ბრძანება N 24495

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.11.2025
№ დოკუმენტი 24495
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24495

05 ნოემბერი 2025

ბრძანება

შპს „-------"-ის (ს/ნ „-------")

(მის.: „-------")

2025 წლის 20 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ „-------") №98441/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №005-169 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ გადაანგარიშების დასკვნით ვერ დგინდება, როგორ განისაზღვრა დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა, შესაბამისად ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 4 აგვისტოს №17451 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №005-102 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 18 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 4 აგვისტოს №17451 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 11 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 12 193 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 18 სექტემბრის №005-169 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიმდინარეობის პროცესში გათვალისწინებული იყო გადასახადის გადამხდელის დღგის სავალდებულო რეგისტრაციის წარმოშობის მომენტიდან მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და შემოწმებით ჩათვლილი იქნა დღგ-ის თანხები შესაბამის პერიოდებში. თუმცა, შემოწმების დასრულებისა და საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ, შესამოწმებელ პერიოდზე დამატებით მიღებულ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დადასტურებულია მეორე მხარის მიერ. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ იყო გამოწერილი შემოწმების მიმდინარეობისას (აქტის შედგენის თარიღამდე) და შესაბამისად არ იყო გათვალისწინებული შემოწმების აქტით განსაზღვრულ ჩასათვლელ დღგ-ის თანხებში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად განისაზღვრა დამატებით ჩასათვლელი თანხები, რის შედეგადაც დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ, შესამოწმებელ პერიოდზე მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც სალდირებულად დაკორექტირდა შემოწმების მიერ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი აცხადებს, რომ გადაანგარიშების დასკვნით ვერ დგინდება, როგორ განისაზღვრა დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა, შესაბამისად ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიმდინარეობის პროცესში გათვალისწინებული იყო გადამხდელის დღგის სავალდებულო რეგისტრაციის წარმოშობის მომენტიდან მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და შემოწმებით ჩათვლილი იქნა დღგ-ის თანხები შესაბამის პერიოდებში.თუმცა, შემოწმების დასრულებისა და საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ, შესამოწმებელ პერიოდზე დამატებით მიღებულ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დადასტურებულია მეორე მხარის მიერ. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ იყო გამოწერილი შემოწმების მიმდინარეობისას და შესაბამისად არ იყო გათვალისწინებული შემოწმების აქტით განსაზღვრულ ჩასათვლელ დღგ-ის თანხებში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სსკ-ის 174-ე მუხლის თანახმად განისაზღვრა დამატებით ჩასათვლელი თანხები, რის შედეგადაც დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)