N 26810 - 21/10/2022 „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 21.10.2022
№ დოკუმენტი 26810
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №26810

2022 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების 2 1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22 . „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 14 აპრილის №100 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის №674 განკარგულებით გათვალისწინებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მომიჯნავედ არსებული, სავაჭრო ობიექტის მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №22.30.02.800) განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონად.“.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 21 ოქტომბრიდან.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე