუქციის შეძენის ფასების გათვალისწინებით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2024 წლის №054-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15315 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 19.09.2024 წლის №------ გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 19.09.2024 წლის №-------- გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 8.10.2024 წლის დამატებით იქნა წარმოდგენილი №----- განცხადება (რეგისტრაციის №-------) თანდართულ ექსელის ფაილთან ერთად. აუდიტის დეპარატამენტის მიერ მოხდა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილების/კალკულაციების შესწავლა და მოხდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები ჯამში შემცირდა 11 972 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 7 981 ლარით და ჯარიმა 3 991 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №054-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ არცერთ საკითხს და ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №23568/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება/გადაანგარიშებას. ასევე ითხოვს სანქციების ნაწილი განხილულ იქნას 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.09.2024 წლის №23568/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 18.11.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ 8.10.2024 წლის დამატებით იქნა წარდგენილი №--- განცხადება (რეგისტრაციის №----/01) თანდართულ ექსელის ფაილთან ერთად. აუდიტის დეპარატამენტის მიერ მოხდა მომჩივნის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილების/კალკულაციების შესწავლა და მოხდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ არცერთ საკითხს და ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულება/გადაანგარიშებას. ასევე ითხოვს სანქციების ნაწილი განხილულ იქნას 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 19.09.2024 წლის №23568/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 19.09.2024 წლის №23568/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №23568/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.12.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს საქონლის რეალიზაცია უფიქსირდება როგორც დოკუმენტურად (წილი 0.5%), ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. გადამხდელის მიერ 2022 წელს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილია ზარალით 137 146 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მონაცემების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 54%-ს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის აღრიცხვაზე. ასევე არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები.
ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, 2021-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციები და წარმოებული პროდუქციის რაოდენობა თვის ჭრილში. შეძენილი ფქვილის რაოდენობა წარმოებული პროდუქციის წილის მიხედვით იქნა გადანაწილებული და შედეგად გამოვლინდა კონკრეტული სახეობების მიხედვით წარმოებული პროდუქციის რაოდენობა. ზემოაღნიშნულის მიხედვით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ერთობლივ შემოსავალში, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ასევე 2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელ პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებში შეძენილი საქონლის ღირებულებები დაანგარიშებულია არასწორად. შემოწმების პროცესში საგადასახადო კოდექსის 136-ე და 145-ე მუხლების გათვალისწინებით, დაანგარიშდა შეძენილი საქონლის ღირებულება, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბაზარში შეძენილი პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები). საანგარიშო წლებში გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ის ხარჯი. კერძოდ, წარმოებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით მოხდა პროდუქციის ჩამოწერა და ხარჯებში გათვალისწინება იმავე პროდუქციის შეძენის ფასების გათვალისწინებით.საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №054-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №15315 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №23568/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაანგარიშების ცხრილები/კალკულაციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს №23568/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი განცხადება თანდართულ ექსელის ფაილთან ერთად. აუდიტის დეპარატამენტის მიერ მოხდა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილების/კალკულაციების შესწავლა და მოხდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები ჯამში შემცირდა 11 972 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №054-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №23568/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს №23568/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 100(3 „ბ“); 102(1 „ა“) ; 105(1.2); 304( 21);