გადაწყვეტილება №23263/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2024
№ დოკუმენტი 23263/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№ 23263/2/2024

02 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 16.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23263/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №086-54 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12932 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 174 840.91 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 103 657

დღგ - 35 690

საშემოსავლო გადასახადი - 67 729

ქონების გადასახადი - 238

ჯარიმა - 36 788

საურავი - 34 395.91

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 29.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, არ არის შესაძლებელი საქონლის იდენტიფიცირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.07.2022 წლის №16932 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა გადასახადის გადამხდელთან. საგადასახადო შემოწმებით დამუშავდა საკონტროლო შესყიდვის შედეგები და საშუალო ფასნამატად განისაზღვრა დაახლოებით 12.4%, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი კი წლების მიხედვით შეადგენს - 9.8%, 9.1%-სა და 7.7%-ს. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დეკლარირებულმა გამოქვითვებმა შეადგინა სულ 8 287 836 ლარი, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გაანგარიშებულმა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითმა ხარჯმა შეადგინა სულ 8 332 432 ლარი, შესაბამისად, გამოსაქვითი ხარჯი გაიზარდა 44 587 ლარით.

გადასახადი გადამხდელს 2021 წლის მაისის თვეში მიღებული აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა -----------, ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 1 098 ლარი. 2021 წლის ივნისის თვეში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ---------- და -------------. მეწარმეს არ აქვს განაშთული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, შესაბამისად 2021 წლის ივნისის თვეში დაერიცხა დღგ 1 098 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ძირითადი საშუალებების შეძენა, თუმცა შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს დეკლარირებული ქონების გადასახადი. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 10.10.2022 წელს გამოიცა №25739 ბრძანება და №086-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 9.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

პირველ სადავო საკითხთან (არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან და საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფასნამატთან) დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯთან) დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანება 27.04.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 9.06.2023 წლის №19541/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნა, რომლითაც სულ შემცირებას დაექვემდებარა 28 741 ლარი, მათ შორის გადასახადი 18 533 ლარი და ჯარიმა 10 288 ლარი. დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 10.10.2023 წელს გამოიცა №25114 ბრძანება და 11.10.2023 წლის №086-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 10.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.12.2023 წლის №31489 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 26.04.2024 წლის №21874/2/2024 (რეგ. 16.05.2024წ. №03/38007) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31489 ბრძანება, საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა და 31.05.2024 წლის №12932 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ იქნა მხოლოდ ინფორმაცია ექსელის ფაილით რეალიზებული საქონლის შესახებ. აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების ეტაპზე. მიუხედავად ამისა, სეზონურობასთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად, აღნიშნულ ფაილიდან გაანალიზდა ზოგიერთი საქონლის ფასი წლის ჭრილში და დადგინდა, რომ მაგალითად „წყალი ბაკურიანის“ ფასნამატი 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით შეადგენს 25%-ს, „---------“ ფასნამატი ამავე პერიოდებში მუდმივად 21%-ს, „-----------“ ფასნამატი 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით 12%-ს და ა.შ. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებულ საქონელთან დაკავშირებით. 25.06.2019 წელს შესყიდულია სიგარეტი „----------“, საშუალო ფასნამატმა შეადგინა 5,2%. 1.07.2022 წელს საკონტროლო შესყიდვის შედეგებით კატეგორია „სიგარეტის“ საშუალო ფასნამატმა შეადგინა 6.7%. შესაბამისად, 2019 წლის საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული სიგარეტის ფასნამატი გამოყენებულ იქნა 2019 და მომიჯნავე 2020 წლებზე კატეგორიისათვის „სიგარეტი“, ხოლო 2022 წლის საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული კატეგორია „სიგარეტის“ საშუალო ფასნამატი გამოყენებულ იქნა 2022 და მომიჯნავე 2021 წელზე.

რაც შეეხება გაანგარიშების ნაწილს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2019 წლის №27683 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა მეწარმის 2019 წლის აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეების საანგარიშო პერიოდების საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმება დაეყრდო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მონაცემებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებული თვეების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადიდან დეკლარირებული ფასნამატი, დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კი გამოაკლდა ჯამურ 2019 წლის რპთ-ს და აღნიშნული გადანაწილდა წლის ჭრილში 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებზე.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურში ხელახლა განსახილველად დაბრუნებულ საჩივართან დაკავშირებით ჰქონდა მოლოდინი რომ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭო მხედველობაში მიიღებდა მის მიერ წარდგენილ არგუმენტებს შესაბამისი ფაქტობრივი მტკიცებულებებით, ასევე აუდიტის დეპარტამენტის პოზიციასაც მოისმენდა თუ რატომ არ იქნა მის მიერ გაყიდვების პროგრამიდან წარდგენილი დეტალური ინფორმაცია გათვალისწინებული, აღნიშნულთან დაკავშირებით სამწუხაროდ არც დავის განხილვის დროს და არც შესაბამისი გადაწყვეტილების (ბრძანება) ნაწილში ამაზე არსად არ არავინ არ საუბრობს. არის მხოლოდ შაბლონური სიტყვები რომ ყველგან და ყველაფერი გამოკვლეულია

წარადგინა გაყიდვების პროგრამიდან მონაცემები, კერძოდ: გაყიდვის თარიღის, გაყიდული საქონლის დასახელების, რაოდენობის და ფასების მითითებით დღის ჭრილში, სრულ პერიოდზე მათ შორის წინა საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე. აღნიშნული ინფორმაცია არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა, არ დაასაბუთა მიზეზი თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული, დასკვნაში არცერთი სიტყვა არაა ნახსენები ამასთან დაკავშირებით, გაუგებარია შემოსავლების სამსახურის პოზიცია - თითქოსდა საქმისათვის ყველა არსებითი გარემოება იქნა შესწავლილი, ამის მოლოდინი არ ჰქონდა იმ პირობებში მითუმეტეს როდესაც ხელმეორედ დაბრუნდა საჩივარი განსახილველად, განხილვის შემდგომ გადაწყვეტილებაში არ არის პასუხი კითხვაზე რატომ არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი გაყიდვების პროგრამიდან დეტალურ მონაცემებს, ფიქრობს რომ დამოკიდებულება მის მიმართ უსამართლოა და ზღუდავს მის უფლებებს, ითხოვს აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებას, სამართლის ნორმის შესაბამისად, ფაქტობრივ მონაცემებს ვერავინ ვერ აუვლის გვერდს, სიმართლე მის მხარესაა და ბოლომდე იბრძოლებს სიმართლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უსაფუძვლოდ მიაჩნია და არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას, კერძოდ მის მიერ წარდგენილი გაყიდვების პროგრამის ინფორმაციის გაუთვალისწინებლობას, შეისწავლა შემოწმების აქტში წარდგენილი გაანგარიშებები და აღმოჩნდა, რომ გამოყენებული მეთოდები და ტექნიკა არასწორია და შეიცავს არსებით უზუსტობებს, კერძოდ: საგადასახადო ორგანოს ჰქონდა ინფორმაცია 2019 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სიგარეტის საკონტროლო შესყიდვის შესახებ, თუმცა არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშებისას, შემმოწმებელმა იხელმძღვანელა 1.07.2022 წლის საკონტროლო შესყიდვის შედეგებით, როგორც სიგარეტზე ასევე სხვა საქონელზე, მოცემულ შემთხვევაში კი შემოწმებამ არ გაითვალისწინა ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორი - სეზონურობა, სეზონურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია და არსებით გავლენას ახდენს ფასწარმოქმნაზე - აღნიშნული დასტურდება მის მიერ წარდგენილი გაყიდვების პროგრამიდან. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მეწარმე საქმიანობას ახორციელებს ----------- და როგორც წესი ესეთ დროს ფასნამატი იზრდება, აქედან გამომდინარე, სეზონზე საკონტროლო შესყიდვით დაფიქსირებული ფასნამატი არ და ვერ ასახავს რეალურ სურათს და მისი ამგვარი გამოყენება არამართლზომიერია. ფიქრობს, რომ საგადასახადო ორგანომ მტკიცებულებათა გამოუკვლეველად განხორციელა მეწარმის საგადასახადო ტვირთის დამძიმება. მის მიერ 2019 წლის საკონტროლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული იქნა გადაანგარიშების ეტაპზე და შედეგად მხოლოდ 2019 და 2020 წლებში გაითვალისწინა 2019 წელს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი წლის ჭრილში და არა სეზონურად, 2019 წლის საკონტროლო შესყიდვაც სეზონზე განხორციელდა. აქაც დაუსაბუთებელია რომელ სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით განხორციელდა აღნიშნული, რატომ არ იქნა მაგალითად 2021 წელს გავრცელებული იგივე მიდგომა?

ასევე, აღსანიშნავია გაანგარიშების ტექნიკური ნაწილი. გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო ორგანომ 2019 წლის სანგარიშო პერიოდზე გაიანგარიშა დეკლარირებული თვითღირებულება წინა საგადასახადო შემოწმების ოთხ თვეზე, გამოაკლო აღნიშნული წლის რპთ და დანარჩენი გადაანაწილა წლის ჭრილში, რასაც არ ეთანხმება. ფიქრობს რომ თუ საგადასახადო ორგანო იყენებს არაპირდაპირ მეთოდს და ხელმძღვანელობს დეკლარირებული მონაცემებით, საწყისი-საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთებით და წლის ჭრილში ადგენს რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას, დროში განაწილების კუთხით უნდა გამოიყენოს მის მიერ დეკლარირებული 8 თვის და შემოწმების შედეგად 4 თვის შემოსავლის ბრუნვა და ამგვარად მოახდინოს სამართლიანად გადანაწილება, იმ შემთხვევაში თუ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი გადააჭარბებს წინა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვებს, მოცემულ თვეებში ბრუნვა დარჩება იგივე, რადგან საგადასახადო ორგანო შემოსავალზე ვერ იმოქმედებდა, გადაწყვიტა თვითღირებულება შეემცირებინა შემოწმებულ პერიოდზე, რაც ფიქრობს რომ არც ლოგიკურია და ბუნებრივია არც სამართლიანი. მითითებული ფაქტობრივი გარემოების და სამართლებრივი საფუძვლების გათვალიწინებით, ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დაევალოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

პირველ სადავო საკითხთან (არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან და საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფასნამატთან) დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯთან) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით დარიცხული ჯარიმა.

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ფ/პ --------- (პ/ნ ----------) 1.02.2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, ი/მ ------------- შეიძინა დახლ-მაცივარი 3 ერთეული, 2 კომპლექტი კომპიუტერი, კომპიუტერის მაგიდა 2 ცალი, კარადა 1 ცალი, პრინტერი 1 ცალი, პრინტერის ტუმბო 1 ცალი, სულ ღირებულებით 8 400 ლარი. აღნიშნული გათვალისწინებულია გადაანგარიშებით, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა.

ამასთან, ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო წარდგენილი აღნიშნული ძირითადი საშუალებების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემოწმების შედეგად აღნიშნულ ქონებაზე არ არის დარიცხული ქონების გადასახადი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

მომჩივანი განმარტავს, რომ წარადგინა გაყიდვების პროგრამიდან მონაცემები, კერძოდ: გაყიდვის თარიღის, გაყიდული საქონლის დასახელების, რაოდენობის და ფასების მითითებით დღის ჭრილში, სრულ პერიოდზე მათ შორის წინა საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე. მიუხედავად იმისა, რომ უსაფუძვლოდ მიაჩნია საგადასახადო ორგანოს პოზიცია, მის მიერ წარდგენილი გაყიდვების პროგრამის ინფორმაციის გაუთვალისწინებლობაზე, შეისწავლა შემოწმების აქტში მითითებული გაანგარიშებები და აღმოჩნდა, რომ გამოყენებული მეთოდები და ტექნიკა არასწორია და შეიცავს არსებით უზუსტობებს, კერძოდ: საგადასახადო ორგანოს ჰქონდა ინფორმაცია 2019 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სიგარეტის საკონტროლო შესყიდვის შესახებ, თუმცა არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშებისას, იხელმძღვანელა 1.07.2022 წლის საკონტროლო შესყიდვის შედეგებით, როგორც სიგარეტზე ასევე სხვა საქონელზე, მოცემულ შემთხვევაში კი შემოწმებამ არ გაითვალისწინა ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორი - სეზონურობა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია და არსებით გავლენას ახდენს ფასწარმოქმნაზე - აღნიშნული დასტურდება მის მიერ წარდგენილი გაყიდვების პროგრამიდან. 2019 წლის საკონტროლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული იქნა გადაანგარიშების ეტაპზე და შედეგად მხოლოდ 2019 და 2020 წლებში გაითვალისწინა 2019 წელს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი წლის ჭრილში და არა სეზონურად, 2019 წლის საკონტროლო შესყიდვაც სეზონზე განხორციელდა. აქაც დაუსაბუთებელია რომელ სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით განხორციელდა აღნიშნული, რატომ არ იქნა მაგალითად 2021 წელს გავრცელებული იგივე მიდგომა? ასევე, აღსანიშნავია გაანგარიშების ტექნიკური ნაწილი, შემმოწმებელი წლის ჭრილში ადგენს რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას, დროში განაწილების კუთხით უნდა გამოიყენოს მის მიერ დეკლარირებული 8 თვის და შემოწმების შედეგად 4 თვის შემოსავლის ბრუნვა და ამგვარად მოახდინოს სამართლიანად გადანაწილება, იმ შემთხვევაში თუ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი გადააჭარბებს წინა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვებს, მოცემულ თვეებში ბრუნვა დარჩება იგივე და რადგან საგადასახადო ორგანო შემოსავალზე ვერ იმოქმედებდა, გადაწყვიტა თვითღირებულება შეემცირებინა შემოწმებულ პერიოდზე, რაც ფიქრობს რომ არც ლოგიკურია და ბუნებრივია არც სამართლიანი.

დაბრუნებული საჩივრის განხილვისას შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ იქნა მხოლოდ ინფორმაცია ექსელის ფაილით რეალიზებული საქონლის შესახებ. აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების ეტაპზე. მიუხედავად ამისა, სეზონურობასთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად, აღნიშნულ ფაილიდან გაანალიზდა ზოგიერთი საქონლის ფასი წლის ჭრილში და დადგინდა, რომ მაგალითად „------------“ ფასნამატი 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით შეადგენს 25%-ს, „----------“ ფასნამატი ამავე პერიოდებში მუდმივად 21%-ს, „------------“ ფასნამატი 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით 12%-ს და ა.შ. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებულ საქონელთან დაკავშირებით. 25.06.2019 წელს შესყიდულია სიგარეტი „-----------“, საშუალო ფასნამატმა შეადგინა 5,2%. 1.07.2022 წელს საკონტროლო შესყიდვის შედეგებით კატეგორია „სიგარეტის“ საშუალო ფასნამატმა შეადგინა 6.7%. შესაბამისად, 2019 წლის საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული სიგარეტის ფასნამატი გამოყენებულ იქნა 2019 და მომიჯნავე 2020 წლებზე კატეგორიისათვის „სიგარეტი“, ხოლო 2022 წლის საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული კატეგორია „სიგარეტის“ საშუალო ფასნამატი გამოყენებულ იქნა 2022 და მომიჯნავე 2021 წელზე. რაც შეეხება გაანგარიშების ნაწილს, აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2019 წლის №27683 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მეწარმის 2019 წლის აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეების საანგარიშო პერიოდების საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების აქტით, შემოწმება დაეყრდო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მონაცემებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებული თვეების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადიდან დეკლარირებული ფასნამატი, დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კი გამოაკლდა ჯამურ 2019 წლის რპთ-ს და აღნიშნული გადანაწილდა წლის ჭრილში 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებზე.

აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დაბრუნებული საჩივრის განხილვისას შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ იქნა მხოლოდ ინფორმაცია ექსელის ფაილით რეალიზებული საქონლის შესახებ. აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების ეტაპზე. საგადასახადო შემოწმების აქტით, შემოწმება დაეყრდო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მონაცემებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებული თვეების რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადიდან დეკლარირებული ფასნამატი, დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კი გამოაკლდა ჯამურ 2019 წლის რპთ-ს და აღნიშნული გადანაწილდა წლის ჭრილში 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7150 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(1)