N 2 - 15/01/2024 - „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2024 წლის 15 იანვარი
დაბა ადიგენი
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2012, 200130000.35.137.016043), კერძოდ:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის; საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 201-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ჰ1“, „ჰ2“ პუნქტების; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
1. საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
ბ) ავტოფარეხები და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები/საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თავისუფალი მიწის ნაკვეთები.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
შმაგი ბიძიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე