ბრძანება N 19178
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19178
27 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 15 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა ფ/პ ------- (ს/ნ -------) №97574/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 13 აგვისტოს №011-3285 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და 2025 წლის 8 აგვისტოს №006-2025-21118 ბრძანებას „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანებისა და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2025 წლის 16 ივლისის №2025-10017 ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მიიღო შეტყობინება. მიუთითებს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება მიზნად ისახავდა მისი აღიარებული საგადასახადო დავალიანების ეტაპობრივად დაფარვას და მაქსიმალურად ცდილობდა შეთანხმებული გრაფიკის შესრულებას. კერძოდ, 2025 წლის 7 ივლისს გადაიხადა 7 000 ლარი, ხოლო 28 ივლისს 4 000 ლარი. ჯამში გადაიხადა 11 000 ლარი, მაშინ როდესაც ხელშეკრულებით ვალდებული იყო გადაეხადა 7 530 ლარი. შესაბამისად, გადამხდელმა მიიჩნია, რომ მის მიერ გადარიცხული თანხები საკმარისი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დასაფარად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 14 ივლისის განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 16 ივლისს გამოცემულ იქნა №006-2025-18525 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც, ფ/პ ------- (ს/ნ -------) მიმართ 2025 წლის 16 ივლისის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების 32 304.86 ლარის (ოცდათორმეტი ათას სამას ოთხი ლარი და 86 თეთრი) გადახდევინება გადავადდა 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
ამასთან, ფ/პ ------- (ს/ნ -------) გაფორმდა 2025 წლის 16 ივლისის №2025-10017 ხელშეკრულება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომლის 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტების თანახმად, მოვალემ იკისრა ვალდებულება არ დაარღვიოს ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2025 წლის 16 ივლისის №2025-10017 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (გრაფიკით გათვალისწინებული პირობები) 2025 წლის 8 აგვისტოს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №006- 2025-21118 ბრძანება, რომლის თანახმადაც, გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2025 წლის 16 ივლისის №006-2025-18525 ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2025 წლის 16 ივლისის №2025-10017 ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით ვალის მართვის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალა ფ/პ ------- (ს/ნ -------) მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აგვისტოს №006-2025-21118 ბრძანებას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად 2025 წლის 15 აგვისტოს.
ვინაიდან გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2025 წლის 16 ივლისის №006-2025-18525 ბრძანება და ფ/პ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 28 646.90 ლარი, ჯარიმა 1 782.35 ლარი, საურავი 2 276.67 ლარი, ფ/პ ------- (ს/ნ -------) მიმართ, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გამოცემული იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 13 აგვისტოს №011-3285 ბრძანება.
აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2025 წლის 15 აგვისტოს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.
ამავე მუხლის 81 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 50 000 ლარს არ აღემატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები. ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 64- ე მუხლის თანახმად:
1. გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ: ა) პირმა დაარღვია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, გაუქმება ხდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადამხდელის მიერ დაირღვა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2025 წლის 16 ივლისის №2025-10017 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, გრაფიკით გათვალისწინებული პირობები. ამასთან, გადამხდელს 2025 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 28 646.9 ლარი, ჯარიმა 1 782.35 ლარი, საურავი 2 405.58 ლარი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს შეუძლია განმეორებით მიმართოს ვალის მართვის დეპარტამენტს და მოითხოვოს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანის განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადდა.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (გრაფიკით გათვალისწინებული პირობები) გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება, რომლის თანახმადაც, გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით ვალის მართვის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალა მომჩივანის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(9, 10); 241;