N 11 - 13/02/2024 - „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქონების გადასახადი 13.02.2024
№ დოკუმენტი 11
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2024 წლის 13 თებერვალი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2012 200130000.35.137.016043) კერძოდ:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის; საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი’’ მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 201-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ჰ1“, „ჰ2“ პუნქტების; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1708083131734 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება

ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა)

 

ადიგენის მუნიციპალიტეტი

სახნავი და საკარმიდამო

სათიბები

საძოვრები

ბუნებრივი რესურსები

 

61

19

15

3

 

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთები:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1708083150103 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი 1 მ2-ზე (ლარებში)

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2-ზე (ლარებში)

(2 X 3)

 

1

2

3

4

 

დაბა ადიგენი

1.0

0,24

0 ,24

 

დაბა აბასთუმანი

1.5

0,24

0,36

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები

1.0

0,24

0,24

 

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ავტოფარეხები და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები/საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

შმაგი ბიძიშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე