გადაწყვეტილება №27332/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.06.2026
№ დოკუმენტი 27332/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27332/2/2026

29 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 12.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27332/2/2026).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმა და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენისათვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.02.2026 წლის №CB1869874 და №CB1869876 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები;

2. შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9255 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 275 306,42 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 40 058 (10.02.2026 წლის №CB1869874 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი)

ჯარიმა - 235 248,42 (10.02.2026 წლის № CB1869876 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი)

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის N16245 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციების შედეგად გამოვლინდა 2352 484,2 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს 10.02.2026 წლის №CB1869876 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით (235 248,42 ლარი), ასევე შემოსავლების სამსახურის 9.07.2024 წლის №16245 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციების შედეგად გამოვლინდა 80 116 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაზეც მომჩივანს 10.02.2026 წლის №CB1869874 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით (40 058 ლარი), რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9255 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დამატებით შეისწავლოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა. კერძოდ, გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრისას გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დანართი №21 (მათ შორის, გამოცხადებული აქციების შედეგად თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9255 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, სადავო №CB1869874 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 72-ე მუხლზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 286-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, სადავო №CB1869876 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97–ე მუხლებზე და საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა, კერძოდ, გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრისას გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დანართი №21 (მათ შორის, გამოცხადებული აქციების შედეგად თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №16245 ბრძანებით დაინიშნა შპს „----ის“ (სნ ---) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. აღნიშნული ბრძანების შედეგად 2026 წლის 9 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1869876. ოქმში აღნიშნულია, რომ „განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 2 352 484,2 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.“

შესაბამისად ოქმის მიხედვით შეფარდებულ იქნა ჯარიმა 235 248,42 ლარის ოდენობით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ასევე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1869874. ოქმში აღნიშნულია, რომ „განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 80 116 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

შესაბამისად ოქმის მიხედვით შეფარდებულ იქნა ჯარიმა 40 058 ლარის ოდენობით. აღნიშნული დარიცხვა და საგადასახადო მოთხოვნა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში კომპანიის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში. შესაბამისად, დავების საბჭომ 2026 წლის 20 მარტის და 16 აპრილის სხდომებზე (ოქმები №25 და №31) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №101201/1/2026 და №45953/21 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ვეთანხმებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 10 თებერვლის №CB1869874 და №CB1869876 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა, კერძოდ, გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრისას გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დანართი №21 (მათ შორის, გამოცხადებული აქციების შედეგად თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). არსებითად არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებაში არ არის ნამსჯელი მათ თითქმის არცერთ არგუმენტებზე (გადაწყვეტილებაში 10-დან მხოლოდ და მხოლოდ ერთ არგუმენტზეა საუბარი, ისიც ნაწილობრივ), ასევე არ არის განხილული მათი პოზიცია, არ ჩატარებულა წარმოდგენილი დანართების (№1-18 დანართები) და მტკიცებულებების ანალიზი, მათ შორის 2026-ის წლის 20 მარტს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილშიც კი (შემ. №45953/21). შესაბამისად, მათ აღნიშნულ ნაწილში დაბეგვრას არც შინაარსობრივად, არც სამართლებრივად არც ტექნიკური გაანგარიშების კუთხით არ და ვერ დაეთანხმებიან. უპირველს ყოვლისა ეს წინააღმდეგობა გამომდინარეობს საქართველოს საკანონმდებლო ნორმებიდან და არსებული საგადასახადო პრაქტიკიდან, კერძოდ: მათ აღნიშნულ ნაწილში დაბეგვრას არც შინაარსობრივად, არც სამართლებრივად არც ტექნიკური გაანგარიშების კუთხით არ და ვერ დაეთანხმებიან. უპირველს ყოვლისა ეს წინააღმდეგობა გამომდინარეობს საქართველოს საკანონმდებლო ნორმებიდან და არსებული საგადასახადო პრაქტიკიდან, კერძოდ:

1. საკითხი/პოზიცია №1 - გაანგარიშების არსებული ხარვეზები გამომდინარე იქიდან, რომ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლების მიერ კომპანიის საწყობში ჩატარდა საქონლის ფაქტობრივი ინვენტარიზაცია კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით და შედგენილ აქტს ხელი მოეწერა ორივე მხარის მიერ, თუმცა აღნიშნული გარემოება თავისთავად არ ნიშნავს, რომ შემოწმების პირების მიერ შემდგომ ჩატარებული ანალიზი და გაკეთებული დასკვნები სწორია. ინვენტარიზაციის აქტში დაფიქსირებულია მხოლოდ ფაქტობრივი ნაშთები კონკრეტული თარიღის მდგომარეობით, მაშინ როდესაც საქონლის დანაკლისის დასადგენად აუცილებელია საქონლის მოძრაობის სრულყოფილი ანალიზი მთელი შემოწმებადი პერიოდის განმავლობაში.

შემმოწმებლების მიერ გაკეთებული დასკვნა ეფუძნება სამუშაო ცხრილებსა და გაანგარიშებებს, რომლებიც არ მოიცავს საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს რეალური მდგომარეობის სწორ ასახვას. დარიცხული თანხების ანალიზით ცალსახად დაშვებულია მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური და გაანგარიშებითი შეცდომები. აღნიშნულის შესასწავლად მათ მიერ 2026 წლის 18 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ჩატარებული ინვენტარიზაციის ყველა დოკუმენტი და ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად (მათ შორის ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დადგენილი დანართები №16-N21, საბოლოო შედეგების გამოყვანის მონაცემები, გაანგარიშების ცხრილები. იხ. განცხადება განცხადება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტს 2024 წლის 9 ივლისის №16245 ბრძანების საფუძველზე შპს --- (ს/ნ ---) ობიექტში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლითაც გამოვლინდა 2352484,2 ლარის ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი (საბაზრო ღირებულებით) და აღურიცხველი სასაქონლომატერიალური ფასეულობები 80116 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულებით). შესაბამისად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ამ საქმესთან არსებული და დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად (მათ შორის ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დადგენილი დანართები №16-№21, საბოლოო შედეგის გამოყვანის მონაცემები, გაანგარიშების ცხრილები, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები, საკონტროლო შესყიდვის ოქმები, მონაცემები და საქმეში არსებული სხვა დამატებითი მასალა). გთხოვთ აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ ელექტრონული ფორმით. ეს გაანგარიშების ცხრილები დღემდე არ არის მოწოდებული.

2. საკითხი/პოზიცია №2 - ფასნამატის გაანგარიშების ხარვეზები მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ფასნამატის გაანგარიშების სრული ცხრილები, ამასთან ოქმით არ იკვეთება ფასნამატის გაანგარიშების ზუსტი პრინციპები. ერთადერთი რისი ნახვასაც დოკუმენტებიდან არის შესაძლებელია ჯამური გაანგარიშების ფორმაა, სადაც შეუძლია ივარაუდონ, რომ ჯამურად, ერთიანად ყველა საქონელზე გამოყენებულია არარეალური 350%-იანი ფასნამატი, დღგ-ის ჩათვლით, როგორ ადგნენ ამას:

 

სხვაობა ბუღალტრულ ფაქტობრივ ნაშთს (პირვანდელი ღირებულებით) და აღწერილ ფაქტობრივ პირვანდელ ღირებულებას შორის ჯამურად წარმოადგენს 666 766,12 ლარს. ხოლო აღნიშნულ ციფრზე დანაკლისი გამოყვანილია 23524884,22 ლარი, რაც სხვაობის 350%-ს შეადგენს (დღგ-ის გარეშე 200%-მდე). პირველ რიგში, ის რომ საქონელზე ეს ფასნამატი აბსოლუტურად გამორიცხულია (გარდა ერთეული შემთხვევისა, ანუ არაძირითად საქონელზე), მეორეც ბაზარზე ამ ფასნამატით მუშაობა ტექნიკურად შეუძლებელია, მესამეც ფასნამატი არ არის სწორად გაანგარიშებული, მათ შორის არ არის აღებული საქონლის ჯგუფების, კატეგორიების, მათი რაოდენობის, ხარისხის მიხედვით. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №994-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ფაქტობრივი აღრიცხვისას თითოეული საგანი უნდა იქნეს ვიზუალურად შემოწმებული და შეტანილ იქნეს დასახელებების მიხედვით საინვენტარიზაციო უწყისებში. ხოლო ამავე მუხლის, მე-8 ნაწილის მიხედვით სმფ-ები შეიტანება საინვენტარიზაციო უწყისებში დასახელების, სახის, რაოდენობისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

საინვენტარიზაციო კომისიის წევრები სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად ახდენენ ფასეულობების გადათვლას, აწონვას და გაზომვას. ხოლო აღრიცხული ფასეულობები საინვენტარიზაციო უწყისში შეიტანება იმ საზომ ერთეულებში, რომელშიც წარმოებს მათი აღრიცხვა. ანალოგიური სიტუაცია არის სრულად ყველა საქონელთან მიმართებაში რაც ერთად გასავლელი, გასასწორებელი და შესამცირებელია.

3. საკითხი/პოზიცია №3 - უარყოფითი ფასნამატის გაუთვალისწინებლობა, ფასნამატის ხელოვნურად გაზრდა რაც ყველაზე მთავარია, ინვენტარიზაციის ოქმის და მათ ხელთ არსებული მონაცემებით დგინდება არ არის გათვალისწინებული საქონლის რეალიზაციის უარყოფითი ფასნამატების მონაცემები (საქონელი იყიდება, როგორც თვითღირებულებით, ისე თვითღირებულებაზე მაღალი, ისე თვითღირებულებაზე დაბალი ფასით, მათ შორის სალიკვიდაციო ფასებით). როგორც ვარკვევთ, ხელოვნურად არის ამოღებული ამ ცხრილის გაანგარიშებიდან და ასევე, რომელიც არ არის მათთვის მოწოდებული.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №994-ის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საინვენტარიზაციო კომისია, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელთან ერთად ადგენს ამ ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემებს. ამასთან მათ მიერ ნაწარმოები სათანადო აღრიცხვა და ყველა მონაცემი სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დაწყებამდე საანგარიშო პერიოდებზე (გარდა ბოლო საანგარიშო პერიოდისა) წარდგენილია საგადასახადო დეკლარაციები/გაანგარიშებები (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციები/გაანგარიშებები), რომლებიც საგადასახადო ორგანოში წარდგენილ იქნა ინვენტარიზაციის, ასევე საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დაწყებამდე. ასევე, ამავე ბრძანების (30-6-გ) მიხედვით ჩვენს მიერ მე-3 - მე-6 სვეტებში ჩაიწერა მიმდინარე წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე შეძენილი/მიღებული სმფ-ების პირვანდელი ღირებულება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების სახეობების მიხედვით. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (მათ შორის, სპეციალური ანგარიშფაქტურებით), საბაჟო დოკუმენტაციებით და სხვა.

ამასთანავე, მათ მიერ მიწოდებულია და საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებულია ინსტრუქციის 31-ე მუხლის (ნაწილი 12) მიხედვით განსაზღვრული შემთხვევა, კერძოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით საინვენტარიზაციო კომისიაში შეყვანილია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დანართი №16-ის, №17-ის, №18-ის, №19-ის, №20-ის და №21-ის შესაბამის ოქმების შევსების შემდეგ, ყველა მასალას გადასცემს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს, რომელიც ამოწმებს სრულად არის თუ არა შევსებული, იმ პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა დანართი №19- ის, №20-ის და №21-ის შესაბამისი ოქმის შევსება. აღნიშნული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების სრულად შევსების შემოწმება ითვალისწინებს (31-13), შევსებულია თუ არა:

ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი;

ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი;

გ) საქონლის დასახელება და რაოდენობა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების შემდეგ, როგორც საინვენტარიზაციო კომისიის წევრი, ახორციელებს სმფ-ების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული და რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მონაცემების შედარებას და შედეგების გამოყვანას ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცვით და პასუხისმგებელია მხოლოდ დანართი №22-ის შესაბამისი ოქმის შედგენაზე, რომელსაც ხელმოსაწერად წარუდგენს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეს. არსებული საგადასახადო პრაქტიკით ფასნამატის დადგენაში მონაწილეობას არ იღებს, მხოლოდ:

ა) ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციები;

ბ) არაორდინალურად მაღალი ან/და დაბალი ფასნამატის მქონე ოპერაციები; სხვა შემთხვევაში უნდა იქნეს გათვალისწინებული, მითუმეტეს კომპანიის სპეციფიკაციის, მათ შორის საჯაროდ გამოცხადებული აქციების, ფასდაკლებების და საცალო ვაჭრობის პრაქტიკიდან გამომდინარე. შესაბამისად ითხოვს სწორ და სრულყოფილ ანალიზს, მათ შორის უარყოფითი ფასნამატების გათვალისწინებას.

4. საკითხი/პოზიცია №4 - შედარების მეთოდის გამოუყენებლობა, მათ შორის აუდირებული ფასნამატების არ გამოყენება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე” მიხედვით საგადასახადო ორგანო წინამდებარე მეთოდური მითითებით არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, შესაბამისი საფუძვლების დადგენის და შესაბამისი მეთოდების გამოყენების პრინციპებს, რადგან უზრუნველყოს ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა. აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, ფასნამატების დადგენის წყარო შეიძლება იყოს:

ა) პირველი - სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებადია პირის რეალიზაცია (შემდგომში - „დოკუმენტური ფასნამატი“);

ბ) მეორე - პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებ(ებ)ით, კერძოდ ინვენტარიზაციითა და დათვალიერებით, დაფიქსირებული ინფორმაცია (შემდგომში - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“);

გ) მესამე - შესადარისი პირის ან ამავე პირის სხვა საგადასახადო შემოწმების მასალები (შემდგომში - „სხვა შემოწმების ფასნამატი“);

დ) მეოთხე - შესადარისი მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (შემდგომში - „მესამე პირების ფასნამატი“);

ე) მეხუთე - საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია (შემდგომში - „სხვა ფასნამატი“).

საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული კვლევა და ზუსტი მაჩვენებელების შეგროვება, შესაბამისად წარმოადგენს მათ მიერ მოძიებულ ზუსტ ინფორმაციას, ანალოგიურ საქონელზე, რომელიც შემოწმებულია, აუდირებულია საგადასახადო ორგანოს მიერ, დასრულებულია და მათ შორის გავლილი აქვს ფინანსთა სამინისტროს სისტემის დავების ეტაპები:

1. საქმე №25333/2/2025, თარიღი: 2 ივლისი 2025. ფასნამატი 47,06%

 

2. საქმე №24486/2/2024, 11 თებერვალი 2025. ფასნამატი 54,9%

 

3. საქმე №24410/2/2024, 04 თებერვალი 2025. ფასნამატი 47%.

 

აღნიშნული გაანგარიშებულ იქნა მონიტორინგის დეპარატამენტის ინფორმაციაზევე დაყრდნობთ.

4. საქმე №24434/2/2024, 31 დეკემბერი,2024 წელი. ფასნამატი საშუალოდ 59%. +

 

5. საქმე №21546, 1 სექტემბერი, 2023 წელი. ფასნამატი: ბავშვის ტანსაცმელი 63.57%, მამაკაცის ტანსაცმელი 54.34%

 

ანალოგიური აუდირებული ფასნამატი (ბავშვის ტანსაცმელი 63.57%, მამაკაცის ტანსაცმელი 54.34%) იქნა გამოყენებული და დარჩა ძალაში ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის N20860/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ამავე კანონმდებლობის მიხედვით (მუხლი 19, ნაწილი 4-7) ამა თუ იმ ფასნამატის დადგენილად მიჩნევისთვის სავალდებულოა სარწმუნოდ ჩაითვალოს ფასნამატის დადგენის შესაბამისი წყაროდან მიღებული ინფორმაცია. ამ მიზნით:

გ) „სხვა შემოწმების ფასნამატის“ ნაწილში - არ უნდა არსებობდეს შესაბამისი საგადასახადო შემოწმების შედეგების ბათილად (გაუქმებულად) გამოცხადების შესახებ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება ან/და დადგენილება); დ) „მესამე პირების ფასნამატის“ ნაწილში - არანაკლებ 2 შესადარისი პირისგან უნდა იყოს გამოთხოვილი შესაბამისი ინფორმაცია;

ე) „სხვა ფასნამატის“ ნაწილში - შესაბამისი ინფორმაციის ნამდვილობა არ უნდა იყოს სადავო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელი ვალდებულია ინვენტარიზაციის ეტაპზე გაეცნოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან ფასნამატების დადგენის დასრულების შემდეგ, ფასნამატები შესაძლოა დადგენილი აღმოჩნდეს, როგორც ყველა წყაროდან და ყველა ჯგუფზე, ისე ცალკეულ წყაროდან და ცალკეულ ჯგუფ(ებ)ზე. როგორც ზემო მასალებით ირკვევა, მოძიებულია სანდო, აუდირებული არანაკლებ 5 კომპანია, რომელთა ფასნამატი, შემოწმებითვე დადგენილი მონაცემების მიხედვით მერყეობს 47-59%ის ფარგლებში. ხოლო მათ შემთხვევაში არ არის ეს ნაწილი შესწავლილი, მოძიებული და გამოყენებული, შესაბამისად ითხოვს მათი წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებას.

5. საკითხი/პოზიცია №5 - კომპანიის სააღრიცხვო მონაცემებთან შედარების ხარვეზები კომპანია აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამაში (SuperFin), ამასთან დამატებით იყენებს დამხმარე პროგრამას რეალიზაციის იდენტიფიცირების მიზნით. კანონმდებლობით დადგენილი (ბასს 2) მეთოდებიდან არჩეული აქვთ ერთ-ერთი, პერიოდული აღრიცხვის მეთოდს, სადაც სასაქონლომატერიალური ფასეულობები აღრიცხულია კვარტალური რაოდენობრივი და ღირებულებითი მაჩვენებლებით.

ამასთან საქონლის რეალიზაციის დროს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფულის (მ/შ ტერმინალის) შემოსავლები სრულად აღრიცხულია დასაბეგრ ბრუნვებში, შემოსავლებში ასევე ასახულია კონსიგნაციით გაცემული საქონელი, რომლებზეც აუცილებლად გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. მაგრამ ეს არ იძლევა იგივე შედეგს რასაც მისცემდა ინდივიდუალური აღრიცხვა (პრაქტიკაში ამ უკანასკნელ მეთოდს იყენებს მხოლოდ მაღალი შემოსავლების მქონე ე.წ. შტრიხ-კოდზე მომუშავე ავტომატიზირებული პროგრამის მფლობელი მსხვილი სავაჭრო კომპანიები.

კომპანიის ბუღალტრული ნაშთები საწყის პერიოდში ბუღალტრული პროგრამით შეადგენდა 924 039,03 ლარს, ინვენტარიზაციის შედეგად „გამოყვანილი“ მონაცემებით კი 652 099,49 ლარს, რაც არსებითად განსხვავდება აღრიცხული მონაცემებისგან.

ამის მიზეზს განაპირობებს რამოდენიმე დეტალი:

• საქონლის ფასები გამოყვანილია გაურკვეველი არაპირდაპირი მეთოდით, არ არის გათვალისწინებული უახლოესი პერიოდის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები საქონელზე. მათ შორის თუ საქონლის ბაზარზე იდენტურ (მსგავს) საქონელზე დადებული გარიგება ან ამ ბაზარზე ასეთი საქონლის მიწოდება არ არსებობს, საქონლის ფასი უნდა განისაზღვროს იმ ფასებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია იდენტურ (მსგავს) საქონელზე დადებული გარიგების საფუძველზე, საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის რეალიზაციის მომენტს. რაც ასევე არ არის შესრულებული შემმოწმებლების მიერ.

• ცხრილებში არ არის სრულად ასახული და დაკავშირებული საქონლის მოძრაობები;

• საწყობის აღრიცხვის სპეციფიკა არ იქნა გათვალისწინებული;

• ინვენტარიზაციისას არ იქნა გათვალისწინებული ყველა ოპერაცია, შემმოწმებლების მიერ გამოყენებულ სამუშაო ცხრილებში არ არის სრულად ასახული საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია (მიღება, რეალიზაცია, შიდა გადაადგილება, დაბრუნება და სხვ.). შედეგად, შედარება განხორციელდა არასრულ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ავტომატურად იწვევს დანაკლისის ხელოვნურ წარმოქმნას.

• არასწორად არის გადატანილი საწყისი ნაშთები (ამასთან შემოწმებ ადაეყრდნო მხოლოდ 2024 წლის საწყის ნაშთებს);

• გათვალისწინებული არ არის მომხმარებლის დაბრუნებები, ისევე როგორც მიმწოდებლისთვის დაბრუნებები

• შიდა გადაადგილებები (მის ურთიერთდამოკიდებულ პირებზე);

• აღწერილ საქონელში მოხვედრილია ისეთი საქონელი, რომელიც არ იყიდება (მაგ. ბილიარდის მაგიდა, სკამი, მაგიდა, სათამაშო და ა.შ.).

6. საკითხი/პოზიცია №6 - ფასდაკლებების გაუთვალისწინებლობა, აქციების უგულებელყოფა კომპანიას ფასმაჩვენელი გამოქვეყნებული და ადგილზეც გაკრული აქვს აბსოლუტურად ყველა პროდუქციაზე. ინვენტარიზაციის დაწყებისას საქონელზე მიკრული ფასები ადასტურებს, რომ კონკრეტული საქონელი იყიდება ფასდაკლებით, თვითღირებულებაზე დაბალი ფასებით. ეს დასტურდება დღემდე საჯაროდ, ღია წყაროებში მითითებული ინფორმაციით, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, რაც არ გაკეთებულა შემმოწმებლების მიერ. შესაბამისად, იხილეთ: https://www.facebook.com/share ------

ასევე, ვაჭრობის მარკეტინგული აქტივობის ფარგლებში სისტემატურად გამოცხადებულია „ლიკვიდაცია“ ასობით დასახელების საქონელზე. ამასთან საცალო ვაჭრობის ბაზარზე არსებული პრაქტიკის მიხედვით კომპანია იძულებულია პერიოდულად შეცვალოს გასაყიდი სარეალიზაციო ფასები. მარკეტინგულად ეს ხდება წინასწარ სტრატეგიული გათვლებით, კონკრეტულ მოთხოვნად საქონელზე ხელოვნურად იწევა ფასები და შემდგომ ცხადდება დიდი ფასდაკლებები, 60-70%-ითაც კი, რაზეც სოციალურ ქსელში პერიოდულად მიმდინარეობს ხშირი სარეკლამო პრომო ინფორმაციების გაშვება. გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის მიერ ამ აქციებში ხდება ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა მიწოდებული საქონლის/მომსახურების ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია, სეზონურობა, რაოდენობა/მოცულობა, გადახდის პირობები და სხვა გონივრული პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გასაყიდ ფასებზე (მაგალითისთვის ზამთრის სეზონის ბოლოს ქურთუკების შეძენა შესაძლებელია 19 ლარად, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რადგან შეინარჩუნონ ლიკვიდობა და ახალი სეზონის პარტიისთვის მოხდეს თანხების გამოთავისუფლება). ანალოგიურად დამატებით წარმოგვიდგენს CD-დისკზე ჩაწერილ 400-მდე ვიდეო მტკიცებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ვითხოვთ დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების და არგუმენტების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების შემცირებას. 1

7. საკითხი/პოზიცია №7 - საკონტროლო შესყიდვები, მათი ფასნამატი და აღნიშნულის გაუთვალისწინებლობა.

- საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიაში და კომპანიასთან დაკავშირებულ სუბიექტებში ჩატარებულია არაერთი საკონტროლო შესყიდვა თუ საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი. საგადასახადო ორგანოს მიერ ერთეული შემთხვევების გარდა არ გამოვლენილა არსებითი საგადასახადო სამართალდარღვევა, არ არის შეფარდებული ჯარიმა და არ მიუღიათ გაფრთხილება. - მარტო 2024-2025-2026 წლებში კომპანიაში ჩატარებულია 5 საკონტროლო შესყიდვა, არცერთ შემთხვევაში კომპანიის მხრიდან არანაირი სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა.

08/07/2024, ოქმი N891317 - სამართალდარღვევა არ გამოვლინდა

09/07/2024, ოქმი N891605 - სამართალდარღვევა არ გამოვლინდა

09/07/2024, ოქმი N891603 - სამართალდარღვევა არ გამოვლინდა 16/06/2025,ოქმი N950444 - სამართალდარღვევა არ გამოვლინდა 28/01/2026,ოქმი N1003501 - სამართალდარღვევა არ გამოვლინდა

 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არც აღნიშნული გარემოება იქნა შესწავლილი, გაანალიზებული და გათვალისწინებული. მათ შორის ფასნამატები შეეძლოთ აეღოთ მათი ბუღალტრული, საკონტროლო შესყიდვის, მესამე პირების. - არცერთი არ არის გამოყენებული. - ეს „წესრიგი“ გამომდინარეობს ორი ფაქტორიდან, პირველი ყველა რეალიზაცია აღრიცხულია, ამას მოწმობს შესყიდვები და მათი დაუჯარიმებლობა და მეორე, ამასთან კომპანიის ხელმძღვანელის დაკვეთით პერიოდულად ატარებენ შემოწმებით შესყიდვებს. ფული მუდმივად დარდება და ცვლების გადაბარების დროს სავალდებულო წესით ტარდება შიდა ინვენტარიზაციები, ამას მოითხოვს საცალო რეალიზაციის ბიზნესი (30 კაცამდე დასაქმებული და მუდმივად ცვალებადია თანამშრომლები).

- ამ ყველაფერთან ერთად, ძველ პერიოდებზე „არაპირდაპირ“ დასაბუთების გარეშე ფასნამატის გამოყენება არასწორია, თან იმ პირობებში როდესაც კომპანია ახალი დაფუძნებულია და წარმოადგენს სტარტაპს. საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკით, ახალ ბაზრებზე შესვლა ხდება დაბალი ფასებით, მოსახლეობის ყურადღების მიქცევის და პოტენციური კლიენტების მოზიდვის მიზნით. მათ შორის, ინვენტარიზაციის შემოსვლის დროს ფიქსირდება თვითღირებულებაზე დაბალი ფასები რაც გაურკვეველი მიზეზებით არ გაითვალისწინეს.

8. საკითხი/პოზიცია №8 - ფაქტობრივი დანაკლისი, ქურდობის შემთხვევები ამ გარემოებაში გამოყოფს 3 ნაწილს, პირველი მნიშვნელოვანი საკითხია - კომპანია წარმოადგენს ღია საწყობის ტიპის სავაჭრო სივრცეს, სადაც

ა) იდენტიფიცირებულია მომხმარებელთა შესასვლელ-გასასვლელი;

ბ) გასაყიდად განკუთვნილი არასასურსათო საქონელი განთავსებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას - თაროებზე, დახლებსა და სხვა სათავსოებში;

გ) მომხმარებელი დამოუკიდებლად ან/და მოლარე-კონსულტანტის დახმარებით ირჩევს სასურველ არასასურსათო საქონელს;

დ) არასასურსათო საქონლის შეძენა-რეალიზაცია აღირიცხება შტრიხკოდებითა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და ამ აღრიცხვით, იდენტიფიცირებადია როგორც შეძენილი არასასურსათო საქონლის თვითღირებულება, ისე ამავე არასასურსათო საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. სამწუხაროდ ამ ტიპის სავაჭრო ობიექტებში ძალიან ხშირია ქურდობის/მოპარვის შემთხვევები, მათ შორის არასრულწლოვანი პირების მიერ. მათი სივრცე აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით და ეს ფაქტებიც დაფიქსირებულია. კომპანიის მიერ რიგ შემთხვევაში ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება, ხოლო რიგ შემთხვევებში არ და ვერ ხდება ყველა ინდივიდუალურ სიტუაციაზე შესაბამი საგამოძიებო ქმედებების განხორციელება, მათ შორის სამოქალაქო-სოციალური მიზეზებიდან გამომდინარე.

შემმოწმებლების მიერ არცერთი ეს დეტალი არ არის შესწავლილი, გაანალიზებული და გათვალისწინებული.

- მეორე მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ხშირად იღებენ დეფექტურ, დაზიანებულ (ძირითად ჩინეთიდან) ან მოძველებული და უხარისხო მატერიალის საქონელს, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასზე მეტ ფასად, ამიტომ აფასებენ ამ საქონელს შესაძლო სარეალიზაციო ფასით და ხდება მისი რეალიზაცია, ფორმალურ ან სიმბოლურ ფასებში (მათ შორის 1 ლარად).

- მესამე, გამომდინარე იქიდან, რომ ვაჭრობის ამ მიმართულებით დაკავებულია საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობის მსხვილი და წვრილი სავაჭრო ერთეულები, კონკურენცია ძალიან მაღალია. ამასთან წვრილი მოვაჭრეები, ინდივიდუალური მეწარმეების სახით, ---ს და სხვა ბაზრობების ტერიტორიაზე სარგებლობენ მნიშვნელოვანი შეღავათებით, რაც მათ შორის მოიცავს 1%-იან მცირე ბიზნესის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმებს და არათანაბარ მდგომარეობაში გვაყენებს ბაზრის სამართლიან მოთამაშეებს. აღარ ვსაუბრობთ, on-line ინტერნეტით მოვაჭრე სუბიექტებზე, რომელთა შემოსავლების აღრიცხვა და შესაბამისი ადმინისტრირება არ ხორციელდება.

9. საკითხი/პოზიცია №9 - დეკლარირება და კომპანიის ფაქტობრივი მდგომარეობა კომპანია, გამომდინარე იქიდან, რომ აწარმოებს ბუღალტერიას, საქონელს აღრიცხავს პერიოდული მეთოდით და სისტემატურად ახდენს ნაშთების კონტროლს, შესაბამისად დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ინვენტარიზაციის შედეგებზე მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე სრულად აქვს დანაკლისი აღიარებული, დაბეგრილი საგადასახადო დეკლარაციაში და გადახდილი შესაბამისი კუთვნილი თანხები (ჩვენი გაანგარიშებული მონაცემებით). რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის პოლიტიკას მოახდინოს სწორი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, პროგრამულად დაზუსტებული და გასწორებულია, ბუღალტრული და ფაქტობრივი ნაშთები;

10. საკითხი/პოზიცია №10 - ფინანსური მდგომარეობა კომპანიას დღეის მდგომარეობით საფინანსო ინსტიტუტების მიმართ უფიქსირდება მილიონამდე სასესხო ვალდებულებები.

შესაბამისად პირველ რიგში ორიენტირებულია ბიუჯეტის წინაშე საგადასახადო ვალდებულების შესრულებით, რაც ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას რომ ინვენტარიზაციის მიერ გამოყვანილი სურათი არ შეესაბამება კომპანიის რეალურ მაჩვენებლებს.

ზემოაღწერილი მსჯელობების, დაფიქსირებული არგუმენტების, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს:

ა) არგუმენტების შინაარსობრივად და საფუძვლიანად განხილვას;

ბ) საკითხების ერთობლივად გავლას;

გ) წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზს, განხილვასა და მსჯელობას;

დ) მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილი სამუშაო ცხრილების მოწოდებას და გადმოგზავნას;

ე) დარიცხული ჯარიმის კორექტირებას (შემცირებას);

ვ) ითხოვს დავების საბჭოზე დასწრებას, რათა დავიცვათ თავი და წარმოადგინოს მათი არგუმენტები, რაც არ იქნა მოძიებული და შესწავლილი შემოწმების ეტაპზე.

ზ) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილი საიდანაც ირკვევა მოპასუხე ორგანოს პოზიცია: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №16245 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის და ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №994-ის შესაბამისად, დაევალა შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) ობიექტში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (საქმიანობის სფეროა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტი რეალიზაცია).

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ ობიექტზე ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემდგომ, ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ შპს „---“-ს (ს/ნ ---) დირექტორის ---ის (პ/ნ ---) მინდობილ პირს ---ის (პ/ნ ---) ჩაბარდა 2024 წლის 9 ივლისს, მასვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია, აგრეთვე ჩამოერთვა ხელწერილი იმის შესახებ, რომ იგი აწარმოებს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფინანსურ აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელის განმარტებით ინვენტარიზაციის ბრძანების ჩაბარებამდე, მიმდინარე წელს, მას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული და საგადასახადო ორგანოში არ აქვს ნაცნობები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან/და აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერის შემდეგ შევსებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, დამტკიცებული დანართი №16 (ოქმი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ). შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) დირექტორს ---ს აღწერის შემდგომ ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს იღებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) ბუღალტრული თანხობრივი ნაშთი (დანართი №19-ს დანართები III ცხრილები) გამოყვანილ იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელმაც შეადგინა თვითღირებულებით 1318865,43 ლარი, სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის გამოყვანისას გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:

- საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2024 წლის 24 იანვრიდან (გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი) ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (9.07.2024 წ); - საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი – 0,00 ლარი – გადამხდელის რეგისტრაციის თარიღიდან 2024 წლის 24 იანვრიდან;

- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სულ შეძენილმა სმფ-ების რაოდენობამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1615584,00 ლარი, რაც ირკვევა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით (საბაჟო დოკუმენტაციიდან და სასაქონლო ზედნადებებიდან).

- 2024 წლის 24 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (2024 წლის 9 ივლისის) რეალიზებული სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 1053092,00 ლარი. ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით დღგ-ს დეკლარაციები, 2024 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 9 ივლისის ჩათვლით საკონტროლო სალარო აპარატისა და ტერმინალის ამონაწერი.

- საშუალო შეწონილ ფასნამატად აღებულ იქნა 199,46%. საშუალო შეწონილი ფასნამატი მიღებული იქნა ფაქტობრივად აღწერილი (დანართი №16) და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული (დანართი №21) სმფ–ების სრული მონაცემებიდან (ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და პირვანდელი ღირებულების ნამრავლი ჯამისა და ფაქტიურად დაფიქსირებული/ აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და საბაზრო ღირებულების (გადამხდელის მიერ გამოცხადებული/განმარტებული სარეალიზაციო ფასი დღგ-ს გარეშე) ნამრავლი ჯამის თანაფარდობა) გამომდინარე. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი №22 და დანართი №22–ის (პროექტის) II ცხრილი – დანართი №19–ის I ცხრილის და დანართი №21–ის მონაცემების საფუძველზე.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო– მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა საბაზრო ფასით შეადგინა 2352484,22 ლარი (სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაექვემდებარა დაჯარიმებას 235248,42 ლარით). ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა აღურიცხველი სმფ-ები 80 116,00 ლარის (საბაზრო ღირებულებით) ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევა ექვემდებარება სანქცირებას სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საბაზრო ღირებულების 50 %-ის ოდენობით) 40058,00 ლარით.

2025 წლის 9 დეკემბერს შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) დირექტორს ჩაბარდა შეტყობინება მიმდინარე კონტროლის განხორციელებისა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პროექტი, პროექტის ჩაბარების შემდგომ 2025 წლის 14 დეკემბერს №200343 განცხადებით დირექტორმა წარმოადგინა საწინააღმდეგო პოზიცია სადაც აღნიშნულ პროექტს არ დაეთანხმა.

2026 წლის 4 თებერვლის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №2) მეწარმის პოზიცია არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით 2026 წლის 10 თებერვალს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები (№CB1869876, №CB1869874), რომელიც ჩაბარდა შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) დირექტორს ---ს. შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) წარმომადგენელმა 2026 წლის 9 მარტს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში წარადგინა საჩივარი (№101201/1/2026) წერილით, სადაც არ ეთანხმება და ასაჩივრებს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს (№CB1869876, №CB1869874). დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9255 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა. კერძოდ, გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრისას გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დანართი №21 (მათ შორის, გამოცხადებული აქციების შედეგად თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა გაითვალისწინა, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა საგადასახადო სამართალდარღვევის №CB1869876 ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). შპს ,,---”-ის (ს/ნ ---) წარმომადგენელმა 2026 წლის 12 მაისს ფინანსთა სამინისტროსთნ არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარადგინა საჩივარი №27332/2/2026 წერილით, სადაც არ დაეთანხმა და გაასაჩივრა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები (№CB1869876, №CB1869874).

საჩივართან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელი ბაზარზე საქმიანობს „---“-ს საფირმო სახელწოდებით, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით გაყიდვების პროცესში იყენებს საქონლის კოდირების და სკანირების პროგრამას გაყიდვების რეგისტრაციისთვის, რომელსაც არ გააჩნია სმფ-ების უწყვეტი აღრიცხვის განხორციელების შესაძლებლობა, ხოლო ბუღალტრულ პროგრამაში ერთგვაროვანი, მსგავსი საქონელი გაერთიანებულია ერთ ჯგუფად, ეს საქონელი შეიძლება იყოს სხვადასხვა თვითღირებულებით და ასევე განსხვავებული საბაზრო ღირებულებით. ვინაიდან, გადამხდელს ინდივიდუალურად (მათ შორის პროგრამულად) არ აქვს აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობები, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ იქნა კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილება და „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 30-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა შეავსო დანართი №19 (მისი დანართის გარეშე) საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე.

საშუალო შეწონილი ფასნამატი მიღებული იქნა ფაქტობრივად აღწერილი (დანართი №16) და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული (დანართი №21) სმფ–ების სრული მონაცემებიდან (ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და პირვანდელი ღირებულების ნამრავლი ჯამისა და ფაქტიურად დაფიქსირებული/ აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და საბაზრო ღირებულების (გადამხდელის მიერ გამოცხადებული/განმარტებული სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე) ნამრავლი ჯამის თანაფარდობა) გამომდინარე, ხოლო თვითღირებულებაზე დაბალი სარეალიზაციო ფასით დაფიქსირებულ სმფ-ებს, ფასნამატის ფორმირებაში მონაწილეობა არ მიუღია.

გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია დამატებითი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე აღნიშნულ საკითხზე არ დაუფიქსირებია პოზიცია, არც ინვენტარიზაციის მსვლელობისას და არც პროექტის ჩაბარების შემდგომ, მედიაციის საბჭოს სხდომაზე. მათ მიერ გამოკვლეულ და სრულყოფილად შესწავლილ იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გამოყენებული ყველანაირი მონაცემი აღებულია ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით 2024 წლის 24 იანვრიდან 2024 წლის 9 ივლისის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი არ არის ფასნამატის გაანგარიშების სრული ცხრილები, ამასთან ოქმით, არ იკვეთება ფასნამატის გაანგარიშების ზუსტი პრინციპები, რასთან დაკავშირებითაც განვმარტავ, რომ გადამხდელს ელექტრონულად მიეწოდა სმფ-ების ინვენტარიზაციის სრული მასალა (დანართი №16, დანართი №19, დანართი №21, დანართი №22, მათ შორის ელექტრონული ფორმით). გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილია სხვა საწარმოების საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრების შედეგად საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილებები, სადაც არ იდენტიფიცირდება როგორც საქონლის ზუსტი სახეობა, გაყიდვის ტერიტორია, საქონლის ხარისხი, ზუსტი საანგარიშო პერიოდები, გაყიდვების მოცულობა და სხვა, რასთან დაკავშირებითაც განვმარტავ რომ, სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვის დროს დაფიქსირებულ იქნა საქონლის სარეალიზაციო გამოცხადებული ფასები, ხოლო გადამხდელის მიერ მოწოდებული დანართი №21-ის მიხედვით იდინტიფიცირებულ იქნა სარეალიზაციო საქონლის თვითღირებულებები შესყიდვის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, შესაბამისად მსგავსი/იდენტური სმფ-ების რეალიზაციის განმახორციელებელი საწარმოების ფასნამატის გამოყენების საჭიროება არ იყო.

გადამხდელი საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ პერიოდულად გამოცხადებული ჰქონდათ ფასდაკლებები და აქციები, რომლის გათვალისწინებაც არ მომხდარა, რასთან დაკავშირებითაც განვმარტავ, რომ სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვის დროს, აღწერილი საქონლის სარეალიზაციო ფასი მოიცავს, მათ შორის გადამხდელის მიერ გამოცხადებული ფასდაკლებების და აქციების შედეგად დაფიქსირებულ საბაზრო ფასებს, რომელიც ასევე მონაწილეობს ფასნამატის ფორმირებაში. გადამხდელი საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ ძალიან ხშირია ქურდობის/მოპარვის შემთხვევები, მათ შორის არასრულწლოვანი პირების მიერ და 15 ასევე ხშირად იღებენ დეფექტურ, დაზიანებულ საქონელს, რასთან დაკავშირებითაც განმარტავს, რომ გადამხდელს ინვენტარიზაციის პროცესში არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ არსებითად არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებაში არ არის ნამსჯელი მათ თითქმის არცერთ არგუმენტებზე (გადაწყვეტილებაში 10-დან მხოლოდ და მხოლოდ ერთ არგუმენტზეა საუბარი, ისიც ნაწილობრივ), ასევე არ არის განხილული მათი პოზიცია, არ ჩატარებულა წარმოდგენილი დანართების (№1-18 დანართები) და მტკიცებულებების ანალიზი, მათ შორის 2026-ის წლის 20 მარტს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილშიც კი (შემ. №45953/21). შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დაბეგვრას არც შინაარსობრივად, არც სამართლებრივად, არც ტექნიკური გაანგარიშების კუთხით არ და ვერ დაეთანხმებიან და მიუთითებს გაანგარიშების არსებულ ხარვეზებზე, ფასნამატის გაანგარიშების ხარვეზებზე, უარყოფითი ფასნამატის გაუთვალისწინებლობაზე, ფასნამატის ხელოვნურად გაზრდაზე, შედარების მეთოდის გამოუყენებლობაზე, მათ შორის აუდირებული ფასნამატების არ გამოყენებაზე, კომპანიის სააღრიცხვო მონაცემებთან შედარების ხარვეზებზე, ფასდაკლებების გაუთვალისწინებლობაზე, აქციების უგულებელყოფაზე, საკონტროლო შესყიდვებზე, მათ ფასნამატზე და აღნიშნულის გაუთვალისწინებლობაზე, ფაქტობრივი დანაკლისზე, ქურდობის შემთხვევებზე, დეკლარირებასა და კომპანიის ფაქტობრივი მდგომარეობაზე, ფინანსურ მდგომარეობაზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ფასნამატის საკითხი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.04.2026 წლის №9255 ბრძანება;

3. საჩივარი, ფასნამატის საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმა და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენისათვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციების შედეგად გამოვლინდა 2352 484,2 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით (235 248,42 ლარი), ასევე შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციების შედეგად გამოვლინდა 80 116 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაზეც მომჩივანს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით (40 058 ლარი), რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოწმებას დაევალა დამატებით შეისწავლოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა. კერძოდ, გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრისას გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დანართი 21 (მათ შორის, გამოცხადებული აქციების შედეგად თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ფასნამატის საკითხი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 286 (4,9).